კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შერონ სტოუნი ამბობს, რომ Basic Instinct-ის ცნობილი სცენის გამო, შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს - "ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა"
შერონ სტოუნი ამბობს, რომ Basic Instinct-ის ცნობილი სცენის გამო,  შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს - "ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა"

შე­რონ სტო­უნ­მა პოდ­კას­ტში “Table for Two” თქვა, რომ მას შვილ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვეს Basic Instinct-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის და ფილ­მი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი სცე­ნის გამო.

მსა­ხი­ო­ბის თქმით1992 წელს გა­და­ღე­ბულ­მა ფილ­მაა მის ცხოვ­რე­ბა­ში აურ­ზა­უ­რი გა­მო­იწ­ვია.

2004 წელს, რო­დე­საც შე­რონ სტო­უ­ნი ფილ ბრონშტე­ინს გა­შორ­და, მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვი­ტა, რომ მათ ვაჟ­ზე, რო­ან­ზე მე­ურ­ვე­ო­ბას მა­მას გა­დას­ცემ­და. წყვილ­მა ბი­ჭუ­ნა 2000 წელს იშ­ვი­ლა.

შე­რონ სტო­უნ­მა პოდ­კას­ტის წამ­ყვანს უთხრა, რომ მე­ურ­ვე­ო­ბა­ზე ბრძო­ლის პრო­ცეს­ში "ძი­რი­თად­მა ინ­სტინ­ქტმა" დიდი როლი ითა­მა­შა.

"ფილ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­ი­ტა­ნეს დას­კვნა იმა­ზე, თუ რო­გო­რი მშო­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ახლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში ზოგი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი ჩნდე­ბა, მე კი წა­მის მე­ა­სედ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­შიშ­ვლის გამო ბავ­შვზე მე­ურ­ვე­ო­ბა წა­მარ­თვეს. მე­ხუმ­რე­ბით?!" - თქვა შე­რონ სტო­უნ­მა.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ისე იმოქ­მე­და მას­ზე, რომ გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბით კლი­ნი­კა­შიც კი მოხ­ვდა. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს ისიც კარ­გად ახ­სოვს, რომ როცა "ოქ­როს გლო­ბუ­სის" ნო­მი­ნან­ტად და­ა­სა­ხე­ლეს, ამას მისი კო­ლე­გე­ბის­გან და­ცინ­ვა მოჰ­ყვა.

"სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რეს. ვინ­მეს წარ­მოდ­გე­ნა მა­ინც აქვს, რა რთუ­ლი იყო ამ სცე­ნის თა­მა­ში? თუ რო­გო­რი სტრე­სუ­ლი და სა­ში­ში იყო ჩემ­თვის? 9 თვე დას­ჭირ­დათ, რომ ამ ფილმში როლ­ზე და­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნე. ჩემ გარ­და კი­დევ 13 სხვა ადა­მი­ანს შეს­თა­ვა­ზეს. დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო.ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი ზო­გი­ერ­თმა კო­ლე­გამ დამ­ცი­ნა. მინ­დო­და დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი", - ამ­ბობს ვარ­სკვლა­ვი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sd
3

მოვლენა ქალი.. 

u
1

მაგარი ქალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

შერონ სტოუნი ამბობს, რომ Basic Instinct-ის ცნობილი სცენის გამო, შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს - "ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა"

შერონ სტოუნი ამბობს, რომ Basic Instinct-ის ცნობილი სცენის გამო,  შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს - "ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა"

შერონ სტოუნმა პოდკასტში “Table for Two” თქვა, რომ მას შვილზე მეურვეობის უფლება ჩამოართვეს Basic Instinct-ში შესრულებული როლის და ფილმიდან პოპულარული სცენის გამო.

მსახიობის თქმით1992 წელს გადაღებულმა ფილმაა მის ცხოვრებაში აურზაური გამოიწვია.

2004 წელს, როდესაც შერონ სტოუნი ფილ ბრონშტეინს გაშორდა, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მათ ვაჟზე, როანზე მეურვეობას მამას გადასცემდა. წყვილმა ბიჭუნა 2000 წელს იშვილა.

შერონ სტოუნმა პოდკასტის წამყვანს უთხრა, რომ მეურვეობაზე ბრძოლის პროცესში "ძირითადმა ინსტინქტმა" დიდი როლი ითამაშა.

"ფილმიდან გამომდინარე გამოიტანეს დასკვნა იმაზე, თუ როგორი მშობელი ვიყავი. ახლა სატელევიზიო შოუებში ზოგი ადამიანი სრულიად შიშველი ჩნდება, მე კი წამის მეასედში გამოჩენილი სიშიშვლის გამო ბავშვზე მეურვეობა წამართვეს. მეხუმრებით?!" - თქვა შერონ სტოუნმა.

მსახიობის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებამ ისე იმოქმედა მასზე, რომ გულის პრობლემებით კლინიკაშიც კი მოხვდა. ჰოლივუდის ვარსკვლავს ისიც კარგად ახსოვს, რომ როცა "ოქროს გლობუსის" ნომინანტად დაასახელეს, ამას მისი კოლეგებისგან დაცინვა მოჰყვა.

"საშინელება იყო. ძალიან დამამცირეს. ვინმეს წარმოდგენა მაინც აქვს, რა რთული იყო ამ სცენის თამაში? თუ როგორი სტრესული და საშიში იყო ჩემთვის? 9 თვე დასჭირდათ, რომ ამ ფილმში როლზე დავემტკიცებინე. ჩემ გარდა კიდევ 13 სხვა ადამიანს შესთავაზეს. დიდი კონკურენცია იყო.ფილმის გამოსვლის შემდეგ კი ზოგიერთმა კოლეგამ დამცინა. მინდოდა დავმალულიყავი", - ამბობს ვარსკვლავი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა