ავტორი:

ვინ არის ერთადერთი დეპუტატი, ვინც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენისას დაუჭირა მხარი?

ვინ არის ერთადერთი დეპუტატი, ვინც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენისას დაუჭირა მხარი?

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

"ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

ერთადერთი დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი (დიტო) სამხარაძეა. ის განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩევა მუდამ და აქამდე თავი იმით დაგვამახსოვრა ყველაზე მეტად, რომ გასული წლის 3 ივლისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, "ქართული ოცნების" ოფისთან მისულ აქციის - "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს უშვერად აგინა. კადრებში ისმის გინება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის“ მისამართითაც.

იხილეთ ასევე: