მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის თეატრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა
რუსთაველის თეატრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ რო­ბერტ სტუ­რუ­ამ ე.წ. უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ შედ­გე­ნილ პე­ტი­ცი­ას ხელი მო­ა­წე­რა, ტყუ­ი­ლია. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა გია თევ­ზა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"ბა­ტონ რო­ბერტს არ მო­უ­წე­რია ხელი არა­ფერ­ზე, თა­ვა­დაც უარ­ყოფს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - გვი­თხრა თევ­ზა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ხალ­ხის ძა­ლის" მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ე.წ. უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან სა­თე­ატ­რო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც გუ­შინ სა­ღა­მოს პე­ტი­ცია შე­ად­გი­ნეს. ხე­ლო­ვა­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ინი­ცი­ა­ტო­რებ­მა სას­წრა­ფოდ უნდა გა­იწ­ვი­ონ.

კი­ნომ­ცოდ­ნე თეო ხა­ტი­აშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ხელ­მომ­წე­რებს შო­რის არის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­ბერტ სტუ­რუ­აც: "აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ქ­ტის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ თე­ატ­რა­ლე­ბის მი­მარ­თვის­თვის რო­ბერტ სტუ­რუ­ა­საც მო­უ­წე­რია ხელი. მე­ო­რედ მოს­ვლაა, მგო­ნი".

"სა­თე­ატ­რო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვეხ­მა­უ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ „უცხო­ე­თის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ კა­ნო­ნის არა­თუ მი­ღე­ბა, არა­მედ ინი­ცი­რე­ბაც კი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­თე­ატ­რო სცე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა, ახერ­ხებს შექ­მნას სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­ცე­ნო პრო­დუქ­ცია, არა­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ის შე­დე­გია. ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის და ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი გა­რან­ტია, რომ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გან კა­ნონპ­რო­ექ­ტში ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის პი­რო­ბად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი „კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა“ მო­ი­ცავს უსას­რუ­ლო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სივ­რცეს და გვტო­ვებს ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის საფრ­თხის პი­რის­პირ.

გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ სფე­როს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მძი­მედ შე­ე­ხო საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბი. სი­ცო­ცხლე მო­უს­პეს და საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­ა­შო­რეს ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის არა­ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მოღ­ვა­წე.

მძი­მე ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გამ­ყა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ სწრაფ­ვა გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­მართ და მო­ვუ­წო­დოთ ინი­ცი­ა­ტო­რებს მისი გა­მოწ­ვე­ვი­სა­კენ" - ნათ­ქვა­მია მათ მიერ შედ­გე­ნილ პე­ტი­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხალხო
0

ლუსტრაცია უკვე მოხდა

Ნეო
7

ამ კანონის იმას ეშინია ვისაც საკუთარი ცოდვები ღრღნის. მოაწოროს მერე და გაირკვეს ვის რა მიზნები ამიძრავებს.სწორედ რომ დროულია ამის გარკვევა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რუსთაველის თეატრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა

რუსთაველის თეატრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა, ტყუილია. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თეატრის დირექტორმა გია თევზაძემ განუცხადა.

"ბატონ რობერტს არ მოუწერია ხელი არაფერზე, თავადაც უარყოფს ამ ინფორმაციას" - გვითხრა თევზაძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოდიან სათეატრო სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც გუშინ საღამოს პეტიცია შეადგინეს. ხელოვანები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ინიციატორებმა სასწრაფოდ უნდა გაიწვიონ.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელმომწერებს შორის არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუაც: "აგენტების კანონპროქტის" საწინააღმდეგოდ თეატრალების მიმართვისთვის რობერტ სტურუასაც მოუწერია ხელი. მეორედ მოსვლაა, მგონი".

"სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიცირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.

თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია. ინიცირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე.

მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ" - ნათქვამია მათ მიერ შედგენილ პეტიციაში.