საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეს ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა, ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით..."- გუგა ქაცარავა როლებსა და მსახიობ მეუღლეზე, რომელთან ერთადაც სერიალში თამაშობს
"ერთ დღეს ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა, ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით..."- გუგა ქაცარავა როლებსა და მსახიობ მეუღლეზე, რომელთან ერთადაც სერიალში თამაშობს

"ვიბ­ნე­ვი, როცა ადა­მი­ა­ნებ­ში უსიყ­ვა­რუ­ლო­ბას და უსა­მარ­თლო­ბას ვა­წყდე­ბი; ვერ ვხსნი, ვერ ვი­გებ, ასე­თე­ბი რო­გორ არი­ან", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი გუგა ქა­ცა­რა­ვა. რა ეს­მის ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე, რას ფიქ­რობს პერ­სო­ნაჟ­ზე, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში "სიყ­ვა­რულს მიღ­მა" გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რო­გორ და­ი­წყო მისი და მსა­ხი­ობ ნინი კვი­რი­კაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და რას გა­მოჰ­ყავს წო­ნას­წო­რო­ბი­დან? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. სა­ნა­თე­სა­ვო­ში ამ პრო­ფე­სი­ის არა­ვინ მყავ­და, მაგ­რამ თე­ატ­რში ხში­რად დავ­დი­ო­დი, სპექ­ტაკ­ლებს ვეს­წრე­ბო­დი და ამ სფე­რო­სად­მი ინ­ტე­რე­სი სულ უფრო და უფრო მიძ­ლი­ერ­დე­ბო­და. არას­დროს მი­ნა­ნია, ეს პრო­ფე­სია რომ ავირ­ჩიე. ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ვარ თბი­ლი. კი­დევ ბევრ რა­მეს ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს სი­ტყვა მეს­მის. ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, ისევ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...ეს იყო სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად დად­გო­მა. თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და და სცე­ნა­ზე ეტი­უ­დი შე­ვას­რუ­ლე. სა­ო­ცა­რი ემო­ცია მქონ­და. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ამ საქ­მის გა­რე­შე ვე­ღარ ვი­ცხოვ­რებ­დი. ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი თა­ვად მი­მი­ძღვის. თე­ატ­რა­ლურ­ში 3 წელი გავ­დი­ო­დი გა­მოც­დებ­ზე და ვერ ვა­ბა­რებ­დი, მე­სა­მე ცდა­ზე სტუ­დენ­ტი გავ­ხდი. პირ­ველ­მა ორმა უშე­დე­გო მცდე­ლო­ბამ უკან ვერ და­მა­ხე­ვი­ნა, პი­რი­ქით, მო­ტი­ვა­ცია გა­მიძ­ლი­ე­რა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სცე­ნა­ზე ვიდ­გე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" ვთა­მა­შობ, იქ ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე.

- ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია...

- ...სიყ­ვა­რუ­ლი.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ვინ­მე გა­ვა­ბედ­ნი­ე­რო, ამას ხან ვა­ხერ­ხებ, ხან - ვერა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...რომ ყო­ველ­თვის ისე უნდა მო­ვიქ­ცე, რო­გორც გული მე­უბ­ნე­ბა.

- პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მარ­თლა შე­მიძ­ლია გუ­ლი­დან ამო­ვი­ღო წყე­ნა და ეს არ იქ­ნე­ბა ფორ­მა­ლუ­რი პა­ტი­ე­ბა პა­ტი­ე­ბის­თვის.

- პა­ტი­ე­ბას თა­ვად ხში­რად ითხოვ?

- ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არას­დროს მი­ჭირს. პა­ტი­ე­ბას ხში­რად ვი­თხოვ, რად­გან ადა­მი­ა­ნი ვარ და რა­ღაც მეც მეშ­ლე­ბა. პა­ტი­ე­ბა ბევ­რის­თვის მი­თხო­ვია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ისეც მომ­ხდა­რა, რომ ეს ვერ გა­მი­კე­თე­ბია. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ამის უფ­ლე­ბა არ მი­მი­ცია.

- და ვერც სთხოვ?

- დად­გე­ბა დრო და ვთხოვ, იმ დროს და­ვე­ლო­დე­ბი.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...სა­კუ­თარ თავს მხო­ლოდ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ვხე­დავ.

- ვიბ­ნე­ვი...

- ...როცა ვა­წყდე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ში უსიყ­ვა­რუ­ლო­ბას და უსა­მარ­თლო­ბას. ვერ ვხსნი, ვერ ვი­გებ, ასე­თე­ბი რო­გორ არი­ან.

- ვნა­ნობ...

- ...ოდეს­მე ვინ­მეს რამე თუ ვა­წყე­ნი­ნე, საქ­მე­ში ბო­ლომ­დე თუ არ და­ვი­ხარ­ჯე, რამე თუ და­ვა­კე­ლი, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, იმ­დე­ნი ენერ­გია თუ არ დავ­ხარ­ჯე, მაგ­რამ ბოლო დროს ეს თით­ქმის აღარ ხდე­ბა.

- მარ­ტო ყოფ­ნა გიყ­ვარს?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ რამ­დე­ნი­მე წუ­თით გან­მარ­ტო­ე­ბას, სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა მიყ­ვარს.

- პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და...

- ...ჩემ­ში მთე­ბის გა­დად­გმის ძალა ვიგ­რძე­ნი. ეს ოდ­ნავ გვი­ან იყო. ისე, ბა­ღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი მე­უღ­ლე გახ­ლავთ მსა­ხი­ო­ბი ნინი კვი­რი­კაშ­ვი­ლი. ჩვენ ჯგუ­ფე­ლე­ბი ვართ, თე­ატ­რა­ლურს წელს ვამ­თავ­რებთ. ჩემი და ნი­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და­ი­წყო ძა­ლი­ან უეც­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად. ვმე­გობ­რობ­დით, ერთ დღეს კი ერ­თმა­ნე­თი­სად­მი მზე­რა შეგ­ვეც­ვა­ლა. ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც და­ვო­ჯახ­დით, ერთი პრო­ფე­სია გვაქვს და ყვე­ლა სპექ­ტაკლში ნი­ნის­თან ერ­თად ვთა­მა­შობ.

- მაკ­ვირ­ვებს...

- ...ნინი. ჩვენ ორი­ვე ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვაკ­ვირ­ვებთ და ვა­ო­ცებთ.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...დღემ, როცა სპექ­ტაკ­ლი მაქვს სა­თა­მა­შო. ის დღე­ე­ბიც მიყ­ვარს, როცა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს, რო­ლის შექ­მნის და შე­ნე­ბის პრო­ცე­სი, ისე­ვე, რო­გორც სცე­ნა­ზე ყო­ვე­ლი გას­ვლა, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- სცე­ნის და გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის ემო­ცია...

- ...სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია. ჯერ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ის ცო­ცხა­ლი ემო­ცია, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზეა, ვერ არის კა­მე­რის წინ. სა­მა­გი­ე­როდ, იქ სხვაგ­ვა­რი ინ­ტე­რე­სია.

- სე­რი­ალ­ში "სიყ­ვა­რულს მიღ­მა"...

- ...თა­მა­ში არის სა­ინ­ტე­რე­სო, რად­გან ჩემი პერ­სო­ნა­ჟი გოგა ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბის მქო­ნე ბი­ჭია. ამ პერ­სო­ნა­ჟის თა­მა­ში­სას სა­კუ­თარ თავს არ ვგა­ვარ და ეს უკვე სა­ინ­ტე­რე­სოა..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ერთ დღეს ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა, ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით..."- გუგა ქაცარავა როლებსა და მსახიობ მეუღლეზე, რომელთან ერთადაც სერიალში თამაშობს

"ერთ დღეს ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა, ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით..."- გუგა ქაცარავა როლებსა და მსახიობ მეუღლეზე, რომელთან ერთადაც სერიალში თამაშობს

"ვიბნევი, როცა ადამიანებში უსიყვარულობას და უსამართლობას ვაწყდები; ვერ ვხსნი, ვერ ვიგებ, ასეთები როგორ არიან", - ამბობს მსახიობი გუგა ქაცარავა. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რას ფიქრობს პერსონაჟზე, რომელსაც სერიალში "სიყვარულს მიღმა" განასახიერებს, როგორ დაიწყო მისი და მსახიობ ნინი კვირიკაშვილის სიყვარულის ამბავი და რას გამოჰყავს წონასწორობიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. სანათესავოში ამ პროფესიის არავინ მყავდა, მაგრამ თეატრში ხშირად დავდიოდი, სპექტაკლებს ვესწრებოდი და ამ სფეროსადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. არასდროს მინანია, ეს პროფესია რომ ავირჩიე. ჩემზე ამბობენ, რომ ვარ თბილი. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს სიტყვა მესმის. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ეს იყო სცენაზე პირველად დადგომა. თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და სცენაზე ეტიუდი შევასრულე. საოცარი ემოცია მქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ამ საქმის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებდი. ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი თავად მიმიძღვის. თეატრალურში 3 წელი გავდიოდი გამოცდებზე და ვერ ვაბარებდი, მესამე ცდაზე სტუდენტი გავხდი. პირველმა ორმა უშედეგო მცდელობამ უკან ვერ დამახევინა, პირიქით, მოტივაცია გამიძლიერა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, სცენაზე ვიდგე. ბედნიერი ვარ, რომ "თავისუფალ თეატრში" ვთამაშობ, იქ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...სიყვარული.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვინმე გავაბედნიერო, ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარე ვარ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყოველთვის ისე უნდა მოვიქცე, როგორც გული მეუბნება.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...დარწმუნებული ვარ, რომ მართლა შემიძლია გულიდან ამოვიღო წყენა და ეს არ იქნება ფორმალური პატიება პატიებისთვის.

- პატიებას თავად ხშირად ითხოვ?

- ამ ნაბიჯის გადადგმა არასდროს მიჭირს. პატიებას ხშირად ვითხოვ, რადგან ადამიანი ვარ და რაღაც მეც მეშლება. პატიება ბევრისთვის მითხოვია, მაგრამ ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ეს ვერ გამიკეთებია. საკუთარი თავისთვის ამის უფლება არ მიმიცია.

- და ვერც სთხოვ?

- დადგება დრო და ვთხოვ, იმ დროს დაველოდები.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საკუთარ თავს მხოლოდ ჩემს პროფესიაში ვხედავ.

- ვიბნევი...

- ...როცა ვაწყდები ადამიანებში უსიყვარულობას და უსამართლობას. ვერ ვხსნი, ვერ ვიგებ, ასეთები როგორ არიან.

- ვნანობ...

- ...ოდესმე ვინმეს რამე თუ ვაწყენინე, საქმეში ბოლომდე თუ არ დავიხარჯე, რამე თუ დავაკელი, როგორც საჭირო იყო, იმდენი ენერგია თუ არ დავხარჯე, მაგრამ ბოლო დროს ეს თითქმის აღარ ხდება.

- მარტო ყოფნა გიყვარს?

- დღის განმავლობაში ყოველთვის ვახერხებ რამდენიმე წუთით განმარტოებას, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მიყვარს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ჩემში მთების გადადგმის ძალა ვიგრძენი. ეს ოდნავ გვიან იყო. ისე, ბაღიდან მოყოლებული, სულ შეყვარებული ვიყავი. ჩემი მეუღლე გახლავთ მსახიობი ნინი კვირიკაშვილი. ჩვენ ჯგუფელები ვართ, თეატრალურს წელს ვამთავრებთ. ჩემი და ნინის სიყვარულის ამბავი დაიწყო ძალიან უეცრად და მოულოდნელად. ვმეგობრობდით, ერთ დღეს კი ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა. ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით, ერთი პროფესია გვაქვს და ყველა სპექტაკლში ნინისთან ერთად ვთამაშობ.

- მაკვირვებს...

- ...ნინი. ჩვენ ორივე ერთმანეთს ხშირად ვაკვირვებთ და ვაოცებთ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...დღემ, როცა სპექტაკლი მაქვს სათამაშო. ის დღეებიც მიყვარს, როცა რეპეტიციები მაქვს, როლის შექმნის და შენების პროცესი, ისევე, როგორც სცენაზე ყოველი გასვლა, დიდი ბედნიერებაა.

- სცენის და გადასაღები მოედნის ემოცია...

- ...სხვადასხვაგვარია. ჯერ კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ის ცოცხალი ემოცია, რომელიც სცენაზეა, ვერ არის კამერის წინ. სამაგიეროდ, იქ სხვაგვარი ინტერესია.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა"...

- ...თამაში არის საინტერესო, რადგან ჩემი პერსონაჟი გოგა ჩემგან განსხვავებული შეგრძნებების მქონე ბიჭია. ამ პერსონაჟის თამაშისას საკუთარ თავს არ ვგავარ და ეს უკვე საინტერესოა..წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"