ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ინციდენტი ახალგაზრდა ბიჭებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა. 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ნიკა თუთაშვილია.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.