სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გმირის შვილი ვარ" - ვინ არის 14 წლის მოზარდი აქციიდან, რომლის დაკავების კადრებიც გავრცელდა: საბას მამა აგვისტოს ომში ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა
"გმირის შვილი ვარ" - ვინ არის 14 წლის მოზარდი აქციიდან, რომლის დაკავების კადრებიც გავრცელდა: საბას მამა აგვისტოს ომში ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 8 მარტს პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ნახა კად­რე­ბი, რო­გორ აკა­ვებ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­ზარდს, ის კი ამ­ბობ­და, რომ გმი­რის შვი­ლია. რო­გორც გა­ირ­კვა, სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა როცა გა­ი­გეს, რომ ის არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, მისი და­კა­ვე­ბა გა­და­ი­ფიქ­რეს.

  • რო­გორც გა­ირ­კვა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე მო­ზარ­დი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გმი­რის, თა­მაზ ნი­კი­ტი­ნის 14 წლის შვი­ლი, საბა ნი­კი­ტი­ნია. მისი მამა 26 წლის იყო როცა რუს ოკუ­პან­ტებ­თან ომში და­ი­ღუ­პა. საბა კი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

ამ ორი­ო­დე დღის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც "მთა­ვარ­მა“ მო­ამ­ზა­და, საბა ნი­კი­ტი­ნი თა­ვის თა­ნა­ტოლ, 2008 წლის ომს შე­წი­რუ­ლი გმი­რე­ბის შვი­ლებ­თან ერ­თად სა­უბ­რობს.

"მე ვარ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რის თა­მაზ ნი­კი­ტი­ნის შვი­ლი, საბა ნი­კი­ტი­ნი. მე ვგმობ რუ­სეთს, მა­მა­ჩემს რუ­სე­თის­თვის არ უბ­რძო­ლია. მა­მა­ჩე­მი ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს შე­ე­წი­რა. ძირს რუ­სე­თი, მე ვირ­ჩევ ევ­რო­პას“, - ამ­ბობს საბა.

"დედა ომში წა­სულ შვილს შე­ეხ­მი­ა­ნა. შვი­ლი მა­ლავ­და, რომ ცხინ­ვალ­ში იბ­რძო­და, დე­დას მო­ეს­მა აფეთ­ქე­ბის ხმა და "ვა­ი­მე დედა“... კავ­ში­რი გა­წყდა... 26 წლის ვაჟ­კა­ცი გმი­რუ­ლად და­ე­ცა სამ­შობ­ლოს მი­წა­ზე.

თა­მა­ზის უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი ნი­კი­ტი­ნი და­ი­ბა­და 2004 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს. მო­უთ­მენ­ლად ელო­და მე­ო­რე შვილს, საბა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, შობა ღა­მით.

თა­მაზ ნი­კი­ტი­ნი 1982 წელს და­ი­ბა­და ქუ­თა­ის­ში. მშობ­ლე­ბის­თვის მე­ო­რე ვაჟი იყო.

ნელი მჭედ­ლი­ძე, დედა: "თა­ვი­სე­ბუ­რი ბავ­შვი იყო. სულ სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბო­და, სულ რა­ღა­ცის მოს­წრე­ბა­ზე იყო, ხში­რად მით­ქვამს, დამ­შვიდ­დი, გა­ა­ა­ნა­ლი­ზე და ისე მო­ი­ქე­ცი-მეთ­ქი, მაგ­რამ წა­მებ­ში რე­ა­გი­რებ­და ყვე­ლა­ფერ­ზე. ძა­ლი­ან სულსწრა­ფი იყო“.

ძმებ­მა ერ­თად მო­ი­ა­რეს ბაღი, სკო­ლა, სამ­ხედ­რო ლი­ცე­უ­მი, ჯარი...

ძმე­ბი სა­სა­ზღვრო ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. ჯა­რის­კა­ცუ­რი შე­მარ­თე­ბა გე­ნებ­ში ჰქონ­დათ- ბი­ჭე­ბის ბა­ბუა თეთ­რგვარ­დი­ე­ლი იყო, წით­ლებ­მა დახ­ვრი­ტეს...

დედა: "იმ­დე­ნად კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­დათ, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლოს სა­ნამ მო­იხ­დიდ­ნენ, შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, აკა­დე­მი­ა­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ სწავ­ლა. მა­შინ დიდი თან­ხე­ბი იყო სა­ჭი­რო, სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და, სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­შინ ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძე იყო, მან გვი­თხრა, რომ თუ ნა­ხე­ვარს გა­და­ვიხ­დი­დით, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის ნა­ხე­ვარს დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­და­უხ­დი­და, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და, ობ­ლე­ბი იყ­ვნენ, მამა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლათ. შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ 4 წელი უნდა ეს­წავ­ლათ, შემ­დეგ კი­დევ 4 წელი უკ­რა­ი­ნა­ში ემ­სა­ხუ­რათ, ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო...“

ბი­ჭებ­მა ჯა­რის მოვ­ლის მერე კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მეს სამ­შობ­ლოს­თან.

დედა: " 8 წე­ლი­წა­დი ორი­ვე ძმას სამ­ხედ­რო ფორ­მა ეცვა, პირ­ნათ­ლად ემ­სა­ხურ­ნენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას. ბო­ლოს, 2-3 წელი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მსა­ხუ­რობ­დნენ, მა­ნამ­დე სა­ზღვრებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი წვრთნა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს. ამე­რი­კელ ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან ნიძ­ლა­ვიც აქვს მო­გე­ბუ­ლი: თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სის­ტე­მის ია­რაღს ცნობ­და, თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი წა­მებ­ში შლი­და და აწყობ­და ია­რაღს...“

პირ­ველ კონ­ტრაქტს, მე­ო­რე მოჰ­ყვა, მე­ო­რეს მე­სა­მე... ბოლო კონ­ტრაქ­ტი - სამ­შობ­ლოს­თან 2008 წლის აპ­რილ­ში დადო... მე­ო­რე ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და, მე­ტყვი­ამფრქვე­ვე იყო...

თა­მაზ ნი­კი­ტი­ნი 23 წლის იყო რომ და­ო­ჯახ­და – მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე თა­ვის ძმის ქორ­წილ­ში გა­იც­ნო და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცო­ლა­დაც შე­ირ­თო. ძა­ლი­ან უნ­დო­და მე­ო­რე შვი­ლი, მო­უთ­მენ­ლად ელო­და, საბა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და, შობა ღა­მით...

დედა: "ომამ­დე ორი კვი­რით ადრე, თით­ქმის მთე­ლი ბრი­გა­და შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­უშ­ვეს. 8 წლის მან­ძილ­ზე ორი­ვე ბიჭი ერ­თად სახ­ლში არ მი­ნა­ხავს, მიკ­ვირ­და, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ახა­ლი წესი შე­მო­ი­ღეს, არა­ფე­რი­აო. ბოლო ერთ კვი­რა­ში მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო შე­მო­ი­ა­რა, ყვე­ლას და­ემ­შვი­დო­ბა, წას­ვლის წინა დღეს, ზღვა­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნა, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე დაგ­ვსხა და სა­ა­თო­ბით გვი­ყუ­რებ­და. რომ ვკი­თხე, რა­ტომ იქ­ცე­ვი, შვი­ლო, ასე მეთ­ქი, არა, ისე გი­ყუ­რე­ბო. მე­ო­რე ბიჭი მა­ნამ­დე წა­იყ­ვა­ნეს კო­დორ­ში და ძმა­ზე დარ­დობ­და... ბო­ლოს ღა­მის 3 სა­ათ­ზე მო­ვი­და ჩემ­თან, გა­და­მეხ­ვია, თით­ქოს აუც­რემ­ლი­ან­და თვა­ლე­ბი, ბი­ჭე­ბი მე­ლო­დე­ბი­ან მან­ქა­ნა­ში, გა­მო­მი­ძა­ხეს, მივ­დი­ვარ და აბა, შენ იციო. 5 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ი­სას წა­ვი­და... ხში­რად ვუ­რე­კავ­დი... მიბ­რაზ­დე­ბო­და, რო­მე­ლი იქ­ცე­ვა შენ­სა­ვით, ნუ რე­კა­ვო... 8 აგ­ვის­ტოს, დღის 1 სა­ათ­ზე და­ვუ­რე­კე, კარ­გად ვარ, ბა­ზა­ზე ვარ, ცხინ­ვალ­ში არ ვარო... ამ დროს აფეთ­ქე­ბის ხმა მო­მეს­მა, რა­საც "ვაი, დედა~ მოჰ­ყვა და გა­წყდა სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი... მივ­ხვდი, რომ კარ­გი ამ­ბა­ვი არ იყო ჩვენს თავს. სამი დღის ძებ­ნის მერე მი­ვა­გე­ნი გორ­ში... შავ­ნა­ბა­დას სპეც­რაზ­მე­ლებს უცვნი­ათ და არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ... "ნი­კი­ტას" ეძახ­დნენ თურ­მე ბი­ჭე­ბი... ოზურ­გეთ­ში დავ­კრძა­ლეთ, მა­მა­ჩე­მის გვერ­დით. ომამ­დე ჩემი დის­თვის უთ­ქვამს, რამე რომ მოხ­დეს, ბა­ბუ­ას გვერ­დით და­მა­საფ­ლა­ვე­თო... კარ­გი მე­უღ­ლე ჰყავ­და, სი­ცო­ცხლის მეტი არა­ფე­რი აკ­ლდა. ერ­თა­დერ­თი, შვილ­ზე ოც­ნე­ბობ­და, იცო­და, რომ ფიქ­რია ორ­სუ­ლად იყო... ბავ­შვმა მარ­ტო სუ­რა­თე­ბით იცის მამა. საფ­ლავ­ზეც ხში­რად დაგ­ვყავს... დღემ­დე ვერ ვე­გუ­ე­ბი უმი­სო­ბას, დღემ­დე ვე­ლო­დე­ბი... ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა 8 აგ­ვის­ტოს დამ­თავ­რდა... მას მერე ჩემს სახ­ლში აღარც ახა­ლი წე­ლია, აღარც არ­სად დავ­დი­ვართ, არც სტუმ­რე­ბი მო­დი­ან... მკვდრად არც ვიხ­სე­ნი­ებ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ყველ­გან ჩემ­თან ერ­თა­დაა."

მას 2008 წელს მე­და­ლი მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის მი­ა­ნი­ჭეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
moqalaqe
0

არც ისეთი პატარაა, ვერ მიხვდეს რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა ცოცხალ ადამიანზე და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობა და მკვლელობის მცდელობაა! ... და არავითარი გმირის შვილობა არ ამართლებს ამ საქციელს...

,&
3

პატარა გმირის შვილი კაცი. შენ გაიხარე შვილო ამ ქვეყნად . ბოტები და ტროლები გეხვევიან შენი მართალი გულის გამო. საქართველოს მტრები ეს არარაობები ობოლ ბავშვს დაეხვიეთ თქვე ასმაგად უარესო ყორღანაშვილებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გმირის შვილი ვარ" - ვინ არის 14 წლის მოზარდი აქციიდან, რომლის დაკავების კადრებიც გავრცელდა: საბას მამა აგვისტოს ომში ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა

"გმირის შვილი ვარ" - ვინ არის 14 წლის მოზარდი აქციიდან, რომლის დაკავების კადრებიც გავრცელდა: საბას მამა აგვისტოს ომში ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა

საზოგადოებამ 8 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნახა კადრები, როგორ აკავებდნენ სამართალდამცავები მოზარდს, ის კი ამბობდა, რომ გმირის შვილია. როგორც გაირკვა, სამართალდაცველებმა როცა გაიგეს, რომ ის არასრულწლოვანი იყო, მისი დაკავება გადაიფიქრეს.

  • როგორც გაირკვა, აქციის მონაწილე მოზარდი 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის 14 წლის შვილი, საბა ნიკიტინია. მისი მამა 26 წლის იყო როცა რუს ოკუპანტებთან ომში დაიღუპა. საბა კი მამის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა.

ამ ორიოდე დღის გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "მთავარმა“ მოამზადა, საბა ნიკიტინი თავის თანატოლ, 2008 წლის ომს შეწირული გმირების შვილებთან ერთად საუბრობს.

"მე ვარ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის თამაზ ნიკიტინის შვილი, საბა ნიკიტინი. მე ვგმობ რუსეთს, მამაჩემს რუსეთისთვის არ უბრძოლია. მამაჩემი ჩვენს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს შეეწირა. ძირს რუსეთი, მე ვირჩევ ევროპას“, - ამბობს საბა.

"დედა ომში წასულ შვილს შეეხმიანა. შვილი მალავდა, რომ ცხინვალში იბრძოდა, დედას მოესმა აფეთქების ხმა და "ვაიმე დედა“... კავშირი გაწყდა... 26 წლის ვაჟკაცი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.

თამაზის უფროსი შვილი გიორგი ნიკიტინი დაიბადა 2004 წლის 12 ოქტომბერს. მოუთმენლად ელოდა მეორე შვილს, საბა მისი გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, შობა ღამით.

თამაზ ნიკიტინი 1982 წელს დაიბადა ქუთაისში. მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო.

ნელი მჭედლიძე, დედა: "თავისებური ბავშვი იყო. სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებაზე იყო, ხშირად მითქვამს, დამშვიდდი, გააანალიზე და ისე მოიქეცი-მეთქი, მაგრამ წამებში რეაგირებდა ყველაფერზე. ძალიან სულსწრაფი იყო“.

ძმებმა ერთად მოიარეს ბაღი, სკოლა, სამხედრო ლიცეუმი, ჯარი...

ძმები სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ- ბიჭების ბაბუა თეთრგვარდიელი იყო, წითლებმა დახვრიტეს...

დედა: "იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდათ, რომ სავალდებულოს სანამ მოიხდიდნენ, შემოგვთავაზეს, აკადემიაში გაეგრძელებინათ სწავლა. მაშინ დიდი თანხები იყო საჭირო, საშუალება არ გვქონდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მაშინ ვალერი ჩხეიძე იყო, მან გვითხრა, რომ თუ ნახევარს გადავიხდიდით, სწავლის საფასურის ნახევარს დეპარტამენტი გადაუხდიდა, მაგრამ ამის საშუალებაც არ გვქონდა, ობლები იყვნენ, მამა ადრე გარდაეცვალათ. შემდეგ უკრაინაში გაგზავნა შემომთავაზეს, მაგრამ 4 წელი უნდა ესწავლათ, შემდეგ კიდევ 4 წელი უკრაინაში ემსახურათ, ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო...“

ბიჭებმა ჯარის მოვლის მერე კონტრაქტი გააფორმეს სამშობლოსთან.

დედა: " 8 წელიწადი ორივე ძმას სამხედრო ფორმა ეცვა, პირნათლად ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას. ბოლოს, 2-3 წელი, თავდაცვის სამინისტროში მსახურობდნენ, მანამდე საზღვრებზე მუშაობდნენ. პირველი ამერიკული წვრთნა წარმატებით გაიარეს. ამერიკელ ინსტრუქტორებთან ნიძლავიც აქვს მოგებული: თვალებახვეული ნებისმიერი სისტემის იარაღს ცნობდა, თვალებახვეული წამებში შლიდა და აწყობდა იარაღს...“

პირველ კონტრაქტს, მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ბოლო კონტრაქტი - სამშობლოსთან 2008 წლის აპრილში დადო... მეორე ბრიგადაში მსახურობდა, მეტყვიამფრქვევე იყო...

თამაზ ნიკიტინი 23 წლის იყო რომ დაოჯახდა – მომავალი მეუღლე თავის ძმის ქორწილში გაიცნო და რამდენიმე დღეში ცოლადაც შეირთო. ძალიან უნდოდა მეორე შვილი, მოუთმენლად ელოდა, საბა მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, შობა ღამით...

დედა: "ომამდე ორი კვირით ადრე, თითქმის მთელი ბრიგადა შვებულებაში გამოუშვეს. 8 წლის მანძილზე ორივე ბიჭი ერთად სახლში არ მინახავს, მიკვირდა, მეუბნებოდნენ ახალი წესი შემოიღეს, არაფერიაო. ბოლო ერთ კვირაში მთელი სანათესავო შემოიარა, ყველას დაემშვიდობა, წასვლის წინა დღეს, ზღვაზე წაგვიყვანა, პატარა ბავშვებივით ატრაქციონებზე დაგვსხა და საათობით გვიყურებდა. რომ ვკითხე, რატომ იქცევი, შვილო, ასე მეთქი, არა, ისე გიყურებო. მეორე ბიჭი მანამდე წაიყვანეს კოდორში და ძმაზე დარდობდა... ბოლოს ღამის 3 საათზე მოვიდა ჩემთან, გადამეხვია, თითქოს აუცრემლიანდა თვალები, ბიჭები მელოდებიან მანქანაში, გამომიძახეს, მივდივარ და აბა, შენ იციო. 5 აგვისტოს გამთენიისას წავიდა... ხშირად ვურეკავდი... მიბრაზდებოდა, რომელი იქცევა შენსავით, ნუ რეკავო... 8 აგვისტოს, დღის 1 საათზე დავურეკე, კარგად ვარ, ბაზაზე ვარ, ცხინვალში არ ვარო... ამ დროს აფეთქების ხმა მომესმა, რასაც `ვაი, დედა~ მოჰყვა და გაწყდა სატელეფონო კავშირი... მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ იყო ჩვენს თავს. სამი დღის ძებნის მერე მივაგენი გორში... შავნაბადას სპეცრაზმელებს უცვნიათ და არ დაუტოვებიათ... "ნიკიტას" ეძახდნენ თურმე ბიჭები... ოზურგეთში დავკრძალეთ, მამაჩემის გვერდით. ომამდე ჩემი დისთვის უთქვამს, რამე რომ მოხდეს, ბაბუას გვერდით დამასაფლავეთო... კარგი მეუღლე ჰყავდა, სიცოცხლის მეტი არაფერი აკლდა. ერთადერთი, შვილზე ოცნებობდა, იცოდა, რომ ფიქრია ორსულად იყო... ბავშვმა მარტო სურათებით იცის მამა. საფლავზეც ხშირად დაგვყავს... დღემდე ვერ ვეგუები უმისობას, დღემდე ველოდები... ჩემთვის ცხოვრება 8 აგვისტოს დამთავრდა... მას მერე ჩემს სახლში აღარც ახალი წელია, აღარც არსად დავდივართ, არც სტუმრები მოდიან... მკვდრად არც ვიხსენიებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველგან ჩემთან ერთადაა."

მას 2008 წელს მედალი მხედრული მამაცობისთვის მიანიჭეს.