ავტორი:

"სხვა გზა არის რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!" - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები განცხადებას ავრცელებს

"სხვა გზა არის რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!" - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ე.წ. აგენტების შესახებ და მას მოყოლილ საპროტესტო ტალღას, ქალმოჭადრაკეთა ნაკრების წევრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:

"ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღების გამო. ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!

საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია..."

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ფონზე არაერთმა ცნობილმა სახემ, სპორტსმენმა და კულტურის მოღვაწემ გააკეთეს განცხადება. ისინი წერენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია...

იხილეთ ასევე: