"არავინ დავიშლებით, ვიდრე დღესვე, აქციაზე დაკავებული ყველა მოქალაქე თავისუფალი არ იქნება - მეორე მოთხოვნაა, ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი სადაც რუსული პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მიხვალთ, ყველგან ნამდვილი ხალხის ძალა დაგხვდებათ:, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აქციაზე განაცხადა.
როგორც მან პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არცერთი დღე არ უნდა იყოს.
მისივე თქმით, აქციის ერთ-ერთი მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული 133 მოქალაქე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
"საქართველოს ამაყო მოქალაქეებო! გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით - "არა რუსულ კანონს!“ დღეს ხელისუფლებას მოუწია, ამ კანონზე უარი ეთქვა. ეს თქვენი პირველი გამარჯვებაა, მადლობა ამისთვის. ჩვენი 133 თანამოქალაქე აქციაზე მშვიდობიანად იდგა, ვიდრე მათ წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა არ გამოიყენეს. ისინი დღეს დაკავებულები არიან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული! არავინ დავიშლებით, ვიდრე დღესვე, ყველა მოქალაქე თავისუფალი არ იქნება. მეორე მოთხოვნაა, ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი. ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არცერთი დღე არ უნდა იყოს. მე ჩემს პირად მოთხოვნასაც დავამატებდი. "ხალხის ძალამ“ შეიცვალოს სახელი და დაირქვას "ხალხის სირცხვილი“. ხალხის ძალა ხართ თქვენ! ახლა გვეუბნებიან, რომ აპირებენ გაშალონ ფრონტი, იარონ საქართველოს მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, რომ რუსული კანონი კარგია. უკეთესი პროპაგანდა უნდა გვქონდესო. სადაც რუსული პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მიხვალთ, ყველგან ნამდვილი ხალხის ძალა დაგხვდებათ. თქვენ ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ.
ჩვენ, ქართველი მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რომელზეც ევროპული ერთობა დგას. ჩვენ ევროპაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ.
წარმატება! გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მოთხოვნების გამოცხადებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლა.
ხაბე ობერშტურმბანფიურერია და ეს არის შტურმფრეილაინი! ეგარი ! საქმე კი იმაშია, რომ ეს რევოლუციურად აღტყინებული პროლენინური კლანი , პარტია კი დაარქვეს და ცხრაგზის გაიყვნენ და არ დაიშალნენ, არამედ გაიშალნენ, ენმ თავად არის რუსული, ეს კგბ-ს პროექტია , სააკაშვილი კგბშნიკია, ბიძამისიც, პაპამისიც ჩეკისტი იყო დედამისიც იქიდანაა! თუ პუტინთან გართულება მართლა ქონდა მიშას, მხოლოდ წილისათვის , ვერ გაიყვეს , ზოგადად კგბ სიკვდილამდეა და მკვლელი ყოველთვის კგბშნიკია, ეგენი ერთმანეთს კლავენ , აბა სად ნახეთ რიგითი პარტიული კგბშნიკს კლავდეს ?! ვინ მოგაკვლევინებს კგბშნკს, ძალიანაც რომ გძულდეს ? ჩეკისტებს სოლოლაკი სამჯერ აქვთ გადახვრეტილი-მწერლებზე მეტი ჩეკისტი დახოცეს ჩეკისტებმა ! ესენი არ არიან ერთმანეთის მტრები ? ვინა და ნაცები, რა უქნეს ვაშაძეს, ოთხში ამოიყვანენ !
ესენი ბავშვები აღარ არიან,ჩამოყალიბებული ხალხია და სამწუხაროდ უბიცონის წარმომადგენლები! ვინ დგას მათ გვერდით,ვინ იყო აქციებზე მთავარი გამომსვლელები - ნაცი და სანაცეთი დანაყოფები! მოაშორეთ ნაცების გუნდრუკის მკმეველი ჩაკვეტაძე და მისი რაზმი! ვის ატყუებთ ხალხო,ვის აბოლებთ თქვენი ჭკუით! არ გაბედოთ ზედმეტები,აღარ გაბედოთ ხალხის შეურაცყოფა თორემ დაინახავთ ძალას,ვინც ამ ყველაფერ სიცრუეს ეწინააღმდეგება!