საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი "უცხოური აგენტების“ შესახებ სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა, - ასე ეხმაურება უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტში "უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
"ქართველები - თავისუფალი ერია. ისინი არ მოითმენენ დიქტატურას. ისინი არ მოითმენენ რუსულ გავლენას. ისინი გამოვიდნენ ქუჩებში და დემოკრატიის უფლებას იცავდნენ“, - წერს გონჩარენკო "ფეისბუქ“ გვერდზე.