ავტორი:

"გაცილებით რთული ვითარებაა ჭიჭინაძეზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ხალხს პირდაპირ სახეში ასხამენ ცრემლსადენ გაზს" - რას ყვება აქციის მონაწილე?

"გაცილებით რთული ვითარებაა ჭიჭინაძეზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ხალხს პირდაპირ სახეში ასხამენ ცრემლსადენ გაზს" - რას ყვება აქციის მონაწილე?

პარლამენტის წინ, პროტესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად დაშავდნენ ადამიანები. მათ ნაწილს სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები უწევენ დახმარებას. ამის თაობაზე აქციის მონაწილე გვიყვება.

"ახლა ქაშვეთის წინ ვდგავართ, ჩვენამდეც აღწევს უკვე გაშვებული გაზის სუნი. როგორც ამბობენ, გაცილებით რთული ვითარებაა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ხალხს პირდაპირ სახეში ასხამენ ცრემლსადენ გაზს, აქ კიდევ შემოიყვანეს რობოკობები, როგორც ვხვდები ცდილობენ პარლამენტის ყველა შესასვლელის დაცვა გააძლიერონ", - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.