მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ხელისუფლებამ შეანელა ევროპული ვნებები" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის გარშემო თბილისში მიმდინარე მოვლენებს
"საქართველოს ხელისუფლებამ შეანელა ევროპული ვნებები" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის გარშემო თბილისში მიმდინარე მოვლენებს

"საით იღებ გეზს სა­ქარ­თვე­ლო?" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა zerkalo.az სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით...

"იცით, რა გა­ნას­ხვა­ვებს ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნამ­დვილ მომ­ხრე­ებს და დე­მოკ­რა­ტებს სხვე­ბის­გან?! ის, რომ პირ­ვე­ლე­ბი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დე­მოკ­რა­ტე­ბად და ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე­ე­ბად რჩე­ბი­ან, სხვე­ბი კი ნი­ა­ვი სა­ი­თაც და­უ­ბე­რავს, იმას მიჰ­ყვე­ბი­ან, იმის მი­ხევ­დით, რო­გორ უკარ­ნა­ხე­ბენ, ოღონდ სა­კუ­თა­რი რწმე­ნით და სინ­დი­სით კი არა, სხვე­ბის მო­წო­დე­ბით. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ, ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის მალე შე­და­რე­ბით მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კურ გუნდს, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში კო­რექ­ტი­რე­ბა არ შე­უ­ტა­ნი­ათ; ამი­ტომ დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სად, პრო­და­სავ­ლუ­რი იყო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თულ­მა მე­ოც­ნე­ბე­ებ­მა" ნა­ტოს­თან იმ­დენ დო­კუ­მენტს მო­ა­წე­რეს ხელი, რომ მათ ქვე­ყა­ნას ალი­ან­სის არა­ფორ­მა­ლურ წევ­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

იგი­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ზე, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ევ­რო­კავ­შირ­მა, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი სა­ხელ­მწი­ფოს" სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭა, ევ­რო­კავ­შირ­მა თბი­ლისს რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნა... სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურ­და ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის "შავ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სი­ა­ში" მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. თუმ­ცა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ა­ნე­ლა ევ­რო­პუ­ლი ვნე­ბე­ბი და გა­მო­ა­ცხა­და, რომ არ და­უ­ჭერს მხარს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს... მოკ­ლედ, საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ და­სავ­ლეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მკა­ფიო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მოს­თხო­ვა.

და რო­გორ უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლომ და­სავ­ლე­თის ამ მო­თხოვ­ნებს?!.. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ მალე და­ი­წყებს ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ უცხო­ურ აგენ­ტე­ბად. მსგავ­სი კა­ნო­ნი მე­ზო­ბელ რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია მოქ­მე­დებს. ამი­ტომ, რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიხ­ვდნენ, რომ და­სავ­ლე­თის­გან სწავ­ლა უსარ­გებ­ლოა და რუ­სე­თის გა­მოც­დი­ლე­ბას მი­მარ­თეს", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კურ მი­მომ­ხილ­ველს მი­აჩ­ნია, რომ შე­საძ­ლოა, ასე­თი ნა­ბი­ჯით თბი­ლისს ევ­რო­კავ­შირ­ზე ზე­წო­ლა სურს. ამა­ში არის გარ­კვე­უ­ლი ლო­გი­კა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გან­ზრახ­ვის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ბრი­უ­სელ­ში ერ­თგვა­რი არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო...

"არ­სე­ბობს სხვა მო­საზ­რე­ბე­ბიც. ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს, ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნოს ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა რე­ა­ლუ­რად მძი­მეა. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გან­ზრახ კლავს მათ მო­ქა­ლა­ქეს.

რო­გორ დას­რულ­დე­ბა პრო­ცე­სი, მი­ი­ღებს თუ არა აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი? ზუს­ტი პა­სუ­ხე­ბი არ ვი­ცით, მაგ­რამ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეში­ნია რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის. მაგ­რამ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შიში, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის ეში­ნია, ამი­ტო­მაც ეპყრო­ბი­ან ასე სა­ა­კაშ­ვილს, რი­თაც კრემლს კუდს უქი­ცი­ნე­ბენ" - წერს გა­მო­ცე­მა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა tass.ru უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დო­კუ­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს რე­ესტრის შექ­მნას, რო­მელ­შიც მოხ­ვდე­ბი­ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი ან მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის 20%-ზე მეტი უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბაა.

ინი­ცი­ა­ტი­ვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტია "ხალ­ხის ძა­ლას" ეკუთ­ვნის. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კის ცე­ცხლში მო­ექ­ცა, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­ტო­რე­ბი მის ჩაგ­დე­ბას არ აპი­რე­ბენ" - წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მა delfi.lt/ru-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­თის აგენ­ტებ­ზე თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნი მო­ი­ფიქ­რეს. "ოპო­ზი­ცი­ის თქმით, ეს არის რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი!" -წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მე­დი­ის, ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის აქ­ტი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სულ სცე­ნარს იმე­ო­რებს, პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­რომ მისი გან­ხილ­ვა მა­ინც და­ი­წყო...

"და­სავ­ლე­თის­გან შორს და რუ­სეთ­თან ახ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მხარს არ უჭერს კა­ნონს!" - წერს გა­მო­ცე­მა და ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ცე­მულ პირ­ველ შე­ფა­სე­ბა­სა და 12 პუნ­ქტი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა კი­თხვით, აახ­ლო­ებს თუ არა აგენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ქვე­ყა­ნას ევ­რო­პას­თან?!.

კი­დევ ერთი გა­მო­ცე­მა rosbalt.ru წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ­მა კო­მი­ტეტ­მა უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო.... გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოპო­ნენ­ტე­ბი კა­ნონს რუ­სუ­ლად აცხა­დე­ბენ და მის პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­მოწ­ვე­ვას ითხო­ვენ.

"სხდო­მა 9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ტეს­ტი­სა და კა­მა­თის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეხ­ვედ­რა ოპო­ზი­ცი­ა­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რებს შო­რის ჩხუ­ბით და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნეს დარ­ბა­ზი­დან. პა­რა­ლე­ლუ­რად, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და მე­დი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით და­ი­წყო. ისი­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის შე­წყვე­ტას ითხოვ­დნენ. მათი თქმით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ კურსს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა" - წერს გა­მო­ცე­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
0

საპარლამენტო უმრავლესობა - მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი

მერაბი
12

ყველა ნაღდ მეგობარს ვენაცვალე,თუკი ასეთნი გვყავს,მაგრამ უწინარეს ყოვლისა ყველას გულზე საფიცრად უნდა გვენთოს საქართველო უპირველეს ყოვლისა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლებამ შეანელა ევროპული ვნებები" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის გარშემო თბილისში მიმდინარე მოვლენებს

"საქართველოს ხელისუფლებამ შეანელა ევროპული ვნებები" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის გარშემო თბილისში მიმდინარე მოვლენებს

"საით იღებ გეზს საქართველო?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა zerkalo.az საქართველოში ე.წ. უცხოური აგენტების კანონის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით...

"იცით, რა განასხვავებს ეროვნული დამოუკიდებლობის ნამდვილ მომხრეებს და დემოკრატებს სხვებისგან?! ის, რომ პირველები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატებად და ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრეებად რჩებიან, სხვები კი ნიავი საითაც დაუბერავს, იმას მიჰყვებიან, იმის მიხევდით, როგორ უკარნახებენ, ოღონდ საკუთარი რწმენით და სინდისით კი არა, სხვების მოწოდებით. ამ მხრივ გამონაკლისი არ არის მეზობელი საქართველოს მმართველი პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება".

როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ყველა ფიქრობდა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის მალე შედარებით მჭიდრო ურთიერთობა დამყარდებოდა, მაგრამ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის ახალგაზრდა პოლიტიკურ გუნდს, ყოფილი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში კორექტირება არ შეუტანიათ; ამიტომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, პროდასავლური იყო. ამ ხნის განმავლობაში "ქართულმა მეოცნებეებმა" ნატოსთან იმდენ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომ მათ ქვეყანას ალიანსის არაფორმალურ წევრად მოიხსენიებდნენ.

იგივეს თქმა შეიძლება ევროკავშირზე, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს "ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს" სტატუსი არ მიანიჭა, ევროკავშირმა თბილისს რამდენიმე პირობა წაუყენა... საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ქვეყანა რუსეთის "შავ გეოპოლიტიკურ სიაში" მოხვედრილიყო. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ შეანელა ევროპული ვნებები და გამოაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს... მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთმა საქართველოს მკაფიო გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთება მოსთხოვა.

და როგორ უპასუხა საქართველომ დასავლეთის ამ მოთხოვნებს?!.. საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მალე დაიწყებს ახალი კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად. მსგავსი კანონი მეზობელ რუსეთში რამდენიმე წელია მოქმედებს. ამიტომ, როგორც ჩანს, საქართველოში მიხვდნენ, რომ დასავლეთისგან სწავლა უსარგებლოა და რუსეთის გამოცდილებას მიმართეს", - წერს გამოცემა.

  • გამოცემის ცნობით, რამდენიმე პოლიტიკურ მიმომხილველს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ასეთი ნაბიჯით თბილისს ევროკავშირზე ზეწოლა სურს. ამაში არის გარკვეული ლოგიკა, რადგან საქართველოს პარლამენტის განზრახვის გამოცხადების შემდეგ, ბრიუსელში ერთგვარი არეულობა დაიწყო...

"არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ახალი კანონპროექტის დახმარებით საქართველოს ხელისუფლებას სურს, ყურადღება გადაიტანოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისგან, რომლის მდგომარეობა რეალურად მძიმეა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, "ქართული ოცნება" განზრახ კლავს მათ მოქალაქეს.

როგორ დასრულდება პროცესი, მიიღებს თუ არა აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი? ზუსტი პასუხები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ საქართველოს ეშინია რუსული აგრესიის. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შიში, "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, ამიტომაც ეპყრობიან ასე სააკაშვილს, რითაც კრემლს კუდს უქიცინებენ" - წერს გამოცემა.

"საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება" - წერს რუსული გამოცემა tass.ru უცხოური აგენტების გამოვლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, რომელშიც მოხვდებიან იურიდიული პირები ან მედია საშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებაა.

ინიციატივა პოლიტიკურ პარტია "ხალხის ძალას" ეკუთვნის. კანონპროექტი ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკის ცეცხლში მოექცა, თუმცა, ამის მიუხედავად, ავტორები მის ჩაგდებას არ აპირებენ" - წერს გამოცემა.

გამოცემა delfi.lt/ru-ს ცნობით, საქართველოში უცხოეთის აგენტებზე თავიანთი კანონი მოიფიქრეს. "ოპოზიციის თქმით, ეს არის რუსული კანონი!" -წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, მედიის, ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აქტიურობის მიუხედავად, რომლებიც ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ სცენარს იმეორებს, პარლამენტის ბიურომ მისი განხილვა მაინც დაიწყო...

"დასავლეთისგან შორს და რუსეთთან ახლოს - საქართველოს პრეზიდენტი მხარს არ უჭერს კანონს!" - წერს გამოცემა და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ პირველ შეფასებასა და 12 პუნქტიან რეკომენდაციასაც ეხმაურება კითხვით, აახლოებს თუ არა აგენტებთან დაკავშირებული კანონი ქვეყანას ევროპასთან?!.

კიდევ ერთი გამოცემა rosbalt.ru წერს, რომ საქართველოში პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო.... გამოცემის ცნობით, ოპონენტები კანონს რუსულად აცხადებენ და მის პარლამენტიდან გამოწვევას ითხოვენ.

"სხდომა 9 საათის განმავლობაში პროტესტისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ჩხუბით დაიწყო, რის შემდეგაც რამდენიმე დეპუტატი ძალის გამოყენებით გაიყვანეს დარბაზიდან. პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის ორგანიზებით დაიწყო. ისინი კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას ითხოვდნენ. მათი თქმით, ეს ინიციატივა საქართველოს ევროპულ კურსს ეწინააღმდეგება" - წერს გამოცემა.

ნახეთ ასევე: