"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აქციაზე უცნობი ადამიანი თავს დაესხა.
როგორც ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას თან ჰქონდა გარკვეული და და აპირებდა მისთვის დაზიანების მიყენებას.
"თავს დამესხა ფიზიკურად, ჭიდაობის დროს კი ეს ნივთი ამოუვარდა. აი რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და სუს-ის "ნასედკას", თუ ჰგონიათ, რომ აქ ხალხი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის დგას, ძალიან ცდებიან, აქ ხალხი ევროპული მომავლისთვის დგას. ეს ორი დღეა სუს- ი ცდილობს პროვოკაციებს. მოვიდა მკითხა ირაკლი ნადირაძე ხარო? ვუთხარი რომ მე ვარ, თავს დამესხა, ალბათ, უნდოდა ამ იარაღის გამოყენებაც", - განაცხადა ნადირაძემ.