პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ოცნებიდან", მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი გიცავთ" - ნინო ლომჯარია
"ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ოცნებიდან",  მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი გიცავთ" - ნინო ლომჯარია

ყო­ფი­ლი ომ­ბუდსმე­ნი, ნინო ლომ­ჯა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს მი­მარ­თავს.

"ჩემი დიდი პაპა, ბე­ბი­ის მამა, ხევ­სუ­რი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლა. ის მოკ­ლეს, თუმ­ცა, საფ­ლა­ვიც კი არ ვი­ცით მისი. ბე­ბი­ამ მხო­ლოდ მა­შინ გა­ამ­ხი­ლა ეს ამ­ბა­ვი შვი­ლებ­თან, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­ი­გო, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი გმი­რად გა­მო­ცხად­დაო. მე­გო­ნა ცუდი მამა მყავ­დაო, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აგენ­ტის, არამ­ზა­დის და ბან­დი­ტის შვილს მე­ძახ­დნე­ნო. დე­დას ცხენ­ზე თო­კით აბამ­დნენ და ისე მი­ყავ­დათ ყო­ველ დღე პო­ლი­ცი­ას და­სა­კი­თხად და ჩვენ შიშ­ვე­ლი ბავ­შვე­ბი უკან მივსდევ­დით ტი­რი­ლი­თო... მა­მის და­ტო­ვე­ბულ ბიბ­ლი­ო­თე­კას მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვწვავ­დით გათ­ბო­ბის მიზ­ნი­თო. ოჯახ­ში დიდ პა­პა­ზე და ქა­ქუ­ცა­ზე ჩურ­ჩუ­ლით სა­უბ­რობ­დნენ, ამი­ტომ ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით მას­ზე. ჰოდა, რა მინ­დო­და მეთ­ქვა, ჩემო ნაც­ნო­ბო დე­პუ­ტა­ტე­ბო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", ვინც მი­ე­ცით ხმა იმას, რომ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და ზო­გის­თვის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი აგენ­ტე­ბად და ქვეყ­ნის მტრე­ბად გა­მო­გე­ცხა­დე­ბი­ნათ და ამით ისი­ნი დევ­ნი­სა და ტე­რო­რის­თვის გა­წი­რეთ...ვინც მარ­ტო დარ­ჩით მთე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს პი­რის­პირ და მხო­ლოდ ლავ­რო­ვი, პეს­კო­ვი და მარ­გო სი­მო­ნი­ა­ნი გი­ცავთ...მინ­და იცო­დეთ, აღარ გე­ტყვით გა­მარ­ჯო­ბას, არას­დროს დავ­დგე­ბი იქ, სა­დაც იქ­ნე­ბით თქვენც, თუ სად­მე შემ­თხვე­ვით გნა­ხავთ, ძა­ლი­ან მშვი­დად გე­ტყვით, რა­საც ვფიქ­რობ თქვენ­ზე.

ასე­ვე, აღარ ვა­ღი­ა­რებ ღიად რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა "იმე­დი", "პოსტ ტვ", "ალტ ინფო" და სხვე­ბი მე­დი­ად, ყვე­ლა ვინც იქ მუ­შა­ობთ, იფიქ­რეთ იმა­ზე, რომ ხართ ან ინ­სტრუ­მენ­ტი, ან დე­კო­რა­ცია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც სა­კუ­თა­რი მხარ­და­ჭე­რა ღიად ირი­ბად, გა­უ­ბე­და­ვად, გა­ბე­დუ­ლად თუ პირ­და­პირ და­ა­ფიქ­სი­რა რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ! ყვე­ლას მოგ­წვდე­ბით და გე­ტყვით მად­ლო­ბას! არ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბით! " - წერს ლომ­ჯა­რია.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

ზოგი ასე უბერავს......

ლომჯარიას!
0

ბომბები, ბომბების ცვენა მხოლოდ შენსა და შენნაირების თავზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ოცნებიდან", მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი გიცავთ" - ნინო ლომჯარია

"ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ოცნებიდან",  მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი გიცავთ" - ნინო ლომჯარია

ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" მეშვეობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართავს.

"ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა, საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო. მეგონა ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო. დედას ცხენზე თოკით აბამდნენ და ისე მიყავდათ ყოველ დღე პოლიციას დასაკითხად და ჩვენ შიშველი ბავშვები უკან მივსდევდით ტირილითო... მამის დატოვებულ ბიბლიოთეკას მთელი ბავშვობა ვწვავდით გათბობის მიზნითო. ოჯახში დიდ პაპაზე და ქაქუცაზე ჩურჩულით საუბრობდნენ, ამიტომ ბევრი არაფერი ვიცით მასზე. ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ქართული ოცნებიდან", ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ...ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ...მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ, ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე.

ასევე, აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა "იმედი", "პოსტ ტვ", "ალტ ინფო" და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის.

მადლობა ყველას, ვინც საკუთარი მხარდაჭერა ღიად ირიბად, გაუბედავად, გაბედულად თუ პირდაპირ დააფიქსირა რუსული კანონის წინააღმდეგ! ყველას მოგწვდებით და გეტყვით მადლობას! არ დაგვავიწყდებით! " - წერს ლომჯარია.