სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ფარისეველია, ხოლო ე.წ. აგენტების კანონი არა რუსული, არამედ ამერიკულია, რომელიც მოყვანილია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.
"მთავარი არის სიმართლე, სიმართლე არის ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და ისიც შესაბამისობაში მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი! საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო.
სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია "ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო”, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მასშტაბური პროპაგანდა განხორციელდა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ სოლიდარულები თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ამ კანონთან დაკავშირებით გულწრფელი ემოციები ჰქონდა. ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს, მოატყუეს. მათ შორის, შინაარსთან დაკავშირებით იყო უამრავი ტყუილი გავრცელებული. მაგალითად, სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ თუ უცხოეთში სწავლისთვის დაფინანსებას მიიღებდნენ, ისინი უცხოური გავლენის აგენტებად იქნებოდნენ გამოცხადებული, რაც სრული ტყუილია. პროპაგანდა იყო მასშტაბური და ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუეს! მაგალითად, ქალბატონი მზექალა შანიძე, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ, აცხადებდა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში მეცნიერების დაფინანსების გაჩერებას გამოიწვევდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოატყუეს იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ წერია. თქვენ ყველამ ხომ იცით, რომ ეს არ წერია ამ დოკუმენტში" - განაცხადა კობახიძემ.
ნახეთ ასევე:
ვინც აზროვნებს, ხვდება, რომ ამერიკა და ევროკავშირი ერთიან ნაციონალურ ნაგავთან ერთად მხარეა საქართველოს წინააღმდეგ. შავი ზღვა და კავკასიური დერეფანი უნდათ, რაის სტატუსი, დემოკრატია და კანონები, მუხტს სწევენ, რომ თავისი აგენტურა ხელისუფლებაში დააბრუნონ. 2012 ვერ მოუნელებიათ მაგათ.
ფინანსური ანგარიშგება რატომ არის ამხელა აურზაურის გამომწვევი? უცხოეთიდან შემოსული თანხების წარმომავლობის შესახებ ცნობადობა რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს? მართლა ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს განა რა თანხებს ღებულობთ ან ვისგან ასეთი სამკვდრო სასიციცხლო ბრძოლა რომ გააჩაღეთ. კანონის მიღებამდე ამდენ უბედურებას მოამზადეთ თქვენი შენიშვნები და წინანდადებები პროექტზე და შეჯერდით ისეთ ვარიანტზე რომელიც მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები იქნება, ასევე დაუცადოთ ვენის ჯგუფს რას გვეტყვიან ნამდვილი სამართლის ექსპერტები და მერე ყველამ ერთად ვთქვათ კი თუ არა. ის რაც გუშინ აქციის სახით იყო ძალიან ცუდია, მაპატიეთ და ქაჯობა იყო პოლიციაზე , პარლამენტის შემობაზე და მანქანებზე თავდასხმა ეს ძალიან შორს არის ცივილიზებული სამყაროსგან, ვიმედოვნებ იგივე აღარ განმეორდება პირადად მე სურვილი გამიქრა მანდ მოსვლისა და დგომის