სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პარტიები ამაში უნდა ჩაერიონ" - ხათუნა სამნიძე
"ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პარტიები ამაში უნდა ჩაერიონ" -  ხათუნა სამნიძე

ახალ­გაზ­რდე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია გა­აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა პრო­ტესტს, არ ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ამ პრო­ცეს­ში უნდა ჩა­ე­რი­ონ - ახლა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ პრო­ცე­დუ­რუ­ლად მი­ვიყ­ვა­ნოთ ეს პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე. ამას სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით ის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, "ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ "ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­იწ­ვი­ონ მათ მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი“.

"ეს პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც წინ აღუდ­გნენ იმას, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბით გვე­ცხოვ­რა. მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრათ თი­თო­ე­ულ ამ ადა­მი­ანს და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, რომ­ლებ­მაც უკან არ და­ი­ხი­ეს, რომ ყვე­ლა ჯერ­ზე შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, რომ ისი­ნი ელო­დე­ბი­ან ჩვენ ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ ოჯახ­ში, ამას კი ხელს შე­უშ­ლი­და ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის კა­ნო­ნად ქცე­ვა. სწო­რია, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს და­ი­ნა­ხა. მი­უ­ხე­და­ვად დაგ­ვი­ა­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­იწ­ვია კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკან. ეს არის იმის შე­დე­გი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ჯე­რეს - ბრძო­ლას აქვს აზრი.

აქ­ცი­ე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან. არ იყო ეს პარ­ტი­უ­ლი. ამი­ტომ იყო შე­დე­გი, გულ­წრფე­ლი იყო, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სწო­რი მო­თხოვ­ნით. ახალ­გაზ­რდე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია გა­აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა პრო­ტესტს, არ ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ამ პრო­ცეს­ში უნდა ჩა­ე­რი­ონ. გა­მარ­ჯვე­ბაა ის, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკან გა­იწ­ვი­ეს, ახლა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ პრო­ცე­დუ­რუ­ლად მი­ვიყ­ვა­ნოთ ეს პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე. ამას სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნავს სამ­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

შენი აშენებულია თბილისი?! რას ანგრევინებ ამ ვანდალებს?! მე პასუხს მოგთხოვდი შენც და შენ ბრტყელბრტყელად მოსაუბრე დაქალებს, რა აუტანლები ხართ რომ იცოდეთ, ქალები მნგრეველები!!!

კაია
3

ერთი დადებითი მოვლენა და მნიშვნრლოვანი ის იყო,რომ ყველანი გაიშიფრეთ, თქვენც და თქვენი ე.წ. მხარდამჭერები შიგნითაც და გარეთაც, ვის რა ამოძრავებს, დაინახა ყველამ, ქუჩაში რაც მოხდა, მაგას ხო თქვენ და თქვენმა დაქალებმა პარლამენტშივე აუნთეთ მწვანე შუქი უფრო მეტიც, მაგალითი აჩვენეთ.მე კი ყველას გასაგონად ვიტყვი: აი, როგორი არ უნდა იყოს ქალი და პარლამენტარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პარტიები ამაში უნდა ჩაერიონ" - ხათუნა სამნიძე

"ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პარტიები ამაში უნდა ჩაერიონ" -  ხათუნა სამნიძე

ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უნდა ჩაერიონ - ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცედურულად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე. ამას საპარლამენტო მუშაობა სჭირდება, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის, "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომ "ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

"ეს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა, რომლებიც წინ აღუდგნენ იმას, რომ ამ ქვეყანაში რუსული კანონებით გვეცხოვრა. მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ ამ ადამიანს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც უკან არ დაიხიეს, რომ ყველა ჯერზე შეეხსენებინათ "ქართული ოცნებისთვის“, რომ ისინი ელოდებიან ჩვენ ქვეყანას ევროპულ ოჯახში, ამას კი ხელს შეუშლიდა ამ კანონპროექტის კანონად ქცევა. სწორია, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ეს დაინახა. მიუხედავად დაგვიანებისა და მოქალაქეებთან დაპირისპირებისა, მიიღო გადაწყვეტილება და გაიწვია კანონპროექტი უკან. ეს არის იმის შედეგი, რომ ადამიანებმა დაიჯერეს - ბრძოლას აქვს აზრი.

აქციები ახალგაზრდების ორგანიზებული იყო, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არ იყო ეს პარტიული. ამიტომ იყო შედეგი, გულწრფელი იყო, თვითორგანიზებული სწორი მოთხოვნით. ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უნდა ჩაერიონ. გამარჯვებაა ის, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს, ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცედურულად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე. ამას საპარლამენტო მუშაობა სჭირდება“,- აღნიშნავს სამნიძე.