პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“  ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს, შესაძლებელია მთელი საპარლამენტო შენობა ჩარაზონ" - ხათუნა სამნიძე
"ქართული ოცნება“  ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს, შესაძლებელია მთელი საპარლამენტო შენობა ჩარაზონ" - ხათუნა სამნიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხვალ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნის დროს იძა­ლა­დებს - დე­პუ­ტა­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან მოს­მე­ნა­ზე, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­რა­ზონ მთე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო შე­ნო­ბა", - ამის შე­სა­ხებ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ლი­დერ­მა ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ე.წ. უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვას, რო­მე­ლიც ხვალ პარ­ლა­მენ­ტში არის და­გეგ­მი­ლი.

  • რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მისი მი­ზა­ნია, რომ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას გვქონ­დეს ერ­თი­ა­ნი გეგ­მა, თუ რას ვა­პი­რებთ ხვალ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე. ყვე­ლა დე­ტალ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. დღეს იმი­ტომ ვიკ­რი­ბე­ბით, რომ შე­ვა­თან­ხმოთ, ვის რა ხედ­ვა აქვს. ჩემ­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხვალ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნის დროს იძა­ლა­დებს. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას დე­ტა­ლუ­რად ავუხ­სნათ პრინ­ცი­პი რამ­დე­ნად და­მან­გრე­ვე­ლია. დე­პუ­ტა­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან მოს­მე­ნა­ზე, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­რა­ზონ მთე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო შე­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს სამ­ნი­ძე.

  • ცნო­ბის­თვის, ე.წ. უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვას პარ­ლა­მენ­ტი ხვა­ლი­დან და­უბ­რუნ­დე­ბა.

6 მარტს და­ნიშ­ნუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, რომ­ლის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის, ასე­ვე “უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა. იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი ორი­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე წამ­ყვა­ნი კო­მი­ტე­ტია. “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და “უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტებ­მა.

ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში, ასე­ვე პარ­ლა­მენტს გა­რეთ მწვა­ვე პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
medi
0

ნაცვლიშვილო თავით რომ ეტაკო არააა, არ გეტკინება ისეთი ჩანხარ, ქულებსაც დაიწერ..

ლიკა
0

მერე, არ შეგეშლება და შეაგინე , თან დააყოლე - დავაი აქედან-თქო, აფერუმ ,დედაკაცო, ზუსტად შენნაირი ქალები "ზრდიან" მამულიშვილებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ქართული ოცნება“  ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს, შესაძლებელია მთელი საპარლამენტო შენობა ჩარაზონ" - ხათუნა სამნიძე

"ქართული ოცნება“  ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს, შესაძლებელია მთელი საპარლამენტო შენობა ჩარაზონ" - ხათუნა სამნიძე

"ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს - დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას, რომელიც ხვალ პარლამენტში არის დაგეგმილი.

  • როგორც ის განმარტავს, მისი მიზანია, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს კანონპროექტის შესახებ.

"მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გეგმა, თუ რას ვაპირებთ ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. დღეს იმიტომ ვიკრიბებით, რომ შევათანხმოთ, ვის რა ხედვა აქვს. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს. "ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ პრინციპი რამდენად დამანგრეველია. დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა“, - აღნიშნავს სამნიძე.

  • ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაუბრუნდება.

6 მარტს დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.