სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა" - პაპუაშვილი
"არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა" - პაპუაშვილი

არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს, როცა უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მია - რო­დე­საც ძა­ლა­დო­ბა არის პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად ქცე­უ­ლი, აქ სა­ჭი­როა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შე­ნო­ბა­ში წეს­რიგს მხო­ლოდ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იცა­ვენ.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს. ეს დღე­ე­ბი არ იყო ად­ვი­ლი მათ­თვის. პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კო­ლე­გე­ბის­გან ხში­რად მოგ­ვის­მე­ნია პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის მი­მართ მად­ლო­ბა. პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი მან­და­ტუ­რე­ბი, ამი­ტომ, თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რომ პა­ტი­ვი ვცეთ ჩვენს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს, და­ვე­მორ­ჩი­ლოთ მათ მი­თი­თე­ბებს. რთუ­ლი სამ­სა­ხუ­რია, რა თქმა უნდა. მინ­და მო­გი­წო­დოთ და­ე­მორ­ჩი­ლოთ! კი­დევ ერთხელ მინ­და მო­ვუ­წო­დო, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­მა­კაც დე­პუ­ტა­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ჟიმს. რო­გორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლეს, მარ­თა­ლია, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გვყავს, მაგ­რამ იცავს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, ისე­ვე რო­გორც სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებს. ეს დღე­ე­ბი რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მია, შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, მინ­და მა­თაც მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. სხვა აქ არა­ვინ არაა. მინ­და ყვე­ლას მო­გი­წო­დოთ, რომ პა­ტი­ვი ვცეთ იმ წეს­რიგს, რო­მელ­საც ვცდი­ლობთ, რომ იყოს აქ და ეს არის მი­ზა­ნი. გუ­ში­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, ად­გი­ლი ჰქონ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის მხრი­დან მან­და­ტუ­რე­ბის თუ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ და­მუ­ნა­თე­ბას, მო­რა­ლის კი­თხვას. გთხოვთ, შე­ეშ­ვათ ამას! ეს ხალ­ხი საქ­მე-საქ­მე­ზე თუ მიდ­გა, თქვენს უსაფრ­თხო­ე­ბას და­იც­ვას სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად და ვცეთ პა­ტი­ვი მათ. მა­გი­დე­ბის აყი­რა­ვე­ბა ვნა­ხეთ, ძა­ლა­დო­ბა ვნა­ხეთ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბაც ვნა­ხეთ. დღე­საც არის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი. გთხოვთ, ამი­ტომ პა­ტი­ვი ვცეთ ამას. არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს, როცა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ჟი­მია. რო­დე­საც ძა­ლა­დო­ბა არის პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად ქცე­უ­ლი, აქ სა­ჭი­როა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პა­პუ­აშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხოდ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ნო­ბის გა­რეთ სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"მხო­ლოდ ჩვე­ნი მხრი­დან პრო­ტესტს ხე­დავთ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში? ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არის ძა­ლა­დო­ბა, მათ შო­რის დე­პუ­ტა­ტებ­ზე და ძა­ლა­დო­ბა არის უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან. თქვენ ვერ და­ი­ნა­ხეთ კო­მი­ტეტ­ზე ადა­მი­ა­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან რომ ურტყამს სხვა ადა­მი­ანს ოპო­ზი­ცი­ი­დან? თუ ოპო­ზი­ცი­ის დე­პუ­ტა­ტებს არ შე­უძ­ლი­ათ დე­რეფ­ნებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა და აქ ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლი­ათ ბი­უ­რო­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს? გი­ნე­ბაც, თავ­ში ჩარ­ტყმაც, მაგ­რამ ამა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის შე­ნიშ­ვნა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბაა?! მა­შინ, როცა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე­ე­ბია ქვე­ყა­ნა­ში და პირ­და­პირ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლად ამ­ბობთ, რომ ამ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი უბ­რა­ლოდ აღარ არ­სე­ბობს, იმი­ტომ, რომ გა­და­წყვი­ტეთ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი მი­ი­ღოთ და ერ­თხმად ხელი აუ­წი­ოთ, მხო­ლოდ ჩვე­ნი მხრი­დან ხე­დავთ აჟი­ტი­რე­ბას? გა­დით გა­რეთ, სუს-იცაა, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი­ცაა. ვის­გან იცავთ ამ შე­ნო­ბას?“- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

სხვა გზა არ დატოვეს უბრალოდ

mimino
1

დეპუტატისათვის საპარლამენტო უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ისე რომ იციდეთ... გარდა ამისა ასევე არის კონსტიტუციის დარღვევაც... გაითვალისწინეთ ოცნების დეპუტატებო, რომლებმაც გადაწყვეტილებები მიიღეთ უფლების შეზღუდვისათვის....

ავტორი:

"არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა" - პაპუაშვილი

"არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა" - პაპუაშვილი

არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შენობაში წესრიგს მხოლოდ მანდატურის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იცავენ.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურის სამსახურს. ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი კოლეგებისგან ხშირად მოგვისმენია პარლამენტის აპარატის მიმართ მადლობა. პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან ჩვენი მანდატურები, ამიტომ, თხოვნა მექნება, უპირველეს ყოვლისა, რომ პატივი ვცეთ ჩვენს მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს. რთული სამსახურია, რა თქმა უნდა. მინდა მოგიწოდოთ დაემორჩილოთ! კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით, მამაკაც დეპუტატებს.

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის სასახლეს, მართალია, მანდატურის სამსახური გვყავს, მაგრამ იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები როდესაც განსაკუთრებულად გაძლიერებული რეჟიმია, შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. სხვა აქ არავინ არაა. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ პატივი ვცეთ იმ წესრიგს, რომელსაც ვცდილობთ, რომ იყოს აქ და ეს არის მიზანი. გუშინაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პარლამენტის წევრების მხრიდან მანდატურების თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიმართ დამუნათებას, მორალის კითხვას. გთხოვთ, შეეშვათ ამას! ეს ხალხი საქმე-საქმეზე თუ მიდგა, თქვენს უსაფრთხოებას დაიცვას საკუთარი სიცოცხლის ფასად და ვცეთ პატივი მათ. მაგიდების აყირავება ვნახეთ, ძალადობა ვნახეთ, მოქალაქეებზე ძალადობაც ვნახეთ. დღესაც არის სპეციალური რეჟიმი. გთხოვთ, ამიტომ პატივი ვცეთ ამას. არავის სიამოვნებს, როცა გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია. როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის საპასუხოდ ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ შენობის გარეთ სუს-ის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

"მხოლოდ ჩვენი მხრიდან პროტესტს ხედავთ პარლამენტის შენობაში? ამ დღეების განმავლობაში არის ძალადობა, მათ შორის დეპუტატებზე და ძალადობა არის უმრავლესობის მხრიდან. თქვენ ვერ დაინახეთ კომიტეტზე ადამიანი უმრავლესობიდან რომ ურტყამს სხვა ადამიანს ოპოზიციიდან? თუ ოპოზიციის დეპუტატებს არ შეუძლიათ დერეფნებში გადაადგილება და აქ ყველაფერი შეუძლიათ ბიუროზე უმრავლესობის წარმომადგენლებს? გინებაც, თავში ჩარტყმაც, მაგრამ ამაზე უმრავლესობისთვის შენიშვნა არ შეიძლება იმიტომ, რომ უმრავლესობაა?! მაშინ, როცა უმნიშვნელოვანესი დღეებია ქვეყანაში და პირდაპირ გამოცხადებულად ამბობთ, რომ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, იმიტომ, რომ გადაწყვიტეთ ეს კანონპროექტები მიიღოთ და ერთხმად ხელი აუწიოთ, მხოლოდ ჩვენი მხრიდან ხედავთ აჟიტირებას? გადით გარეთ, სუს-იცაა, ანტიტერორისტული დეპარტამენტიცაა. ვისგან იცავთ ამ შენობას?“- განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე იხილეთ: