პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე დე­პუ­ტატ­მა "ლე­ლო­დან" ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რე­ბი პრე­ზი­დენტს სთხო­ვენ პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვას.

რო­გორც ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში გულ­წრფე­ლია, მას მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი უნდა ჰქონ­დეს.

"მად­ლო­ბა თქვენ ბრძო­ლის­თვის, რომ­ლი­თაც ამ "რუ­სულ ოც­ნე­ბას“ აჩ­ვე­ნეთ, რომ არ და­ვიღ­ლე­ბით, არ დავ­ნებ­დე­ბით, სა­ნამ შინ, ევ­რო­პა­ში არ ვიქ­ნე­ბით. გუ­შინ, ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბით ბრძო­ლა მო­ვი­გეთ და მათ უკან და­ი­ხი­ეს, მაგ­რამ მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბის არ გვჯე­რა. მათ სა­ხე­ლი გა­ტე­ხი­ლი აქვთ.

ხალ­ხის ნება, ამ კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უნდა გა­ფორმ­დეს სა­მარ­თლებ­რი­ვად, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად. ჩვენ ვი­ცით პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბებ­ზე. მის პო­ზი­ცი­ას ვა­ფა­სებთ და ვთხოვთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, ამ კვი­რის და­სა­წყის­ში­ვე, მო­იწ­ვი­ოს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა და გა­ფორმ­დეს დო­კუ­მენ­ტი, რი­თაც ხალ­ხის მო­თხოვ­ნა აღ­სრულ­დე­ბა. თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში გულ­წრფე­ლია, მას ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი უნდა ჰქონ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ასე­ვე, მან ღირ­სე­უ­ლი შვი­ლე­ბის გაზ­რდის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლებს, რო­მელ­თა შვი­ლე­ბიც 7 და 8 მარტს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და­ა­კა­ვეს.

"ჩვენ არ ვი­ვი­წყებთ მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც არ შე­უ­შინ­დნენ არც წყლის ჭავლს, არც გაზს, არც ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბას. სა­ნამ ისი­ნი სახ­ლში უსაფრ­თხოდ არ იქ­ნე­ბი­ან, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პრო­ტესტს. მინ­და ამ გამ­ბე­და­ვი და ღირ­სე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლებს მად­ლო­ბა ვუ­თხრა, რომ მათ ღირ­სე­უ­ლი შვი­ლე­ბი გა­ზარ­დეს.

არ გავ­ჩერ­დე­ბით, არ და­ვიღ­ლე­ბით, სა­ნამ ამ ქვე­ყა­ნას არ ეყო­ლე­ბა არა რუ­სუ­ლი, არა­მედ ქარ­თუ­ლი ანუ ევ­რო­პუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ეყო­ლე­ბა. ყო­ველ­თვის, როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, იმ ევ­რო­პულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც შე­ვახ­სე­ნებთ, რომ კა­ნო­ნი ხალ­ხს ეკუთ­ვნის!“, - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მისი გა­მოს­ვლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 7 და 8 მარტს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მსაჯული
1

ეს იყო ოპოზიციის სრული ლუსტრაცია. კანონის მიღება აღარ არის საჭირო, მიღებამდე თავისი საქმე გააკეთა.

ავტორი:

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დეპუტატმა "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს სთხოვენ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

"მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ "რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ.

ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ "ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე, მან ღირსეული შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომელთა შვილებიც 7 და 8 მარტს საპროტესტო აქციებზე დააკავეს.

"ჩვენ არ ვივიწყებთ მებრძოლებს, რომლებიც არ შეუშინდნენ არც წყლის ჭავლს, არც გაზს, არც ცემასა და ძალადობას. სანამ ისინი სახლში უსაფრთხოდ არ იქნებიან, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს. მინდა ამ გამბედავი და ღირსეული ახალგაზრდების მშობლებს მადლობა ვუთხრა, რომ მათ ღირსეული შვილები გაზარდეს.

არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, სანამ ამ ქვეყანას არ ეყოლება არა რუსული, არამედ ქართული ანუ ევროპული ხელისუფლება არ ეყოლება. ყოველთვის, როცა საჭირო იქნება, იმ ევროპულ ხელისუფლებასაც შევახსენებთ, რომ კანონი ხალხს ეკუთვნის!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, მისი გამოსვლის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.