პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მიიღებენ ამ კანონს, მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ" - ამირან გამყრელიძე
"თუ მიიღებენ ამ კანონს, მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ" - ამირან გამყრელიძე

"[თუ მი­ი­ღე­ბენ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს] მა­შინ, მე თქვენ­თან ვე­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებ, მერე. მეც აგენ­ტი ვიქ­ნე­ბი, ვე­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებ", - ასე უპა­სუ­ხა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, რა საფრ­თხე­ე­ბი შე­იქ­მნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მა­ინც მი­ი­ღო ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში ვერ გავა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ მი­ი­ღებს ამ კა­ნონპ­რო­ექტს, იმი­ტომ, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს სწრაფ­ვას, ის­ტო­რი­ულ სურ­ვილს, რომ ჩვენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გავ­ხდეთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის წევ­რი. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს, შე­ვი­დეთ ევ­რო­კავ­შირ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს ნატო-ს ფარი. ამი­ტომ, ეს კა­ნო­ნი სა­ფუძ­ველ­ში­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს ამ სწრაფ­ვას.

მე ვერ და­ვი­ჯე­რებ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 85%-ს სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბე­ბით და რე­ფე­რენ­დუ­მე­ბით უნდა, რომ ვი­ყოთ ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის წევ­რი. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი წა­ვი­დეს [წი­ნა­აღ­მდეგ]. მე მეს­მის, რომ ის ინი­ცი­რე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პარ­ლა­მენ­ტარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არ მი­ი­ღებს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი: ევ­რო­კავ­ში­რი, სა­დაც რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გვინ­და შეს­ვლა, (წელს უნდა მი­ვი­ღოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რო უნდა გა­ვა­კე­თოთ), გა­ე­რო, ჩვე­ნი ნო­მერ პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი - აშშ, კი­დევ ბევ­რი სხვა პარტნი­ო­რი, (მო­ვის­მი­ნეთ გერ­მა­ნი­ის, ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და აშ.) - ყვე­ლა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რად გვირ­ჩევს, რომ დღეს კა­ნო­ნის მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, ასე­ვე იქ ბევ­რს ვიც­ნობ, ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანა
1

შენ ისედაც ჯანმოს აგენტი ხარ კანონის მიღების გარეშეც და შენი ძმაკაცი იმნაძეც.

პაატა
5

აგენტობა შენთვის ბაირამობა იქნებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"თუ მიიღებენ ამ კანონს, მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ" - ამირან გამყრელიძე

"თუ მიიღებენ ამ კანონს, მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ" - ამირან გამყრელიძე

"[თუ მიიღებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს] მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მერე. მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.

ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა.

“საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატო-ს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას.

მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებებით და რეფერენდუმებით უნდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი. არ შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს [წინააღმდეგ]. მე მესმის, რომ ის ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ყველა მეგობარი: ევროკავშირი, სადაც რაც შეიძლება მალე გვინდა შესვლა, (წელს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერო უნდა გავაკეთოთ), გაერო, ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორი - აშშ, კიდევ ბევრი სხვა პარტნიორი, (მოვისმინეთ გერმანიის, ბრიტანეთის ელჩების განცხადებები და აშ.) - ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ დღეს კანონის მიღების საჭიროება არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება”, ასევე იქ ბევრს ვიცნობ, ამ კანონის მიღებისგან თავს შეიკავებენ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.