ავტორი:

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ე.წ. აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ: "არათუ მიღება, განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს"

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ე.წ. აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ: "არათუ მიღება, განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს"

"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ე.წ. აგენტების კანონპროექტებზე - განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ევროინტეგრაციის პროცესს - მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განხილვა "ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ინიცირებული ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

"ამ განცხადების ხელმომწერებს, გვსურს საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი განუხრელი და ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე.

განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე.

უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

თედო ჯაფარიძე - საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.);

თამარ ჩუგოშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

თამარ ხულორდავა - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);

დიმიტრი ცქიტიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);

ირინა ფრუიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის

თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

აკაკი ზოიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);

ნინო გოგუაძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის

თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

ზაზა ხუციშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);

ზვიად კვაჭანტირაძე - VII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო

უმრავლესობის ლიდერი (2015-2016 წწ.), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016წწ.);

ლევან გოგიჩაიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი;

ხათუნა გოგალაძე - გარემოს დაცვის მინისტრი (2012-2014 წწ.);

ლევან კობერიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);

გიორგი მოსიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის

წევრი (2016-2019 წწ.);

თამაზ ნავერიანი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

იხილეთ ასევე: