მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს
ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის (ცეს­კო) თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის შეხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ცეს­კო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, 29 აპ­რილს და­გეგ­მი­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი/რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, აღ­ნიშ­ნულ არ­ჩევ­ნებ­ზე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფარ­თო მას­შტა­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის როლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პრო­ცეს­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მათ შო­რის ეუთო/ ოდი­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის - ეს ის თე­მე­ბია, რომ­ლებ­ზეც გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მან ყუ­რა­დღე­ბა იმ აქ­ტი­ვო­ბებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა, რო­მელ­საც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ჩარ­თულ მხა­რე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და მათი დაკ­ვირ­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის , გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 29 აპ­რილს და­გეგ­მი­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი/რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის კარგ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ჩარ­თულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად, კი­დევ ერთხელ მო­სინ­ჯოს ყვე­ლა ახა­ლი პრო­ცე­დუ­რა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„რად­გან 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 90% ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს კენ­ჭისყ­რის დღეს. სწო­რედ ამი­ტომ ვთვლი, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და მათი დაკ­ვირ­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბა­ტონ ელჩს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რის წი­ნა­შეც ად­მი­ნის­ტრა­ცია ახლა დგას. ჩვენ ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე, რად­გან ევ­რო­პუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი არის ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, სა­ი­თაც მივ­დი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის (ცეს­კო) თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის შეხ­ვედ­რა დღეს გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
10

ე როკავშირის ელჩი ხვდება,სჯერა,ურთიერთობს,კეთილგანწყობილ თნამშრომლობაზე თანხმდებია,სამაგიეროდ ქვეყნის პრეზიდენტი აიგნორებს წესიერ და პროფესიონალ ახალგაზრდა კაცს.ავი ქალი ხარ,სალომე,შენ,ავი და უსამართლო!

ქეთი
8

უკვე ჩამოგვიწერეს ვის რამდენი პროცენტი უნდა დაუწერონ?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, აღნიშნულ არჩევნებზე ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და გამოწვევები, სადამკვირვებლო მისიების როლი ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის - ეს ის თემებია, რომლებზეც გიორგი კალანდარიშვილმა ევროკავშირის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება იმ აქტივობებზეც გაამახვილა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს ჩართულ მხარეებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოსინჯოს ყველა ახალი პროცედურა ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით.

„რადგან 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობის თითქმის 90% ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს არჩევანს კენჭისყრის დღეს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საარჩევნო პროცესზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბატონ ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე იმ საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც ადმინისტრაცია ახლა დგას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება საარჩევნო პროცესზე, რადგან ევროპული არჩევნები და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი არის ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი, საითაც მივდივართ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა დღეს გაიმართა.