პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ... რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, სიხარული, შიში, სიბრაზე" - რას წერს ნიკა ქავთარაძე
"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ... რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, სიხარული, შიში, სიბრაზე" - რას წერს ნიკა ქავთარაძე

მსა­ხი­ო­ბი, იუ­მო­რის­ტი ნიკა ქავ­თა­რა­ძე წერს შვილ­ზე, რო­მე­ლიც აპ­რო­ტეს­ტებს ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, წერს ახალ თა­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში.

"დი­ლის 4-ის­კენ მი­პა­სუ­ხა სან­დრომ - რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე დას­მულ კი­თხვა­ზე, სად ხარ-თქო. დი­ლით ადრე ვნა­ხე ეს პა­სუ­ხი. რამ­დე­ნი რამე ვიგ­რძე­ნი ერ­თად, ვერ გე­ტყვით სი­ხა­რუ­ლი, შიში, სიბ­რა­ზე.

პირ­ვე­ლი რაც ვქე­ნი, ვცა­დე და­კავ­ში­რე­ბა და ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი. მე­ო­რე რაც ვქე­ნი, მე­გობ­რებს მივ­წე­რე, სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა და­მაგ­ვი­ან­დეს-თქო. ახლა კიდე ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მეტს ფიქ­რო­ბენ ჩვენს მო­მა­ვალ­ზე, ვიდ­რე ჩვე­ნი თა­ო­ბა. რად­გან მათ იცი­ან, რომ ყვე­ლა­ფერს და­კარ­გა­ვენ, თუ ახლა არ იბ­რძო­ლე­ბენ. რად­გან არა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა არ უნ­დათ, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში შე­უშ­ლით ხელს.

ჩვენ კი მა­ინც გაგ­ვა­ფუ­ჭა ცხოვ­რე­ბამ, შეგ­ვა­გუა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა თვა­ლი და­ხუ­ჭო, რომ გა­დარ­ჩე და გაძ­ვრე. თუმ­ცა ახლა, როცა უკვე იმ ასაკ­ში ვართ, როცა შვი­ლე­ბი იცა­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მხო­ლოდ მო­ნებს რჩე­ბათ უფ­ლე­ბა იყ­ვნენ ჩუ­მად. რად­გან თუ ქვე­ყა­ნა დავ­კარ­გეთ და მი­ვე­ცით რუ­სეთს, დავ­კარ­გავთ შვი­ლებ­საც, სტა­ტუ­სებ­საც, სამ­სა­ხუ­რებ­საც და ყვე­ლა­ფერს, რა­საც ახლა ვე­ფო­ფი­ნე­ბით", - წერს ნიკა ქავ­თა­რა­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თბი­ლის­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 7 მარტს და­უ­ჭი­რა მხა­რი.

8 მარტს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ახ­მო­ვა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის შე­სა­ხებ.

სპეც­რაზმმა ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, წინა დღის მსგავ­სად, არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა. პო­ლი­ცია აკა­ვებ­და დე­მონ­სტრან­ტებს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
17

ნიკა, იმ შენს იმერეთში დავრჩენილიყავი,კაცი გერქმეოდა!

ნინელი
17

რაც მამაა შვილიც ისეთი იმერლები მაინც არ იყოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ... რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, სიხარული, შიში, სიბრაზე" - რას წერს ნიკა ქავთარაძე

"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ... რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, სიხარული, შიში, სიბრაზე" - რას წერს ნიკა ქავთარაძე

მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე წერს შვილზე, რომელიც აპროტესტებს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას, წერს ახალ თაობაზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები საპროტესტო აქციაში.

"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ - რამდენიმე საათით ადრე დასმულ კითხვაზე, სად ხარ-თქო. დილით ადრე ვნახე ეს პასუხი. რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, ვერ გეტყვით სიხარული, შიში, სიბრაზე.

პირველი რაც ვქენი, ვცადე დაკავშირება და ვერ დავუკავშირდი. მეორე რაც ვქენი, მეგობრებს მივწერე, სამსახურში შეიძლება დამაგვიანდეს-თქო. ახლა კიდე ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილები მეტს ფიქრობენ ჩვენს მომავალზე, ვიდრე ჩვენი თაობა. რადგან მათ იციან, რომ ყველაფერს დაკარგავენ, თუ ახლა არ იბრძოლებენ. რადგან არაფერთან შეგუება არ უნდათ, რაც თავისუფლებაში შეუშლით ხელს.

ჩვენ კი მაინც გაგვაფუჭა ცხოვრებამ, შეგვაგუა, რომ თავისუფლებაზე ხანდახან შეიძლება თვალი დახუჭო, რომ გადარჩე და გაძვრე. თუმცა ახლა, როცა უკვე იმ ასაკში ვართ, როცა შვილები იცავენ თავისუფლებას, მხოლოდ მონებს რჩებათ უფლება იყვნენ ჩუმად. რადგან თუ ქვეყანა დავკარგეთ და მივეცით რუსეთს, დავკარგავთ შვილებსაც, სტატუსებსაც, სამსახურებსაც და ყველაფერს, რასაც ახლა ვეფოფინებით", - წერს ნიკა ქავთარაძე.

ინფორმაციისთვის, თბილისში მოქალაქეები აპროტესტებენ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა მხარი.

8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ.

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ, წინა დღის მსგავსად, არაერთხელ გამოიყენა. პოლიცია აკავებდა დემონსტრანტებს, თუმცა დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.