ავტორი:

"დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას" - მერაბ დვალიშვილის ტრიუმფი, განადგურებული რუსი მეტოქე და ქართველი მებრძოლის სიტყვა მთელი მსოფლიოს გასაგონად

"დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას" - მერაბ დვალიშვილის ტრიუმფი, განადგურებული რუსი მეტოქე და ქართველი მებრძოლის სიტყვა მთელი მსოფლიოს გასაგონად

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მოიგო. დღეს, 12 მარტს მან რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.

დაპირისპირება ხუთი რაუნდი გაგრძელდა და ქართველის უპარტესობით წარიმართა. ხუთივე რაუნდში დვალიშვილი დომინირებდა, საბოლოოდ კი ქართველმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მერაბმა ეს შესაძლებლობა - სავსე დარბაზი, ტელეეკრანთან კი მილიონობით მაყურებელი გამოიყენა იმისთვის, რომ ყველას გასაგონად ეთქვა - "დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას."

გამარჯვების შემდეგ მისი სიტყვა ასეთი იყო:

"ჩემთვის ეს პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწვიტეთ ომი!"

დარბაზში მერაბს არაერთი ქართველი გულშემატკივრობდა და წარმატების სიხარული ქართველმა მებრძოლმა მათთან ერთად გაიზიარა. "ჩვენ ეს შევძელით", - უთხრა გულშემატკივრებს დვალიშვილმა.

ნახეთ გამარჯვების ემოციები:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/UEz65MvJPJ0" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>