ლეგენდარული ქართველი ჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი საქართველოში მიმდინარე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ… ამას ვერ ვაპატიებ რუსებს, მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები", - წერს გიული ჩოხელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
რუსთაველის გამირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ე.წ აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ. შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.