სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... ნუ აძლევთ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე გასართობ გადაცემას აკეთებს" - რას წერს ნანუკა გულუა?
"ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... ნუ აძლევთ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე გასართობ გადაცემას აკეთებს" - რას წერს ნანუკა გულუა?

"სხვა არხზე რომ ვმუ­შა­ობ­დი ჩემი პეპ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი არ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ ან ძა­ა­ნაც გე­ფე­რა­დე­ბო­დათ! ნუ გავ­ხდე­ბით კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი ვინ რო­მელ არხზე და რო­მელ ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ობს. ამის­თვის ნუ აძ­ლევთ სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბას, შე­უ­რა­ცხყოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა არხზე და ყო­ველ­თვის მხო­ლოდ გა­სარ­თობ და გან­სატ­ვირთ გა­და­ცე­მას აკე­თებს!!!

ევ­რო­პე­ლო­ბა მხო­ლოდ დრო­შის ფრი­ა­ლი არაა, ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და ჰუ­მა­ნუ­რო­ბაა… მე ვარ “მეგ­რე­ლი” და მა­შა­სა­და­მე ევ­რო­პე­ლი, ახა­ლი ამ­ბა­ვია ეს?! ყვე­ლა რუსი ბლო­გე­რი მი­წას­თან მყავს გას­წო­რე­ბუ­ლი პმ და სა­ერ­თოდ მარ­თობს ამ მძი­მე ჟამს ჩემი კან­დი­და­ტუ­რა რომ რუ­სე­თის მე­გობ­რად მო­გა­გონ­დათ! ცოტა სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს გა­და­ხე­დეთ და ფსი­ქი­კას მი­ხე­დეთ!" - ამ ში­ნა­არ­სის სტა­ტუსს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გუ­ლუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. პოსტთან ერ­თად აქ­ტი­ვის­ტის, ნენე და­ლა­ქიშ­ვი­ლის სტა­ტუსს აზი­ა­რებს, სა­დაც ქალს მსა­ხი­ო­ბი მო­ნიშ­ნუ­ლი ჰყავს და წერს, "მეგ­რუ­ლად მა­ინც შე­ა­გი­ნეთ ამათ. სულ პეპ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი არ მოგ­ბეზ­რდათ?".

ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აკო­მენ­ტა­რე­ბენ. მათ შო­რის არის ამე­რი­კა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პრო­დი­უ­სე­რი და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პოსტზე და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რის გამო ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა:

და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი: ავ­ხსნა რას ნიშ­ნავს გა­სარ­თო­ბი კონ­ტენ­ტის შექ­მნა არ­ხის­თვის, რო­მე­ლიც რუ­სულ პრო­პა­გან­დას ეწე­ვა, თუ თა­ვად მიხ­ვდე­ბით?

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: რას ვთხოვთ ხალ­ხს? მარ­თლა ვე­ღარ გე­წე­ვით, რა და­მუ­ნა­თე­ბაა ეს და ზუს­ტად ჩვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის?! კახა კინ­წუ­რაშ­ვილს თუ ტაშს ვუკ­რავთ და სწო­რა­დაც, ბახ­ვას და სხვებს, ვი­საც სა­ჭი­რო დროს სწო­რი პო­ზი­ცია აქვთ, ნა­ნუ­კას რას ვთხოვთ. დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი როცა აქვს ევ­რო­პა თუ რუ­სე­თი. თავი და­ვა­ნე­ბოთ სწო­რი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­მუ­ნა­თე­ბას! მივ­ხე­დოთ რუ­სებს

და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი: ცხოვ­რე­ბა­ში ტაში არ და­მიკ­რავს და მე­ტიც, ტა­შის დამ­კვრე­ლე­ბის ორ­მა­გი სტან­დარ­ტი არ მომ­წონს. მაგ წარ­მა­ტე­ბით მე დღემ­დე ნა­დეჟ­დას კონ­ტენტს უნდა ვა­კე­თებ­დე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: შენი არ­ჩე­ვა­ნი არ ნიშ­ნავს, ყვე­ლამ იგი­ვე უნდა აკე­თოს. როცა ადა­მი­ა­ნი იმე­დის ეთე­რი­დან ამ­ბობს, გა­უ­მარ­ჯოს უკ­რა­ი­ნას, უკ­რა­ი­ნამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, ვირ­ჩევთ ევ­რო­პას, არა რუ­სულ კა­ნონს, არის და­სა­ფა­სე­ბე­ლი. უმუ­შევ­რად სახ­ლში ჯდო­მას ნუ ვთხოვთ ადა­მი­ა­ნებს, როცა ჩვენ­მა არ­ჩე­ულ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა ვე­რა­სო­დეს თქვეს უარი მან­და­ტებ­ზე, სწო­რედ რომ ხელ­ფა­სე­ბის გამო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
4

მეგრელობა აქ რა შუაშია? ან ქალმა რატომ უნდა შეიგინოს?ისე, უპრიანია, მეგრელებმა თავს კოლხები დაუძახონ, უფრო ძველი და დიდებული სახელია.

:)
4

რა უფლებით მოგვძღვრავს ეს ხალხი ან ჭკუას გვასწავლის,დასრულდება ეგ იმედიც და მერე იხტუნავებ კარგად!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... ნუ აძლევთ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე გასართობ გადაცემას აკეთებს" - რას წერს ნანუკა გულუა?

"ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... ნუ აძლევთ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე გასართობ გადაცემას აკეთებს" - რას წერს ნანუკა გულუა?

"სხვა არხზე რომ ვმუშაობდი ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ ან ძაანაც გეფერადებოდათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები ვინ რომელ არხზე და რომელ ჟურნალში მუშაობს. ამისთვის ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე და ყოველთვის მხოლოდ გასართობ და განსატვირთ გადაცემას აკეთებს!!!

ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა, ადამიანის პატივისცემა და ჰუმანურობაა… მე ვარ “მეგრელი” და მაშასადამე ევროპელი, ახალი ამბავია ეს?! ყველა რუსი ბლოგერი მიწასთან მყავს გასწორებული პმ და საერთოდ მართობს ამ მძიმე ჟამს ჩემი კანდიდატურა რომ რუსეთის მეგობრად მოგაგონდათ! ცოტა საკუთარ პოზიციებს გადახედეთ და ფსიქიკას მიხედეთ!" - ამ შინაარსის სტატუსს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. პოსტთან ერთად აქტივისტის, ნენე დალაქიშვილის სტატუსს აზიარებს, სადაც ქალს მსახიობი მონიშნული ჰყავს და წერს, "მეგრულად მაინც შეაგინეთ ამათ. სულ პეპლები და ყვავილები არ მოგბეზრდათ?".

ნანუკა გულუას პოსტის კომენტარებში სხვადასხვა ცნობილი ადამიანები აკომენტარებენ. მათ შორის არის ამერიკაში მყოფი ქართველი პროდიუსერი დავით იმედაშვილი, რომელიც პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკრიტიკა:

დავით იმედაშვილი: ავხსნა რას ნიშნავს გასართობი კონტენტის შექმნა არხისთვის, რომელიც რუსულ პროპაგანდას ეწევა, თუ თავად მიხვდებით?

ნანუკა ჟორჟოლიანი: რას ვთხოვთ ხალხს? მართლა ვეღარ გეწევით, რა დამუნათებაა ეს და ზუსტად ჩვენი თანამოაზრეების?! კახა კინწურაშვილს თუ ტაშს ვუკრავთ და სწორადაც, ბახვას და სხვებს, ვისაც საჭირო დროს სწორი პოზიცია აქვთ, ნანუკას რას ვთხოვთ. დეკლარირებული როცა აქვს ევროპა თუ რუსეთი. თავი დავანებოთ სწორი პოზიციის მქონე ადამიანების დამუნათებას! მივხედოთ რუსებს

დავით იმედაშვილი: ცხოვრებაში ტაში არ დამიკრავს და მეტიც, ტაშის დამკვრელების ორმაგი სტანდარტი არ მომწონს. მაგ წარმატებით მე დღემდე ნადეჟდას კონტენტს უნდა ვაკეთებდე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: შენი არჩევანი არ ნიშნავს, ყველამ იგივე უნდა აკეთოს. როცა ადამიანი იმედის ეთერიდან ამბობს, გაუმარჯოს უკრაინას, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ვირჩევთ ევროპას, არა რუსულ კანონს, არის დასაფასებელი. უმუშევრად სახლში ჯდომას ნუ ვთხოვთ ადამიანებს, როცა ჩვენმა არჩეულმა დეპუტატებმა ვერასოდეს თქვეს უარი მანდატებზე, სწორედ რომ ხელფასების გამო.