პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოღალატეებო!" "რუსებო!" - ამ შეძახილების ფონზე მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები
"მოღალატეებო!" "რუსებო!" - ამ შეძახილების ფონზე მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები

პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭუ­რა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­არ­გებ­ლოდ ხმა 76 დე­პუ­ტატ­მა მის­ცა, წი­ნა­აღ­მდეგ კი 13 წა­ვი­და.

პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ მე­ო­რე კა­ნონპ­რო­ექტს - "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“, ის პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე არ გა­ნუ­ხი­ლავთ, შე­სა­ბა­მი­სად მისი კენ­ჭისყრა ვერ შედ­გა.

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი წარ­დგე­ნი­ლია "ხალ­ხის ძა­ლი­დან“ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის: - სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის, დაჩი ბე­რა­ი­ას, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის, ეკა სე­ფაშ­ვი­ლის, და­ვით კა­ჭა­რა­ვას და ზაალ მი­ქე­ლა­ძის მიერ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი "გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“, უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა (20%-ზე მეტი) უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად“ მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს ნე­ბის­მი­ერ დროს კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს და სა­კი­თხის შეს­წავ­ლა-მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, მო­ნი­ტო­რინ­გის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც "კონ­კრე­ტულ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­თა­ნა­დო მი­ნიშ­ნე­ბას შე­ი­ცავს“.

უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ან დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­უვ­სებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ჯა­რი­მე­ბას 25 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. პრო­ექ­ტით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის ჯა­რი­მე­ბი: - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე დაშ­ვე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ შე­ავ­სებს გა­ნა­ცხა­დის ფორ­მას - 10 ათა­სი ლარი; დო­კუ­მენ­ტებ­ში ხარ­ვე­ზე­ბის გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში არ­გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 10 ათა­სი ლარი; კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ერთი თვის შემ­დეგ ჩა­დე­ნა - 20 ათა­სი ლარი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

აი, სწორედაც , დეპუტატი კანონპროექტს რომ ვერ წერს, ზოგი ვერც კითხულობს, ზოგიც წაკითხულს ვერ იგებს, ეგარი !

შანხარადი
2

ძალიან კარგი რომ ამიერიდან "ლიბერალები" "აქტივისტები" "ლგბტ" თუ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკის ამრევ დამრევი ორგანიზაციები, თითოეულ ლარს გამჭირვალედ დახარჯავენ, დიდი სიხარულით დაველოდები ფულის პროპორციულად განაწილების შემდეგ ვინ გეი იქნება, ვინ ლიბერალი, ვინ ნაციონალი და ვინ პუტინისტი :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"მოღალატეებო!" "რუსებო!" - ამ შეძახილების ფონზე მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები

"მოღალატეებო!" "რუსებო!" - ამ შეძახილების ფონზე მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები

პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭურა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად მისი კენჭისყრა ვერ შედგა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარდგენილია "ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.