ავტორი:

შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი ამ დრომდე ავტობუსებში იმყოფებოდა, აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, ისინი უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში განათავსეს.

სპეცრაზმია განთავსებული მიმდებარე ქუჩებზეც.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, პარლამენტის შენობას ალყაში მოაქცევენ და მის მშვიდობიან პიკეტირებას მოახდენენ.