საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროშას ისე გაბედულად აფრიალებს, ისეთი ძლიერი და მამაცია. გაუფრთხილდით, ქართველო ძმებო" - რას წერენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციის სიმბოლოდ ქცეულ ქალზე
"დროშას ისე გაბედულად აფრიალებს, ისეთი ძლიერი და მამაცია. გაუფრთხილდით, ქართველო ძმებო" - რას წერენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციის სიმბოლოდ ქცეულ ქალზე

ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ირ­ჩევს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ კი იქცა ქალი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას სპეც­რაზ­მი­სა და წყლის ჭავ­ლის წინ აფ­რი­ა­ლებ­და. კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელს ვირუ­სუ­ლად მო­ე­დო და ის მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა.

თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აშუ­ქე­ბენ BBC-ი, "გარ­დი­ა­ნი", "რო­ი­ტერ­სი" და სხვა გა­მო­ცე­მე­ბი.

ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის უშიშ­რად მებ­რძო­ლი ქა­ლის ვი­დეო კი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში - "ტვი­ტერ­სა" და "ტი­კტოკ­ზე." კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი კი არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ უცხო­ე­ლე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ.

ეს ქალი დრო­შას ისე გა­ბე­დუ­ლად აფ­რი­ა­ლებს, ისე­თი ძლი­ე­რი და მა­მა­ცია. გა­უფრ­თხილ­დით, ქარ­თვე­ლო ძმე­ბო

აი, რას ნიშ­ნავს ერ­თი­ა­ნო­ბა. უკ­რა­ი­ნა შენ­თა­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო.

ქარ­თვე­ლე­ბო, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ხართ! ლა­მა­ზი, მა­მა­ცი, გულ­წრფე­ლი ხალ­ხი. იყა­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბი, იბ­რძო­ლეთ, გა­და­ლა­ხეთ. მთე­ლი უკ­რა­ი­ნა მხარს გი­ჭერთ - წე­რენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი "ტი­კტოკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტა­ვან ლი­ე­ტუ­ვე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი:

"ლი­ე­ტუ­ვა თქვენ გვერ­დი­თაა.

პა­ტი­ვის­ცე­მა ჩემს მა­მაც ქარ­თვე­ლებს პო­ლო­ნე­თი­დან. ერ­თად ეშ­მა­კის წი­ნა­აღ­მდეგ", - ვკი­თხუ­ლობთ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ვი­დე­ოს "ტვი­ტერ­ზე" აზი­ა­რებს პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბის გერ­მა­ნე­ლი მკვლე­ვა­რი და ანა­ლი­ტი­კო­სი, ჯე­სი­კა ბერ­ლი­ნი და ხაზს უს­ვამს ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას და გამ­ბე­და­ო­ბას:

"ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი თბი­ლის­ში აქ­ცი­ა­ზე რუ­სე­თის­გან შთა­გო­ნე­ბუ­ლი "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის" კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სუ­რა­თი. უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლომ­დე - ეს დრო­შა ნიშ­ნავს იმას, რა­საც კრემ­ლი ვე­რას­დროს გა­ი­გებს და ვე­რას­დროს გა­ა­ნად­გუ­რებს", - წერს მკვლე­ვა­რი.

ცნო­ბის­თვის, 7 მარტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აპ­რო­ტეს­ტებ­და "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის" გან­ხილ­ვას.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ აქ­ცი­ა­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა დე­მონ­სტან­ტე­ბის დაშ­ლა და­ი­წყო. მათ არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნეს ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბი ად­გილ­ზე ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და პრო­ტესტს გა­ნაგ­რძოდ­ნენ.

აქ­ცია დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 66 მო­ქა­ლა­ქე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

3

არ მიღებულმა კანონმა დიდი ლუსტრაცია მოახდინა, უცებ გამოაჩინა მტერი და მოყვარე

მარი
8

მე ძალიან გული მწყდება იმაზე,რომ აქცია მაინცდამაინც ვანდალიზმად გადაიქცევახოლმე ჩვენთან. რა არის ,ადამიანებს სიტყვით აზრის გამოხატვის უფლება აქვთ და არა დალეწვის,დაწვის,ქვაფენილის აყრის ,მინების ჩამსხვრევის,სკამების დამტვრევის.რა,ხვალ ისევ გაიჯგიმებიან და ისე გაივლიან დასუფთავებულ რუსთაველზე,თითქოს გუშინ არ გააუბედურა ყველაფერი.დაფიქრდით ვის ქონებას ანადგურებთ,ის ხომ ყველასია

ავტორი:

"დროშას ისე გაბედულად აფრიალებს, ისეთი ძლიერი და მამაცია. გაუფრთხილდით, ქართველო ძმებო" - რას წერენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციის სიმბოლოდ ქცეულ ქალზე

"დროშას ისე გაბედულად აფრიალებს, ისეთი ძლიერი და მამაცია. გაუფრთხილდით, ქართველო ძმებო" - რას წერენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციის სიმბოლოდ ქცეულ ქალზე

ე.წ. აგენტების კანონის მიღებას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი აპროტესტებს და ევროპულ მომავალს ირჩევს. საპროტესტო აქციის სიმბოლოდ კი იქცა ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშას სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის წინ აფრიალებდა. კადრები სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო და ის მთელმა მსოფლიომ ნახა.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ BBC-ი, "გარდიანი", "როიტერსი" და სხვა გამოცემები.

ევროპული მომავლისთვის უშიშრად მებრძოლი ქალის ვიდეო კი განსაკუთრებით პოპულარულია სოციალურ ქსელებში - "ტვიტერსა" და "ტიკტოკზე." კომენტარების ავტორები კი არამხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელები არიან, განსაკუთრებით კი უკრაინელები აქტიურობენ.

ეს ქალი დროშას ისე გაბედულად აფრიალებს, ისეთი ძლიერი და მამაცია. გაუფრთხილდით, ქართველო ძმებო

აი, რას ნიშნავს ერთიანობა. უკრაინა შენთანაა, საქართველო.

ქართველებო, საუკეთესოები ხართ! ლამაზი, მამაცი, გულწრფელი ხალხი. იყავით თავისუფლები, იბრძოლეთ, გადალახეთ. მთელი უკრაინა მხარს გიჭერთ - წერენ უკრაინელები "ტიკტოკზე" გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში.

მხარდაჭერას გამოხატავან ლიეტუველები, პოლონელები:

"ლიეტუვა თქვენ გვერდითაა.

პატივისცემა ჩემს მამაც ქართველებს პოლონეთიდან. ერთად ეშმაკის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ კომენტარებში.

ვიდეოს "ტვიტერზე" აზიარებს პოლიტიკის საკითხების გერმანელი მკვლევარი და ანალიტიკოსი, ჯესიკა ბერლინი და ხაზს უსვამს ქართველების ერთიანობას და გამბედაობას:

"ათასობით ადამიანი თბილისში აქციაზე რუსეთისგან შთაგონებული "უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ. ერთიანობისა და გამბედაობის წარმოუდგენელი სურათი. უკრაინიდან საქართველომდე - ეს დროშა ნიშნავს იმას, რასაც კრემლი ვერასდროს გაიგებს და ვერასდროს გაანადგურებს", - წერს მკვლევარი.

Amidst thousands rallying in #Tbilisi against the Russian-inspired “foreign agents” law tonight, an incredible image of unity & courage.
From #Ukraine to #Georgia, this flag stands for something the Kremlin will never understand & can never break 🇬🇪🇪🇺🇺🇦
pic.twitter.com/dP2U37iEYk
— Jessica Berlin (@berlin_bridge) March 7, 2023

ცნობისთვის, 7 მარტს საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქცია გაიმართა. საზოგადოება აპროტესტებდა "აგენტების კანონის" განხილვას.

მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შემდეგ აქციაზე ვითარება დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტანტების დაშლა დაიწყო. მათ არაერთხელ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, თუმცა, ადამიანები ადგილზე ბრუნდებოდნენ და პროტესტს განაგრძოდნენ.

აქცია დილამდე გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 66 მოქალაქე.