"ევროპა ერთადერთი გამოსავალია!“ - წერს სოციალურ ქსელში პარალამენტთან მიმდინარე მრავალათასიანი აქციის პარალელურად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.
შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭურა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
შარიქაძე პირველია მოქმედი ქართველი სპორტსმენებიდან, რომელმაც პირადად დააფიქსირა პროტესტი კანონის წინააღმდეგ. გუშინ სპორტული სამყაროდან სპეციალური განცხადება გაავრცელა ორმა სპორტულმა კლუბმა: საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" და „დინამო თბილისმა“
იხილეთ ასევე:
წაიკითხეთ შვილო, ჯერ რა წერია და მერე იბღავლეთ თუ საეჭვოს ნახავთ რამეს ..წაიკითხეთ ,ქართული ვერსიაც არის ,ინგლისური ავთენტური სახითაც დევს ,წაიკითხეთ და ნახავთ რომ ბრმა იარაღად გიყენებენ ..ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ!
ეს კანონი არ არის ევროპული მომავლის წინააღმდეგი, ვისაც ასე ჰგონია, ის განათლებასთან მწყრალადაა, ასეთმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ ჩემი ქვეყნის ბედი?