ავტორი:

"პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს" - მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე

"პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს" - მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე

"ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაცხადება "ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს”. შესაბამისი განცხადება მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ გააკეთა.

ხაზარაძის თქმით, მერაბიშვილის განცხადებები ასევე წინააღმდეგობაშია ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან.

"პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რომ ისევ ნაც-ქოცურ რეალობაში ამყოფონ ქვეყანა. ეს ამბავი დასამთავრებელია თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს! ეს განცხადება ასევე წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და კერძოდ ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან“, - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა.

მერაბიშვილის თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.

"ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ "გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“.