ავტორი:

"შე ფურფუტა, შენ... გუშინ ხომ მოგხვდა? შენს თავზე ზედმეტს იღებ!" - ხმაური პარლამენტში (ვიდეო)

"შე ფურფუტა, შენ... გუშინ ხომ მოგხვდა? შენს თავზე ზედმეტს იღებ!" - ხმაური პარლამენტში (ვიდეო)

მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ჟურნალისტები დაშვებულნი არიან პარლამენტის სხდომათა დარბაზთან განთავსებულ ფოიეში, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ბიუროს დარბაზთან გადაადგილება.

პარლამენტის შენობაში არიან პირები, რომლებიც გადაადგილებას აკონტროლებენ.

ბიუროს სხდომის დარბაზთან გადაადგილების უფლება მისცეს ანა ნაცვლიშვილს და ხატია დეკანოიძეს, თუმცა, გიორგი ვაშაძეს, გიორგი ბოტკოველს და ანა წითლიძეს ამის საშუალება არ მისცეს.

"ანუ არ გვიშვებთ? პარლამენტის წევრი ვარ და შესვლის უფლება მაქვს. ეგ არის სისხლის სამართლის დანაშაული. გუშინ ხომ მოგხვდა? შენს თავზე ზედმეტს იღებ. შენ ხარ სისხლის სამართლის დამნაშავე. შე ფურფუტა, შენ..." - მიმართა ვაშაძემ პირს, რომელიც პარლამენტში გადაადგილებს აკონტროლებს.

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, პარლამენტის ბიუროსთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია.

"ახლა აბსოლუტურად ყველა მისასვლელი ჩაკეტილია. სარდაფები, დერეფნები, ოთახები გადაძეძგილია ძალოვანი სტრუქტურებით. ეშინიათ წინააღმდეგობის, ეშინიათ ქართველი ხალხის. შეგნებული მავნებლები არიან, რომლებმაც იციან რასაც აკეთებენ", - აღნიშნა წითლიძემ.

"ლელოს" დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის რაც პარლამენტში ხდება, როცა ადამიანები იცავენ პარლამენტს მედიისგან და დეპუტატებისგან, მიუთითებს იმაზე, თუ რას ემსახურება აგენტების შესახებ კანონპროექტი.

"დემოკრატიულ კანონებს ასეთი დაცვა არ ჭირდება, დემოკრატიულ კანონებს არ იცავს პარლამენტი ხალხისგან ძალოვნების მეშვეობით, ეს არის ნათელი მაგალითი, რა კანონის მიღებას აპირებენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: