მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს?
როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

თბი­ლი­სის ცენ­ტრში პო­ლი­ცი­ამ ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტის დაშ­ლის მცდე­ლო­ბი­სას წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა, - ამის შე­სა­ხებ Reuters-ი წერს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"დე­მონ­სტრან­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა, შე­იძ­ლე­ბა, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის იმედს“, -აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­ნიც­დის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის კრი­ტი­კას, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მი­დის.

„ივ­ნის­ში, ევ­რო­კავ­შირ­მა, პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის შე­ფერ­ხე­ბის მო­ტი­ვით, უარი თქვა, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს BBC-იც ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა „სა­კა­მა­თო კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც, კრი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ზღუ­დავს პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და თრგუ­ნავს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.“

„სპეც­რაზმმა გა­მო­ი­ყე­ნა წყლის ჭავ­ლი და წი­წა­კის სპრეი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის და­საშ­ლე­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა და ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ის უმე­ტე­სო­ბას ში­შობს, რომ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და­ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­წლი­ან ამ­ბი­ცი­ას ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.

„სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას, რაც ასე­ვე ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ბრი­უ­სე­ლი ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხადს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად. ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა სა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჟო­ზეფ ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და სტან­დარ­ტებს“, - წერს BBC-ი.

თბი­ლი­სის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს გა­მო­ცე­მა Guardian-იც ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ „„უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნის კრი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მან შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­როს თბი­ლი­სის იმე­დე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.“

„პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ შეკ­რე­ბილ მო­მი­ტინ­გე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის დრო­შე­ბი ეჭი­რათ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გან­ში მყოფ პო­ლი­ტი­კო­სებს უყ­ვი­როდ­ნენ: „არა რუ­სულ კა­ნონს.“ ბევ­რი ქარ­თვე­ლი რუ­სეთს მტრად გა­ნი­ხი­ლავს მას შემ­დეგ, რაც მოს­კოვ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა სე­პა­რა­ტის­ტებს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, რის შე­დე­გა­დაც ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი რჩე­ბა“, - წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მა „დო­ი­ჩე ველე“ წერს, რომ, ბრი­უ­სე­ლი­სა და ვა­შინგტო­ნის მხრი­დან კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხარს უჭერს "უცხო­ე­ლი აგენ­ტის" კა­ნონპ­რო­ექტს.

„კა­ნონპ­რო­ექ­ტი ფარ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც რეპ­რე­სი­უ­ლი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ბაძ­ვა, რო­მე­ლიც კრემლს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ა­ნად­გუ­როს თა­ვი­სი კრი­ტი­კო­სე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბი და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის შე­ერ­თე­ბა­ზე უა­რის თქმა ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ორ­ბი­ტის­კენ იხ­რე­ბა“, - წერს გა­მო­ცე­მა.

ფოტო: : ვანო გორ­გიშ­ვი­ლი/"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
6

მეტი პრობლემა ქვეყანაში არ არის ?რა აუცილებელი იყო ამ კანონის დღის წესრიგში დაყენება არც ნაცი ვარ და არც ქოცი ნაცებს რომ აბრალებენ ყველაფერს რატომ მისცეს საბაბი დაილია პრობლემები ქვეყანაში სირცხვილია ეს იყო ბიძოს დაპირებები? ბოლო- ბოლო 10 წელი გავიდა ბიძოს ფულები არ უნდა ქართველ ხალხს , არამედ უნდა ღირსეული ცხოვრება და ქვეყანა

ცაგარელი
6

ევროპა და მხოლოდ ევროპა, ანუ სინათლე! ესაა ჩემი მოთხოვნაც. ეს ერთი. ახლა მთავარი - რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიდან (დანარჩენზე აღარ ვსაუბრობ), რამდენიმემ იცის ეს კანონპროექტი რას შეიცავს და მასში რა წერია. დანარჩენებმა არც იციან და არც აინტერესებს. აქ მთავარია მათი სახელისუფლებო ამბიციის გაუმჯობესებისათვის, არსებული მმართველი გუნდის თავს მაქსიმალური სიმყრალის ლაფის დასხმა და შედეგად მისი დასუსტება. მათგან ნაწილმა არც იცის ევროპის საზღვარი სად გადის. რუკასთან რომ დააყენო ზოგიერთი ლიდერი, შეიძლება ჩაიფსას პატარა მოსწავლესავით, გაკვეთილი რომ არ იცის. ასე, რომ ხალხის გრძნობებზე თამაშს თავი გაანებეთ, თქვენს უგრძნობელობას მიხედეთ. ხალხი თავად გაიკვლევს გზას ნათელი ევროპისაკენ. რუსეთი წარსულია და ეს არ ეშლება იმ ხალხს, ვისზეც ზრუნვაშიც ღამე არ გძინავთ თქვენ, თქვე ძილის გუდა ნაცრის მქექავებო!

ავტორი:

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელიც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს“, -აღნიშნავს გამოცემა.

Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განიცდის დამკვირვებლების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის.

„ივნისში, ევროკავშირმა, პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების შეფერხების მოტივით, უარი თქვა, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისში მიმდინარე მოვლენებს BBC-იც ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საკამათო კანონპროექტს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას.“

„სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემა წერს, რომ აქციის მონაწილეთა და ქვეყნის ოპოზიციის უმეტესობას შიშობს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს მრავალწლიან ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

„საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ბრიუსელი ამჟამად განიხილავს საქართველოს განაცხადს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა სა უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს“, - წერს BBC-ი.

თბილისის საპროტესტო აქციებს გამოცემა Guardian-იც ეხმაურება და წერს, რომ „„უცხოური აგენტების“ კანონის კრიტიკოსების განცხადებით, მან შეიძლება გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.“

„პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეჭირათ და საკანონმდებლო ორგანში მყოფ პოლიტიკოსებს უყვიროდნენ: „არა რუსულ კანონს.“ ბევრი ქართველი რუსეთს მტრად განიხილავს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რის შედეგადაც ასიათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული რჩება“, - წერს გამოცემა.

გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ, ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს "უცხოელი აგენტის" კანონპროექტს.

„კანონპროექტი ფართოდ განიხილება, როგორც რეპრესიული რუსული კანონის მიბაძვა, რომელიც კრემლს საშუალებას აძლევს გაანადგუროს თავისი კრიტიკოსები. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიდასავლური ნარატივები და უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შეერთებაზე უარის თქმა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო რუსეთის ორბიტისკენ იხრება“, - წერს გამოცემა.

ფოტო: : ვანო გორგიშვილი/"ინტერპრესნიუსი"

ნახეთ ასევე: