სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის გამზირზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი, დააკავეს რამდენიმე ადამიანი - რა ვითარებაა ადგილზე?
რუსთაველის გამზირზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი, დააკავეს რამდენიმე ადამიანი - რა ვითარებაა ადგილზე?

მეტ­რო "რუს­თა­ვე­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და­ა­კა­ვა. პო­ლი­ცია ცდი­ლობ­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ისი­ნი გან­ლა­გე­ბუ­ლი არი­ან სას­ტუმ­რო­ე­ბის - “ბილტმო­რის” და “რე­დი­სო­ნის” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ამას­თან, ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი.

უშუ­ა­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. მთელს პე­რი­მეტრზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებს. პო­ლი­ცია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­სას­ვლელ ქუ­ჩებ­ზე - არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძი­სა და გია ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩებ­ზეც დგას.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან. ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ დაბ­რუ­ნე­ბას კვლავ ცდი­ლობს, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, მას შემ­დეგ, რაც სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­და და­ი­წყო, მო­მი­ტინ­გე­თა ნა­წილ­მა მეტ­რო "რუს­თა­ვე­ლის­კენ" გა­და­ი­ნაც­ვლა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5

ისევ აღზევდებიან ძველ ხალხზე ახალი ნაძირალები, იგივეს მიიღებთ ახალი რევოლუციით , რაც ძველებისგან მიიღეთ, ხალხო!

ხათუნა
6

Ჩვენი მთავრობა ვერ ხვდება ერთ რამეს,რომ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა...9აპრილიდან მოყოლებული საქართველოს ფარ-ხმალი არ დაუყრია და არც დაყრის სანამ არ დაემსგავსება შემდგარ თავისუფალ დემოკრატიოლ სახელმწიფოს.ზვიადი არ იყო სიზმარი და არც მოლანდება.მისი მუხტი თაობებში გრძელდება.დიდება უფალს.მშვიდობა და გაბრწყინება საქართველოს.

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რუსთაველის გამზირზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი, დააკავეს რამდენიმე ადამიანი - რა ვითარებაა ადგილზე?

რუსთაველის გამზირზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი, დააკავეს რამდენიმე ადამიანი - რა ვითარებაა ადგილზე?

მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მომიტინგეები დააკავა. პოლიცია ცდილობდა, გზის სავალი ნაწილი მოქალაქეთა ჯგუფისგან გათავისუფლებინა.

ამ დროისთვის ადგილზე დიდი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. კერძოდ, ისინი განლაგებული არიან სასტუმროების - “ბილტმორის” და “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია. მთელს პერიმეტრზე საპატრულო პოლიცია პატრულირებს. პოლიცია რუსთაველის გამზირზე გასასვლელ ქუჩებზე - არჩილ ჯორჯაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებზეც დგას.

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნებას კვლავ ცდილობს, მაგრამ სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო, მომიტინგეთა ნაწილმა მეტრო "რუსთაველისკენ" გადაინაცვლა.

ნახეთ ვიდეო: