ავტორი:

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძველ იერსახეს იბრუნებს და 2024 წელს გაიხსნება - როგორია ის ახლა (ფოტოები)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძველ იერსახეს იბრუნებს და 2024 წელს გაიხსნება - როგორია ის ახლა (ფოტოები)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დაანონსებული და მოსალოდნელი იყო. ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს ტაძრის მონახულება უკვე შეეძლებათ დამთვალიერებლებსა და მორწმუნეებს.

2019 წელს გაჩენილმა ხანძარმა მისი გუმბათი სრულიად გაანადგურა და ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ საეჭვო გახდა, შეძლებდნენ თუ არა მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას.

პარიზის ერთ-ერთი სიმბოლოს აღდგენის მასშტაბურ პროექტს გენერალი ჟან ლუი ჟორჟლინი ხელმძღვანელობს. "ჩვენ ვიმარჯვებთ ნოტრ დამისთვის ბრძოლაში“, - ამბობს ის apnews-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის რეკონსტრუქცია გასულ წელს დაიწყო, მანამდე კი მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ძეგლი სტაბილური და უსაფრთხო ყოფილიყო ხელოსნებისთვის, რათა დაეწყოთ მისი აღდგენა.

ტაძარი 2024 წლის დეკემბერში გაიხსნება.

"ჩემი ამოცანაა, მზად ვიყო ამ ტაძრის გასახსნელად 2024 წელს. და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამისთვის ყოველ დღე ვიბრძვით და სწორ გზაზე ვართ. დედაქალაქის მთავარეპისკოპოსს კვლავ ექნება შესაძლებლობა აღასრულოს კათოლიკური ლიტურგია საკათედრო ტაძარში და ძეგლი ასევე ღია იქნება ტურისტებისთვის“, - ამბობს გენერალი.

საფრანგეთის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ როცა ტაძარი გაიხსნება, სარემონტო სამუშაოები სრულად არ იქნება დასრულებული და 2025 წლისთვისაც გაგრძელდება გარკვეული სამუშაო.

2019 წლის 15 აპრილი - დღე, როცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა