პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ტურისტის წამების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთ სამართალდამცველს ბრალი წაუყენეს
რუსი ტურისტის წამების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთ სამართალდამცველს ბრალი წაუყენეს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუსი ტუ­რის­ტის წა­მე­ბის საქ­მე­ზე გაგ­რის რა­ი­ო­ნის ხუთ პო­ლი­ცი­ელს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პრო­ექ­ტი "აქ­სი­ო­მა" წერს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს - ბა­ღა­თე­ლი­ას, ჯა­ლა­ღო­ნი­ას, ჭი­თა­ნა­ვას, მი­ხე­ლი­ას და ან­შბას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან. საქ­მე ეხე­ბა 2021 წელს მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას და საქ­მის მა­სა­ლე­ბი ახლა არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის­თვის გაგ­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წლის 7 აპ­რილს ბა­ღა­თე­ლია და მისი კო­ლე­გე­ბი მამ­ზიშ­ხას მთას­თან პატ­რუ­ლი­რებ­დნენ და შე­ნიშ­ნეს პე­ტერ­ბურ­გე­ლი არ­ტი­ომ რუსს­კი­ხი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იყო ჩა­სუ­ლი. ტუ­რის­ტი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ის გა­ჩხრი­კეს და და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 23:00 სა­ათ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­აბ­რუ­ნეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვა­ვებ­მა არ­ტი­ო­მის მე­უღ­ლე და­რია მო­რო­ზო­ვა და მათი მე­გო­ბა­რი პო­ლი­ნა სალ­მი­ნა და­ა­კა­ვეს. გო­გო­ნე­ბი და­კი­თხეს და სას­ტუმ­რო­ში მათი ოთა­ხე­ბი გა­ჩხრი­კეს.

  • "ჩემი მე­გო­ბა­რი და­კი­თხეს და და­ე­მუქრნენ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით. მე დამ­კი­თხეს და და­მა­ში­ნეს", - გა­ნუ­ცხა­და მო­რო­ზო­ვამ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ პა­ველ ჩი­კოვს.

პო­ლი­ცი­ას სურ­და, იძუ­ლე­ბის გზით ეღი­ა­რე­ბი­ნა და­კა­ვე­ბულს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვა.

"კე­დელ­თან და­მა­ყე­ნეს, უკ­ნი­დან თირკმე­ლებ­ში მირ­ტყამ­დნენ წიხ­ლებს. ერთ მო­მენ­ტში ვუ­თხა­რი: ნება მო­მე­ცით ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად გი­თხრათ", - იხ­სე­ნებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ის მდი­ნა­რეს­თან წა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ძი­რეს გა­ყი­ნულ წყალ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, და­კა­ვე­ბულ­მა მო­ი­ტყუა, დაჰ­პირ­და პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ აჩ­ვე­ნებ­და ად­გილს, სა­დაც და­მა­ლა.

რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კე­ბი ვერ იპო­ვეს, მა­მა­კა­ცი კვლავ სცე­მეს. მე­ო­რე დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე არ გა­უშ­ვეს, შემ­დეგ კი სა­ზღვარ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს და ურ­ჩი­ეს, აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო აფხა­ზეთ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
0

ეს ერთი და სხვა მრავალი, კიდევ მოვა ზაფხული და მიდით მისცხეთ რუსებს 

რატი
0

რაშისტებს უარესი ეკუთვნით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

რუსი ტურისტის წამების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთ სამართალდამცველს ბრალი წაუყენეს

რუსი ტურისტის წამების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთ სამართალდამცველს ბრალი წაუყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის წამების საქმეზე გაგრის რაიონის ხუთ პოლიციელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა პროექტი "აქსიომა" წერს.

სამართალდამცავებს - ბაღათელიას, ჯალაღონიას, ჭითანავას, მიხელიას და ანშბას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება 2021 წელს მომხდარ შემთხვევას და საქმის მასალები ახლა არსებითი განხილვისთვის გაგრის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ადგილობრივი ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 7 აპრილს ბაღათელია და მისი კოლეგები მამზიშხას მთასთან პატრულირებდნენ და შენიშნეს პეტერბურგელი არტიომ რუსსკიხი, რომელიც აფხაზეთში დასასვენებლად იყო ჩასული. ტურისტი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციელებმა ის გაჩხრიკეს და დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე გაათავისუფლეს, მაგრამ მალევე დააბრუნეს პოლიციის განყოფილებაში.

შემდეგ სამართალდამცვავებმა არტიომის მეუღლე დარია მოროზოვა და მათი მეგობარი პოლინა სალმინა დააკავეს. გოგონები დაკითხეს და სასტუმროში მათი ოთახები გაჩხრიკეს.

  • "ჩემი მეგობარი დაკითხეს და დაემუქრნენ გაუპატიურებით. მე დამკითხეს და დამაშინეს", - განუცხადა მოროზოვამ უფლებადამცველ პაველ ჩიკოვს.

პოლიციას სურდა, იძულების გზით ეღიარებინა დაკავებულს ნარკოტიკების გაყიდვა.

"კედელთან დამაყენეს, უკნიდან თირკმელებში მირტყამდნენ წიხლებს. ერთ მომენტში ვუთხარი: ნება მომეცით ყველაფერი მშვიდად გითხრათ", - იხსენებს დაზარალებული.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ის მდინარესთან წაიყვანეს, სადაც რამდენჯერმე ჩაძირეს გაყინულ წყალში. საბოლოოდ, დაკავებულმა მოიტყუა, დაჰპირდა პოლიციელებს, რომ აჩვენებდა ადგილს, სადაც დამალა.

როდესაც ნარკოტიკები ვერ იპოვეს, მამაკაცი კვლავ სცემეს. მეორე დილის 6 საათამდე არ გაუშვეს, შემდეგ კი საზღვარზე გადაიყვანეს და ურჩიეს, აღარ დაბრუნებულიყო აფხაზეთში.