ავტორი:

"ცინიკურია, რომ აგენტურამ მიიღო კანონი აგენტების შესახებ" - გია დვალი

"ცინიკურია, რომ აგენტურამ მიიღო კანონი აგენტების შესახებ" - გია დვალი

ცნობილი ფიზიკოსი, პროფესორი გია დვალი ამბობს, რომ კანონი "აგენტების შესახებ აგენტებმა" მიიღეს. მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერმა ინტერვიუ "ტვ პირველს" მისცა

"მინდა, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო აქციის მონაწილეებს, ყველა დაკავებულ, დასახიჩრებულ ადამიანებს. მთავარია გავიაზაროთ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჯგუფი, რომელიც თითქოს ასრულებს მთავრობის ფუნქციას, სინამდვილეში ეს არის აგენტურა. მტრის მიერ ჩანერგილი აგენტურა. ცინიკურია, რომ აგენტურამ მიიღო კანონი აგენტების შესახებ. ამას არ ვსაუბრობ გადამეტებით და ემოციურ ფონზე, ეს არის რეალობა. ისმის შეფასებები, რომ ეს არის კორუმპირებული მთავრობა, მათ უნდათ ავტორიტარიზმი, მაგრამ ეს შეფასება არ ასახავს რეალობას, არცერთი კორუმპირებული მთავრობა ასე არ მოიქცევა სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ასე თავხედურად ვერ დაუპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს მარტო შეუძლიათ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ასრულებენ სამხედრო დავალებას.

შტირლიცს რაში აინტერესებს, გინდა სირცხვილის კორიდორი გაუკეთე და გინდა სხვა რამ... მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს არის დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ჩანერგინილი დივერსანტების ჯგუფი. ის ჯგუფი, რომელიც უნდა აკონტროლებდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მათი ფუნქციაა მოქალაქეების დაცვა და არა დარბევა, რომლებიც ლეგიტიმურ პროტესტს გამოთქვამდნენ.

მე მგონია, რომ კარგად არიან ამისთვის მომზადებულები. ეს არის დივერსანტების ჯგუფი, რომლებიც იმართება რუსეთიდან. ყველაფერი მიუთითებს აქეთ. ის ვინც მათ აკონტროლებს, იმას გათვლილი აქვს რაღაც ვარიანტები..."

იხილეთ ასევე: