ავტორი:

"არ ვიცი რატომ ვეზიზღებოდი ქალებს... თუ ჩემში კონკურენციის გამო მტერს ხედავდნენ, მაგათი ქართველი კაცები არ მაინტერესებს" - ნეკა დოროყაშვილის თამამი პასუხები პირადსა და სკანდალურ დავაზე

"არ ვიცი რატომ ვეზიზღებოდი ქალებს... თუ ჩემში კონკურენციის გამო მტერს ხედავდნენ, მაგათი ქართველი კაცები არ მაინტერესებს" - ნეკა დოროყაშვილის თამამი პასუხები პირადსა და სკანდალურ დავაზე

თამამი, სკანდალური, შეიძლება ითქვას, ბევრისთვის ნაწილობრივ შეურაცხმყოფელიც შეიძლება დავარქვათ ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს, რომელიც "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე "სთორებში" გამოაქვეყნა. მოდელს კითხვები გამომწერებმა გაუგზავნეს და პასუხები "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაუბრუნა.

დოროყაშვილი თვლის, რომ ბასილაშვილების დინასტია მის ვალშია, რომ ლუკასს ზრდის. ასევე უკმაყოფილოა ქართველი კაცებით და ამბობს, რომ ქართველი მამაკაცი მისი პარტნიორი ვეღარ გახდება. პარალელურად წერს, რომ ქალების უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რათა საქართველოში რამდენიმე წელში მოძალადე მამაკაცი აღარ იყოს...

- ნეკა, შეყვარებული არ გყავს?

- არა, არ მყავს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ მჯერა, რომ არსებობენ იდეალური კაცები და ვეძებ იმ ერთს, ვისაც ჩემი სიყვარულით დავაჯილდოვებ. მე მჯერა, რომ ვიპოვი ვისაც ვეძებ, მანამდე არ მინდა გავცვითო ჩემი ენერგიები. იმ ერთს ვუნახავ ჩემს ყველაზე დიდ ემოციას.

- გაოცებული ვიყავი, როცა გლანძღავდნენ, სილამაზეს ვერ ეგუებოდნენ...

- არ ვიცი, ან რატომ ვეზიზღებოდი ამ ქალებს. თუ ჩემში კონკურენციის შიშის გამო, მტერს ხედავდნენ, მაგათი ქართველი კაცები მაგრად არ მაინტერესებს. მაგრამ ალბათ ვერ ხვდებიან. ბოდიში, ქართველო კაცებო, იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საქართველოში დავასრულე. მართლა არ არის ჩემი, ისინი სხვაგან არიან და ამხელა ტვირთის აკიდება არაფრად მიღირს, რომ ვიღაცის დაზიანებული ფსიქიკა ვასწორო და აღვზარდო. შენ ამდენ ენერგიას ხარჯავ, მერე ვიღაც დებილი იმის ნათესავი იტყვის, გაგიმართლაო. მინდა მე ეს? არ მირჩევნია გამზადებული ადამიანური კაცი?

- ბასილაშვილის ადვოკატებს რა უნდოდათ შენგან?

- აუ, ნუ მიხსენებ მაგ ხალხს, აღარ მინდა კოშმარები, ძლივს დავისვენე და ნორმალურად მძინავს. მშვიდობა მისცეთ ღმერთმა. ეგ არ ვიცი და მთელი ბასილაშვილების დინასტია ვალდებულია მთელი დარჩენილი ცხოვრება მადლიერები იყვნენ ჩემი, რომ ასეთ კარგ ბიჭს ვზრდი, როგორიც ლუკასია. მაგ ოჯახმა ძეგლი უნდა დამიდგას თმენის ვალდებულებისთვის. თუ უკვე ისწავლეს ადამიანობა, ბედნიერი ვიქნები. ესე იგი რაღაც კარგი გამიკეთებია. თუ ჯერ არ უსწავლიათ, ოდესმე მოუწევთ მადლიერება ისწავლონ. მე ამაყი ვარ, რომ ლუკასის დედა ვარ.

- ნეკა, რომელი სტატუსია ქალისთვის ყველაზე კარგი, ცოლი, საყვარელი თუ შეყვარებული?

- მე თუ მეკითხებით, ჩემთვის უფრო კომფორტულია იყო შეყვარებული ან მეგობარი პარტნიორი. მე ვეღარ გავხდები ვინმე ბენძუყის ცოლი. ეს რომ მინდოდეს, ვინ დამასწრებდა, აქამდე ორასჯერ გავთხოვდებოდი. მეყოლებოდა 202 მოძალადე ქმარი და რამდენჯერაც ინსტაგრამზე "სთორის" დადებას დავაპირებდი, თავში რამეს ჩამარტყამდა. მერე გამოვიდოდი და კარგი ოჯახის სტატუსს დავიცავდი სანათესაოში, რომ ვითომ ბედნიერი ცოლი ვარ. მოკლედ, მეგობრებო თუ ურთიერთობა გინდათ, ეს ვარიანტი ჯობია. თუ ცოლობა და ღალატი, დრამა და დეპრესია მოგწონთ. ალბათ არსებობენ ბედნიერი წყვილები, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ. მაგრამ მე მართლა ვერ ვიკაიფებ გათხოვებით. ქალს თუ ყველაფერი გაქვს, არ მოგინდება ადრეულ ასაკში გათხოვება. მითუმეტეს, შვილი მყავს უკვე.

- მიხედე საკუთარ თავსა და შვილს, შენ ენერგიას ნუ აძლევ "მას..."

- ვერაფრით ვერ შევეგუები ძალადობის „გაპრავებას“ ამ ქვეყანაში. გინდა ხისთავიანი მეძახონ. 10 წელიც რომ დამჭირდეს, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ. მე მოვიპოვებ სამართალს ამ ქვეყანაში, ღორ, მოძალადე, დედიკოს ვაჟკაც კაცუნებს უნდა მივუჩინო საბოლოოდ ადგილი. ფაქტია, ვიღაცამ უნდა გააკეთოს ეს და ალბათ მე მხვდა წილად ეს კარმული ვალი.

- შანსი არ გაქვს სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველაფერი ჩაწყობითაა...

- არა უშავს, არსებობს სტრასბურგი და გაერო. აწყოს რამდენიც უნდა, აქ იხადოს, მეტის ღირსია აქამდე რომ მიმიყვანა. ჩემი წყობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. გადამეკიდა და არ მოისვენა. წერას ჰყავდა ატანილი. რა გავაკეთო, რა ვუყო სხვა ქალებს, თორემ მე გადასარევად ვგრძნობ თავს და შემიძლია ფეხი-ფეხზე გადავიდო და მშვიდად ვიცხოვრო. მაგრამ არ ვარ მშვიდად, როცა ქვეყანაში უსამართლობას ვაწყდები. როგორ დავიცვათ ქალები მომავალში, საქართველოს მთავრობას მივანდოთ? კიდევ რამდენი მოძალადე დაიარება ამ ქვეყანაში, რომ არ უმხელიათ. მე ვდებ პირობას, რომ რამდენიმე წელში ქვეყანაში მოძალადე კაცი ვერ გაჭაჭანდება.

- ნეკა, როგორი ქალები გაღიზიანებს, რა აუფასურებს ქალს?

- ქალს აუფასურებს სიგოიმე, ინტელექტის ნაკლებობა, ხამობა. მე რომ კაცი ვიყო, ხარბ ქალს გვერდით არ გავიკარებდი. დამშეული ქალები მომრავლდნენ და ძალიან ამაზრზენია მათი ყველა ქმედება. ქალებო, აწიეთ „ტრაკი,“ იშოვეთ ფული და წაიკითხეთ წიგნები. ქალი კაცის კარგი ინვესტიციასავითაა. კაცმაც უნდა იცოდეს ვისში დახარჯოს ფული. თუ ქალს არ სჭირდება შენი ფული და უბრალოდ, საჩუქარს უკეთებ, ეს ალბათ სასიამოვნოა. თუ იცი, რომ „ბოზია“ და შენგან მხოლოდ ფული უნდა, კაციც მაგარი ბანძი ხარ, რომ იხდი.

თქვენ უფლება არ გაქვთ ჩემი გშურდეთ, მე ღირსება არ დამიკარგავს ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე. ყველაფერი რაც შევქმენი, ჩემი ღირსებით მოვიპოვე. ამიტომ ვარ ალბათ კაცებისთვის მომნუსხველი. რომ მეკითხებით, რა კრემებს ვხმარობ, რა მაქვს გაკეთებული... აქედან იწყება, ქალში ბავშვური სული არ უნდა მოკლათ. მრუშ ქალს სახეზე ეტყობა ცუდი წარსული და ასეთი ქალები კაცებს არ მოსწონთ. არც სერიოზულად უყურებენ და პატივსაც არ სცემენ. ასე რომ, გამოსწორების გზაზე დადგეთ ჯობია და მერე შეგშურდეთ ჩემი. მართლა მეშინია, ჩემმა ძმამ ვინ უნდა მოიყვანოს ცოლად...