პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამე გემრიელი" – "კარფურმა" 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა
"რამე გემრიელი" – "კარფურმა" 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა

ტრა­დი­ცი­უ­ლად, „კარ­ფურ­ში“ მარ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თა და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ ფორ­მით ულო­ცავს ის დე­დებ­სა და, ზო­გა­დად, ქა­ლებს თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რი­ღებს. თუმ­ცა 2023 წლის მარ­ტი კი­დევ უფრო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა – დე­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად „კარ­ფურ­მა“, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო „კლი­პარტთან“ ერ­თად, რე­ცეპ­ტე­ბის უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი „რამე გემ­რი­ე­ლი“ შექ­მნა და თა­ვის გუნ­დის წევ­რებ­სა და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ დე­დებს სა­ჩუქ­რად გა­უგ­ზავ­ნა. წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა შეფ-მზა­რე­უ­ლებ­მა იმუ­შა­ვეს, ბავ­შვე­ბის რჩე­უ­ლი კერ­ძე­ბის 70-ზე მეტ რე­ცეპტს აერ­თი­ა­ნებს.

„კარ­ფუ­რის“ გუნ­დის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტე­ბის შექ­მნაა. 3 მარ­ტის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რი­თაც დე­დე­ბის­თვის ამ დღის მე­ტად გა­ფე­რა­დე­ბა და კი­დევ ერთი და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტის ჩუ­ქე­ბა გვსურ­და. იმე­დი გვაქვს, „რამე გემ­რი­ე­ლი“ კუ­ლი­ნა­რი­ას ბავ­შვებ­საც შე­აყ­ვა­რებს და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით თა­მაშს დედა-შვი­ლის საყ­ვა­რელ ერ­თობ­ლივ აქ­ტი­ვო­ბად აქ­ცევს“, – ამ­ბობს „კარ­ფუ­რის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო რა­მიშ­ვი­ლი.

წიგ­ნის შექ­მნამ­დე დე­დე­ბი შვი­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ გა­მოჰ­კი­თხეს. პა­სუ­ხე­ბი შე­ჯამ­და და სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ წიგ­ნის ავ­ტო­რებს, შეფ-მზა­რე­უ­ლებს ია ძა­გა­ნი­ას, დი­მიტ­რი რჩე­უ­ლიშ­ვილს, ნუცა სურ­გუ­ლა­ძეს, მან­ჯი­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ პლატ­ფორ­მა Food4.ge-ს გა­და­ე­ცათ.

„რამე გემ­რი­ე­ლი“ ყვე­ლა დე­დის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­უ­ლი მშო­ბე­ლი წიგნ­ში თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის საყ­ვა­რელ კერ­ძებს იპო­ვის. ამას­თან ერ­თად, „კარ­ფუ­რის­თვის“, რო­გორც ხა­რის­ხი­ა­ნი და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის მიმ­წო­დებ­ლის­თვის, გემ­რი­ელ­თან ერ­თად არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კერ­ძე­ბის სი­ჯან­სა­ღეც. ვფიქ­რობთ, ამ ამო­ცა­ნა­საც წარ­მა­ტე­ბით გა­ვუმკლავ­დით“, – ამ­ბობს ნინო რა­მიშ­ვი­ლი.

„რამე გემ­რი­ე­ლი“ რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა – ის მო­ი­ცავს სა­უზ­მის, მთა­ვა­რი კერ­ძი­სა და დე­სერ­ტის ბლო­კებს, ასე­ვე, გრი­ლი­სა და და­ბა­დე­ბის დღის მე­ნი­უ­ებს. წიგნ­ში შე­სუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­ზა­ნია, მშობ­ლებს შვი­ლე­ბის­თვის რამე გემ­რი­ე­ლის მომ­ზა­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­უ­მარ­ტი­ვოს.

წიგნ­ში „რამე გემ­რი­ე­ლი“ შე­ტა­ნილ რე­ცეპ­ტებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც გა­ეც­ნო­ბი­ან. ამას­თან ერ­თად, თვე­ში ერთხელ შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი „კარ­ფუ­რის“ ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში მო­ა­წყო­ბენ მას­ტერკლა­სებს, სა­დაც მათ მიერ შექ­მნილ რე­ცეპ­ტებს გა­ა­ცო­ცხლე­ბენ. მათ­თან ერ­თად კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ სტუმ­რებ­საც, მას­ტერკლა­სე­ბის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ვებგ­ვერ­დზე 3march.clp.ge ხელ­მი­საწ­ვდო­მია წიგ­ნის ციფ­რუ­ლი ვერ­სი­აც.

„რამე გემ­რი­ე­ლი“ მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო „კლი­პარ­ტის“ 3 მარ­ტის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა. კომ­პა­ნია პრო­ექტს 2018 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს და ყო­ველ 3 მარტს დე­დებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თე­მა­ტი­კის უნი­კა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბით ულო­ცავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"რამე გემრიელი" – "კარფურმა" 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა

"რამე გემრიელი" – "კარფურმა" 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა

ტრადიციულად, „კარფურში“ მარტი განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით გამოირჩევა. ამ ფორმით ულოცავს ის დედებსა და, ზოგადად, ქალებს თვის მნიშვნელოვან თარიღებს. თუმცა 2023 წლის მარტი კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა – დედების დღის აღსანიშნავად „კარფურმა“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტთან“ ერთად, რეცეპტების უნიკალური წიგნი „რამე გემრიელი“ შექმნა და თავის გუნდის წევრებსა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ დედებს საჩუქრად გაუგზავნა. წიგნი, რომელზეც ცნობილმა ქართველმა შეფ-მზარეულებმა იმუშავეს, ბავშვების რჩეული კერძების 70-ზე მეტ რეცეპტს აერთიანებს.

„კარფურის“ გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი დაუვიწყარი მომენტების შექმნაა. 3 მარტისთვის მომზადებული საჩუქრითაც დედებისთვის ამ დღის მეტად გაფერადება და კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტის ჩუქება გვსურდა. იმედი გვაქვს, „რამე გემრიელი“ კულინარიას ბავშვებსაც შეაყვარებს და სამზარეულოში ინგრედიენტებით თამაშს დედა-შვილის საყვარელ ერთობლივ აქტივობად აქცევს“, – ამბობს „კარფურის“ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო რამიშვილი.

წიგნის შექმნამდე დედები შვილების საყვარელი კერძების შესახებ წინასწარ გამოჰკითხეს. პასუხები შეჯამდა და საორიენტაციოდ წიგნის ავტორებს, შეფ-მზარეულებს ია ძაგანიას, დიმიტრი რჩეულიშვილს, ნუცა სურგულაძეს, მანჯისა და კულინარიულ პლატფორმა Food4.ge-ს გადაეცათ.

„რამე გემრიელი“ ყველა დედისთვის ინდივიდუალურად შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მშობელი წიგნში თავიანთი შვილების საყვარელ კერძებს იპოვის. ამასთან ერთად, „კარფურისთვის“, როგორც ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების მიმწოდებლისთვის, გემრიელთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კერძების სიჯანსაღეც. ვფიქრობთ, ამ ამოცანასაც წარმატებით გავუმკლავდით“, – ამბობს ნინო რამიშვილი.

„რამე გემრიელი“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება – ის მოიცავს საუზმის, მთავარი კერძისა და დესერტის ბლოკებს, ასევე, გრილისა და დაბადების დღის მენიუებს. წიგნში შესული რეცეპტების მრავალფეროვნების მიზანია, მშობლებს შვილებისთვის რამე გემრიელის მომზადება ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში გაუმარტივოს.

წიგნში „რამე გემრიელი“ შეტანილ რეცეპტებს სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლებიც გაეცნობიან. ამასთან ერთად, თვეში ერთხელ შეფ-მზარეულები „კარფურის“ ჰიპერმარკეტებში მოაწყობენ მასტერკლასებს, სადაც მათ მიერ შექმნილ რეცეპტებს გააცოცხლებენ. მათთან ერთად კერძების მომზადების შესაძლებლობა მიეცემათ სტუმრებსაც, მასტერკლასების ვიდეო ჩანაწერები კი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება. ფართო საზოგადოებისთვის ვებგვერდზე 3march.clp.ge ხელმისაწვდომია წიგნის ციფრული ვერსიაც.

„რამე გემრიელი“ მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ 3 მარტის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. კომპანია პროექტს 2018 წლიდან ახორციელებს და ყოველ 3 მარტს დედებს განსხვავებული თემატიკის უნიკალური საჩუქრებით ულოცავს.

R