ავტორი:

"რა ბედნიერებაა, რომ ყველა ვინც მიყვარს, ვისაც პატივს ვცემ თავის საქმეში პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო შეგნების გამო, ყველა იბრძვის სამშობლოსათვის!" - ნიკოლოზ რაჭველი

"რა ბედნიერებაა, რომ ყველა ვინც მიყვარს, ვისაც პატივს ვცემ თავის საქმეში პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო შეგნების გამო, ყველა იბრძვის სამშობლოსათვის!" - ნიკოლოზ რაჭველი

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღა მუსიკოსი ნიკოლო რაჭველი კიდევ ერთხელ ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

"რა ბედნიერებაა, რომ ყველა ვინც მიყვარს, ვისაც პატივს ვცემ თავის საქმეში პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო შეგნების გამო, ყველა ვინც ნიჭიერია, ვინც ახალ კვალს ტოვებს ჩვენს დროში, ვინც საინტერესოა, ვინც ნამდვილია, ღირსეულია, ყველა ერთ აზრზეა, ყველა რუსთაველზეა (ფიზიკურად თუ ვერა გულით და სულით) და ყველა იბრძვის სამშობლოსათვის!!!

მართლა რა სიამაყეა, როდესაც აცნობიერებ, რომ სწორ მხარეს ხარ, სწორი ღირებულებებით და სწორი ადამიანების მხარდამხარ!!! ამ ნიადაგზე არ გაიხარებს არც რუსული კანონი, არც ანტიეროვნული ანუ ანტიევროპული კურსი და არც გულწრფელ ხალხზე ხელის აღმართვა!!! ასე მჯერა და ყველა სიბრაზეს ჩემში მაინც სიამაყის და სიხარულის განცდა წონის".

შეგახსენებთ, მას მერე, რაც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტები, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც პროტესტანტები უკვე რამდენჯერმე დაარბიეს.