"ვის ვინ ეკითხება მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო?“ - ამ კითხვას სოციალურ ქსელში დეპუტატ ბექა ოდიშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძე წერს. პოლიტიკოსის მეუღლე მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც სხვადასხვა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია "ქართული ოცნების" დეპუტატების შესახებ, რომელთა შვილებიც უცხოეთში დაიბადნენ.
"აი, ამ ბოდვას მართლა ვერ ვხვდები ?! ვის ვინ ეკითხება, მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო?! თუ ვმალავდი და ამომიქექეს? ამით მტკიცდება, რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს! კიდევ?! ჩემი აზრით, ძალიან დიდი სირცხვილია პატარა ბავშვებზე ინფორმაციების კედლებზე ფრიალი!!!“ - წერს მაკუნა გამცემლიძე.
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის ბექა ოდიშარიას მეუღლეს - მაკუნა (მარიამ) გამცემლიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. მაკუნა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მეგობრობს ცნობილ ადამიანებთან, კარგად მღერის და ტელეგადაცემების ხშირი და სასურველი სტუმარია. წყვილს 22-წლიანი ქორწინება და სამი შვილი აკავშირებს.
წაიკითხეთ ასევე:
რუსების ქცევებს ერთი ერთში როგორ ირგებთ??? თქვენი შვილები ამერიკაში უნდა დაიბადონ იქ უნდა ისწავლონ იქუნდა იგულაონ და ჩვენ და ჩვენმა შვილებმა რუსეთის იქით არუნდა გავიხედოთ ქიხია ამერიკა... თუ ქიხია ამერიკა რატო ნოვგოროდში არ აჩენთ შვილებს????? რა ისწავლეთ ასეთი ან სად ისწავლეთ ამდენი მილიონი ამ ბედგკრულ ქვეყანაში როგორ მოაგროვეთ? კანონი გაკულაკება მშვენიერი კანონი იქნება რატო მაგ კანონს არ იღებთ?????
როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხდება, ოჯახი უნდა შეეგუოს იმას, რომ ოჯახური ცხოვრება და ხარჯებიც კი საჯარო გახდება. ასე რომ, პროტესტი უადგილოა.