ავტორი:

"მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი, მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში" - საფეხბურთო კლუბი "გაგრა“

"მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი, მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში" - საფეხბურთო კლუბი "გაგრა“

ხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ "გაგრას“ განცხადებაშია ნათქვამი.

კლუბი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს.

"რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.

რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.

რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.

რადგან თავად საქართველოა ევროპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: