სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამტანჯეს, "ნაცი" ხარო, სინამდვილეში არ ვარ... რუსეთთან ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ შევწირე - სიყვარული" - რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე და რას ამბობს მეუღლესთან დაშორებაზე?
"დამტანჯეს, "ნაცი" ხარო, სინამდვილეში არ ვარ... რუსეთთან ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ შევწირე - სიყვარული" - რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე და რას ამბობს მეუღლესთან დაშორებაზე?

"პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ძა­ლი­ან ცუდი რამ მი­თხრეს, ისე­თი ცუდი სი­ტყვით მომ­მარ­თეს, თქვენ­თან ვერც გა­ვი­მე­ო­რებ, ხე­ლე­ბი ამი­კან­კალ­და, ძლივს მოვ­თო­კე თავი..." - ამის შე­სა­ხებ, ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტო­რი­დან დახ­სნილ­მა ნა­დიმ ხმა­ლა­ძემ მი­თხრა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, ნა­დიმ ხმა­ლა­ძე პო­ლი­ცი­ამ მა­შინ და­ა­კა­ვა, რო­დე­საც მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს ვი­წერ­დი. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მიზ­ნებ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა და ტე­ლე­ფო­ნის გა­თიშ­ვა უბ­რძა­ნა...

ბა­ტონ ნა­დიმს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ მე­გობ­რე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი. დღის ბო­ლოს კი ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში მი­აგ­ნეს. რის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, რა გა­დახ­და თავს ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში, ამ და კი­დევ ბევრ სხვა ამ­ბავს ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი თა­ვად გვი­ამ­ბობს:

ნა­დიმ ხმა­ლა­ძე:

- თქვენ რომ გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, თბი­ლი­სი გა­ლე­რე­ა­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. პო­ლი­ცია კი და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად წრე შე­მო­მარ­ტყეს და სა­ბუ­თე­ბი მომ­თხო­ვეს. ვუ­თხა­რი, რომ ჟურ­ნა­ლისტს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი და ტე­ლე­ფონს ვერ გავ­თი­შავ­დი. ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა უხე­შად მი­თხრა - გა­თი­შე ეგ ტე­ლე­ფო­ნიო. ვუ­თხა­რი - კარ­გი-მეთ­ქი და გავ­თი­შე. ისევ უხე­შად მი­თხრეს - სა­ბუ­თე­ბი მო­მე­ციო. მი­ვე­ცი, ჩა­ი­ხე­დეს და მკი­თხეს - ხუ­ლო­დან ხარო? - კი, აჭა­რე­ლი კაცი ვარ-მეთ­ქი. - მერე რა ჩემი ის გინ­და აქო? ჯერ გავ­შრი, გავ­ფით­რდი, მერე ავ­კან­კალ­დი. ჩემს თავს შე­მო­ვუ­ძა­ხე, არ აჰ­ყვე, ამა­თაც ეს უნდა-თქო და ისღა ვუ­თხა­რი, - მე ჩემს სამ­შობ­ლო­ში ვარ, იქ­ნებ რუ­სებს ჰკი­თხოთ, აქ რა უნ­დათ-თქო. ამ ამ­ბავ­მა 35 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი გა­მახ­სე­ნა. თბი­ლის­ში „გა­იშ­ნიკ­მა“ გა­მა­ჩე­რა და სა­ბუ­თებ­ში რომ ჩა­ი­ხე­და, მკი­თხა - თა­თა­რი ხარო? მა­შინ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ემო­ცი­ე­ბი ვერ მოვ­თო­კე და ის სამ­ხრე­ე­ბი ავაგ­ლი­ჯე. ჩვენ­თვის, აჭარ­ლე­ბის­თვის ეს ძა­ლი­ან მძი­მე სა­კი­თხია. ახ­ლაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ამის მოს­მე­ნა, მაგ­რამ მოვ­თო­კე თავი. ახლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რა არის?! მიც­ნო­ბენ, მაგ­რამ მე­კი­თხე­ბი­ან - ვინ ხარო? მერე მან­ქა­ნა­შიც მი­თხრეს - ყო­ველ­დღე გი­ყუ­რებ­თო. შე­იძ­ლე­ბა გუ­ლუბ­რყვი­ლო ვარ, მაგ­რამ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ უფ­რო­სის გარ­და ყვე­ლა ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო.

- ასე რის სა­ფუძ­ველ­ზე იფიქ­რეთ?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვიბ­რძვი. რაც ჩა­მო­სუ­ლი ვარ, პო­ლი­ცია კი არ მით­ვალ­თვა­ლებს, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით - დამ­დევს. არც კი ცდი­ლო­ბენ შე­ნიღბვას, ნაგ­ლად მი­მა­ნიშ­ნე­ბენ, რომ დამ­დე­ვენ. სხვა მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ვიბ­რძვი. არას­დროს არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, პი­რი­ქით, რაც თავი მახ­სოვს, სულ ვმუ­შა­ობ, ვშრო­მობ და ვცდი­ლობ, ჩემი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში პა­ტა­რა აგუ­რი დავ­დო. ესე­ნი კი სულ რა­ღა­ცას მე­და­ვე­ბი­ან, სა­სა­მარ­თლო­ში მი­ჩი­ვი­ან, მო­ვი­გებ საქ­მეს, ისევ მი­ჩი­ვი­ან, მო­ვი­გებ, ისევ მი­ჩი­ვი­ან... დამ­ტან­ჯეს! მე­უბ­ნე­ბი­ან, „ნაცი“ ხარო. სი­ნამ­დვი­ლე­ში არ „ნაცი“ ვარ, არც „ქოცი“ ვარ. ახლა ისე გა­მამ­წა­რეს, ყვე­ლა პრო­და­სავ­ლურ პარ­ტი­ას და­ვუ­ჭერ მხარს, ვინც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, სუ­ლერ­თია, „ლელო“ იქ­ნე­ბა ის, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, თუ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი. მთა­ვა­რია, რუ­სე­თის­კენ არ იყუ­რე­ბო­დეს. რუ­სეთ­თან ბრძო­ლას ბევ­რი რამ შევ­წი­რე, უფრო სწო­რად ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ - სიყ­ვა­რუ­ლი.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე დამ­შორ­და. 12 წლი­ა­ნი, რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და. მე მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი კაცი კი არა, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კო­სი ადა­მი­ა­ნიც ვარ. გა­მიბ­რაზ­და, მი­თხრა - ომში მოგ­კლა­ვენ, ბე­დის ანა­ბა­რა მი­პი­რებ და­ტო­ვე­ბა­სო.

- ახლა, რომ ჩა­მოხ­ვე­დით, არ შე­გი­რიგ­დათ?

- ის ახლა ამე­რი­კა­შია. ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი წა­ვი­და. ალ­ბათ იცით, რომ ზა­რი­ნით მო­წამ­ვლის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვამ ამე­რი­კა­ში გა­მიშ­ვა სამ­კურ­ნა­ლოდ. იქ ჩემი მე­უღ­ლეც ვი­ნა­ხუ­ლე, ვე­ცა­დე, რომ შე­მე­რი­გე­ბი­ნა. მან კი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­მა­ყე­ნა, ან იქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ან ბრძო­ლა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- რა­ტომ გა­ა­კე­თეთ არ­ჩე­ვა­ნი ბრძო­ლის სა­სარ­გებ­ლოდ?

- ად­ვი­ლი არ იყო არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, ერ­თთვი­ა­ნი ფიქ­რის მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ბრძო­ლა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო დღეს ძა­ლი­ან რთულ გზას გა­დის, ახლა ყვე­ლა ქარ­თველ­მა პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე რომ ვი­ფიქ­როთ, ყვე­ლა ერ­თად და­ვი­ღუ­პე­ბით. ჩვენს წი­ნაპ­რებს ძა­ლი­ან ხში­რად უწევ­დათ პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის დათ­მო­ბა. მა­თაც ჰყავ­დათ ოჯა­ხე­ბი, შვი­ლე­ბი, მა­თაც უყ­ვარ­დათ, ისი­ნიც ოც­ნე­ბობ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც შეს­წი­რეს თავი სამ­შობ­ლოს. იმი­ტო­მაც მო­ვე­დით აქამ­დე. მე ვინ ვარ, რომ პი­რა­დი სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა ვარ­ჩიო, ქვე­ყა­ნას?! შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რომ ერთი ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლი ვერ გა­და­წყვეტს ქვეყ­ნის ბედს, მაგ­რამ აბა დავ­ფიქ­რდეთ, ყვე­ლა ჩვენ­გან­მა რომ იფიქ­როს, ჩე­მით არა­ფე­რი წყდე­ბაო, რა გა­მო­ვა?! სწო­რე­დაც რომ ჩე­მით, თქვე­ნით, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის საქ­ცი­ე­ლით წყდე­ბა ქვეყ­ნის ბედი.

- რო­დემ­დე აპი­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნას?

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვიცი. სა­ერ­თოდ არ ვა­პი­რებ­დი აქ ჩა­მოს­ვლას. ორ­თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში ფრონ­ტის ხაზ­ზე დავ­ბრუნ­დი, ჯერ არა­ნა­ი­რად არ ვგეგ­მავ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას. გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა, რომ გა­ვი­გე რა­საც აპი­რებ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი იქ, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სულ ტყვი­ას სა­კუ­თა­რი მკერ­დით აჩე­რე­ბენ, იმი­სათ­ვის, რომ აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­მო­ვი­დეს რუსი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კი რას შვრე­ბა?! ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის დაღ­ვრი­ლი სის­ხლი არაფ­რად ჩა­აგ­დო, გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვე­ნი ნა­ფე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო მტრის­თვის ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. ერთ ღა­მე­ში გა­დავ­წყვი­ტეთ მე და გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა. ე.ი. ვარ­შა­ვი­დან 32 სა­ა­თი ვი­ა­რე, ვარ­შა­ვი­დან კი­ე­ვამ­დე. ჩა­ვე­დი და ერთ დღე­ში უკან წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ისევ 32 სა­ა­თი ვი­ა­რე კი­ე­ვი­დან ვარ­შა­ვა­ში, რომ მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვფრე­ნი­ლი­ყა­ვი. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და აქ აღარ დავ­ჭირ­დე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას, თვის ბო­ლოს ისევ უკან გავ­ბრუნ­დე­ბი. მე მხო­ლოდ ერთ აქ­ცი­ა­ზე მო­ვას­წა­რი დას­წრე­ბა, შვიდ მარტს, დი­ლით. იმ ღა­მით სას­წრა­ფომ გა­მიყ­ვა­ნა, მე ხომ ისე­დაც ზა­რი­ნით ვარ მო­წამ­ლუ­ლი, ახლა კი­დევ გაზი ჩა­ვი­სუნ­თქე და ისე ცუ­დად გავ­ხდი, ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი. მე­ო­რე დღეს რაც შე­მემ­თხვა, თქვენც იცით, თქვენ გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით და პო­ლი­ცი­ის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­მა­კა­ვეს. კი­დევ კარ­გი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­თოკ­ვა შევ­ძე­ლი და პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე ვერ წა­მო­მა­გეს, თო­რემ ახლა ალ­ბათ სხვა­გან, ცი­ხე­ში ვიქ­ნე­ბო­დი.

- დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში რო­გორ გექ­ცე­ოდ­ნენ?

- ძა­ლი­ან კარ­გად. სხვა­თა შო­რის, იქ ყვე­ლას კარ­გად ექ­ცე­ოდ­ნენ. მე პი­რა­დად ისე­თი გან­ცდა მქონ­და, რომ თვა­ლე­ბით მხარ­და­ჭე­რას მი­ცხა­დებ­დნენ. სა­უბ­რის და­სას­რულს ერთი რამ მინ­და აღ­ვნიშ­ნო. ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ისე და­ვუ­ახ­ლოვ­დით ერ­თმა­ნეთს, რომ მე­გობ­რე­ბად ვი­ქე­ცით. მო­რიგ აქ­ცი­ა­ზე რომ მი­ვი­დო­დით, სულ ნაც­ნო­ბე­ბი ვხდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო, ვე­ღა­რა­ვის ვცნობ­დი, სულ ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. ჩემს მე­გო­ბარს კი­დეც ვუ­თხა­რი, ნახე სულ ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, მოდი ხელი არ შე­ვუ­შა­ლოთ მეთ­ქი. ვუ­ყუ­რებ­დი ამ ულა­მა­ზეს გოგო-ბი­ჭებს და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. რო­გორც კი მიხ­ვდნენ ბავ­შვე­ბი, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ტამ­ბო­ვის­კენ მიგ­ვა­ქა­ნებ­და, მა­შინ­ვე ხმა ამო­ი­ღეს! წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო მათ, სიყ­ვა­რუ­ლით, სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­დავ­ცემ ეს­ტა­ფე­ტას!

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"დამტანჯეს, "ნაცი" ხარო, სინამდვილეში არ ვარ... რუსეთთან ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ შევწირე - სიყვარული" - რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე და რას ამბობს მეუღლესთან დაშორებაზე?

"დამტანჯეს, "ნაცი" ხარო, სინამდვილეში არ ვარ... რუსეთთან ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ შევწირე - სიყვარული" - რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე და რას ამბობს მეუღლესთან დაშორებაზე?

"პოლიციელებმა ძალიან ცუდი რამ მითხრეს, ისეთი ცუდი სიტყვით მომმართეს, თქვენთან ვერც გავიმეორებ, ხელები ამიკანკალდა, ძლივს მოვთოკე თავი..." - ამის შესახებ, ზაჰესის იზოლატორიდან დახსნილმა ნადიმ ხმალაძემ მითხრა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მასთან სატელეფონო ინტერვიუს ვიწერდი. მას საქართველოში ჩამოსვლის მიზნებსა და უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვესაუბრებოდი, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ტელეფონის გათიშვა უბრძანა...

ბატონ ნადიმს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ მეგობრები და ადვოკატები. დღის ბოლოს კი ზაჰესის იზოლატორში მიაგნეს. რის გამო დააპატიმრეს უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი, რა გადახდა თავს ზაჰესის იზოლატორში, ამ და კიდევ ბევრ სხვა ამბავს ქართველი მებრძოლი თავად გვიამბობს:

ნადიმ ხმალაძე:

- თქვენ რომ გელაპარაკებოდით, თბილისი გალერეადან ახალი გამოსული ვიყავი. პოლიცია კი დავინახე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. მოულოდნელად წრე შემომარტყეს და საბუთები მომთხოვეს. ვუთხარი, რომ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი და ტელეფონს ვერ გავთიშავდი. ერთმა პოლიციელმა უხეშად მითხრა - გათიშე ეგ ტელეფონიო. ვუთხარი - კარგი-მეთქი და გავთიშე. ისევ უხეშად მითხრეს - საბუთები მომეციო. მივეცი, ჩაიხედეს და მკითხეს - ხულოდან ხარო? - კი, აჭარელი კაცი ვარ-მეთქი. - მერე რა ჩემი ის გინდა აქო? ჯერ გავშრი, გავფითრდი, მერე ავკანკალდი. ჩემს თავს შემოვუძახე, არ აჰყვე, ამათაც ეს უნდა-თქო და ისღა ვუთხარი, - მე ჩემს სამშობლოში ვარ, იქნებ რუსებს ჰკითხოთ, აქ რა უნდათ-თქო. ამ ამბავმა 35 წლის წინანდელი ამბავი გამახსენა. თბილისში „გაიშნიკმა“ გამაჩერა და საბუთებში რომ ჩაიხედა, მკითხა - თათარი ხარო? მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ემოციები ვერ მოვთოკე და ის სამხრეები ავაგლიჯე. ჩვენთვის, აჭარლებისთვის ეს ძალიან მძიმე საკითხია. ახლაც ძალიან გამიჭირდა ამის მოსმენა, მაგრამ მოვთოკე თავი. ახლა ყველაზე მთავარი რა არის?! მიცნობენ, მაგრამ მეკითხებიან - ვინ ხარო? მერე მანქანაშიც მითხრეს - ყოველდღე გიყურებთო. შეიძლება გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მომეჩვენა, რომ უფროსის გარდა ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო.

- ასე რის საფუძველზე იფიქრეთ?

- ალბათ იმიტომ, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ვიბრძვი. რაც ჩამოსული ვარ, პოლიცია კი არ მითვალთვალებს, პირდაპირი მნიშვნელობით - დამდევს. არც კი ცდილობენ შენიღბვას, ნაგლად მიმანიშნებენ, რომ დამდევენ. სხვა მიზეზი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინაში ვიბრძვი. არასდროს არაფერი დამიშავებია, პირიქით, რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, ვშრომობ და ვცდილობ, ჩემი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში პატარა აგური დავდო. ესენი კი სულ რაღაცას მედავებიან, სასამართლოში მიჩივიან, მოვიგებ საქმეს, ისევ მიჩივიან, მოვიგებ, ისევ მიჩივიან... დამტანჯეს! მეუბნებიან, „ნაცი“ ხარო. სინამდვილეში არ „ნაცი“ ვარ, არც „ქოცი“ ვარ. ახლა ისე გამამწარეს, ყველა პროდასავლურ პარტიას დავუჭერ მხარს, ვინც „ქართული ოცნებას“ დაუპირისპირდება, სულერთია, „ლელო“ იქნება ის, „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ შალვა ნათელაშვილი. მთავარია, რუსეთისკენ არ იყურებოდეს. რუსეთთან ბრძოლას ბევრი რამ შევწირე, უფრო სწორად ყველაზე ძვირფასი რამ - სიყვარული.

- რას გულისხმობთ?

- იმის გამო, რომ უკრაინაში წავედი, ჩემი საყვარელი მეუღლე დამშორდა. 12 წლიანი, რომანტიკული ურთიერთობა დასრულდა. მე მხოლოდ ავტომატიანი კაცი კი არა, ძალიან რომანტიკოსი ადამიანიც ვარ. გამიბრაზდა, მითხრა - ომში მოგკლავენ, ბედის ანაბარა მიპირებ დატოვებასო.

- ახლა, რომ ჩამოხვედით, არ შეგირიგდათ?

- ის ახლა ამერიკაშია. ჩემზე გაბრაზებული წავიდა. ალბათ იცით, რომ ზარინით მოწამვლის შემდეგ, უკრაინის თავდაცვამ ამერიკაში გამიშვა სამკურნალოდ. იქ ჩემი მეუღლეც ვინახულე, ვეცადე, რომ შემერიგებინა. მან კი არჩევანის წინაშე დამაყენა, ან იქ უნდა დავრჩენილიყავი, ან ბრძოლა გამეგრძელებინა.

- რატომ გააკეთეთ არჩევანი ბრძოლის სასარგებლოდ?

- ადვილი არ იყო არჩევანის გაკეთება, ერთთვიანი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა. საქართველო დღეს ძალიან რთულ გზას გადის, ახლა ყველა ქართველმა პირად კეთილდღეობაზე რომ ვიფიქროთ, ყველა ერთად დავიღუპებით. ჩვენს წინაპრებს ძალიან ხშირად უწევდათ პირადი კეთილდღეობის დათმობა. მათაც ჰყავდათ ოჯახები, შვილები, მათაც უყვარდათ, ისინიც ოცნებობდნენ, მაგრამ მაინც შესწირეს თავი სამშობლოს. იმიტომაც მოვედით აქამდე. მე ვინ ვარ, რომ პირადი სიხარული, სიყვარული და ბედნიერება ვარჩიო, ქვეყანას?! შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ერთი ადამიანის საქციელი ვერ გადაწყვეტს ქვეყნის ბედს, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ყველა ჩვენგანმა რომ იფიქროს, ჩემით არაფერი წყდებაო, რა გამოვა?! სწორედაც რომ ჩემით, თქვენით, თითოეული ქართველის საქციელით წყდება ქვეყნის ბედი.

- როდემდე აპირებთ საქართველოში დარჩენას?

- სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. საერთოდ არ ვაპირებდი აქ ჩამოსვლას. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზზე დავბრუნდი, ჯერ არანაირად არ ვგეგმავდი საქართველოში ჩამოსვლას. გული კინაღამ გამისკდა, რომ გავიგე რასაც აპირებდა „ქართული ოცნება“. ჩვენი ბიჭები იქ, უკრაინაში, რუსულ ტყვიას საკუთარი მკერდით აჩერებენ, იმისათვის, რომ აქ, საქართველოში არ შემოვიდეს რუსი. „ქართული ოცნება“ კი რას შვრება?! ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლი არაფრად ჩააგდო, გადაწყვიტა, რომ ჩვენი ნაფერები საქართველო მტრისთვის ჩაებარებინა. ერთ ღამეში გადავწყვიტეთ მე და გიგა მაქარაშვილმა საქართველოში წამოსვლა. ე.ი. ვარშავიდან 32 საათი ვიარე, ვარშავიდან კიევამდე. ჩავედი და ერთ დღეში უკან წამოსვლა გადავწყვიტე. ისევ 32 საათი ვიარე კიევიდან ვარშავაში, რომ მერე საქართველოში გამოვფრენილიყავი. თუ ყველაფერი კარგად იქნება და აქ აღარ დავჭირდები ჩემს ქვეყანას, თვის ბოლოს ისევ უკან გავბრუნდები. მე მხოლოდ ერთ აქციაზე მოვასწარი დასწრება, შვიდ მარტს, დილით. იმ ღამით სასწრაფომ გამიყვანა, მე ხომ ისედაც ზარინით ვარ მოწამლული, ახლა კიდევ გაზი ჩავისუნთქე და ისე ცუდად გავხდი, ვეღარ ვსუნთქავდი. მეორე დღეს რაც შემემთხვა, თქვენც იცით, თქვენ გელაპარაკებოდით და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დამაკავეს. კიდევ კარგი, რომ საკუთარი თავის მოთოკვა შევძელი და პროვოკაციაზე ვერ წამომაგეს, თორემ ახლა ალბათ სხვაგან, ციხეში ვიქნებოდი.

- დროებითი დაკავების იზოლატორში როგორ გექცეოდნენ?

- ძალიან კარგად. სხვათა შორის, იქ ყველას კარგად ექცეოდნენ. მე პირადად ისეთი განცდა მქონდა, რომ თვალებით მხარდაჭერას მიცხადებდნენ. საუბრის დასასრულს ერთი რამ მინდა აღვნიშნო. ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, საქართველოში ხშირად ვმონაწილეობდი საპროტესტო აქციებში. დროთა განმავლობაში, აქციის მონაწილეები ისე დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ მეგობრებად ვიქეცით. მორიგ აქციაზე რომ მივიდოდით, სულ ნაცნობები ვხდებოდით ერთმანეთს. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო, ვეღარავის ვცნობდი, სულ ახალგაზრდები იყვნენ. ჩემს მეგობარს კიდეც ვუთხარი, ნახე სულ ახალგაზრდები არიან, მოდი ხელი არ შევუშალოთ მეთქი. ვუყურებდი ამ ულამაზეს გოგო-ბიჭებს და ბედნიერი ვიყავი. როგორც კი მიხვდნენ ბავშვები, რომ „ქართული ოცნება“ ტამბოვისკენ მიგვაქანებდა, მაშინვე ხმა ამოიღეს! წარმატება მინდა ვუსურვო მათ, სიყვარულით, სიხარულით და სიამოვნებით გადავცემ ესტაფეტას!

ავტორი: ხათუნა ბახტურიძე

ნახეთ ასევე: