საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სიმშვიდე მღლის, თვეში ერთხელ თბილისში მივდივარ და ვერთობი" - სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა მწერლის ექსპერიმენტული მეურნეობა და იშვიათი ტროპიკული მოსავალი
"როცა სიმშვიდე მღლის, თვეში ერთხელ თბილისში მივდივარ და ვერთობი" - სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა მწერლის ექსპერიმენტული მეურნეობა და იშვიათი ტროპიკული მოსავალი

აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, ამ­ბობს, რომ თვით­ნას­წავ­ლია. ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მის­თვის მა­ინც მწერ­ლო­ბაა, ლექ­სებს წერს, მისი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი ცოტა ხან­ში გა­მო­ვა. ტრო­პი­კუ­ლი ხი­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ტრო­პი­კუ­ლი პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია. მათი გამ­რავ­ლე­ბა პირ­ვე­ლად მი­წა­ში მა­რა­კუ­ი­ის მარ­ცვლის ჩაგ­დე­ბით სცა­და, რო­მე­ლიც გა­ი­ზარ­და და დღეს უკვე მსხმო­ი­ა­რე ხეა.

ასე რომ, სო­ფელ ჯუ­ნე­წერ­ში, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ისე­თი ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­რა­კუ­ია, ლუფა, ნა­რან­ჯი­ლა, პე­პი­ნო, ჩა­ი­ო­ტი, პა­ტი­სო­ნი და არა­ერ­თი სხვაც. მათი მომ­ყვა­ნი კი ჯერი ძუ­ა­რია, რო­მე­ლიც, იმავდრო­უ­ლად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ბუ­ლი ენის ფი­ლო­ლო­გი­ას ეუფ­ლე­ბა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სწავ­ლა შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ გა­ნა­ახ­ლებს, მა­ნამ­დე კი საყ­ვა­რელ კუ­თხე­ში, გუ­რი­ა­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებს.

- პირ­ვე­ლი მცე­ნა­რის შემ­დეგ და­მე­ბა­და იდეა, მხო­ლოდ ეს ხომ არ არის, უამ­რა­ვი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გუ­რი­ა­ში იხა­რებს-მეთ­ქი. გუ­რია ერ­თა­დერ­თი რე­გი­ო­ნია, რო­მელ­შიც ტრო­პი­კუ­ლი და სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს კვეთს. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­ზარ­დოს რო­გორც ტრო­პი­კუ­ლი და სუბტ­რო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, ასე­ვე ცივი კლი­მა­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც. როცა შე­დე­გი მი­ვი­ღე, და­ვი­წყე უცხო­ეთ­ში თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მათი მო­ძი­ე­ბა, ვინც ამ საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ვთხო­ვე, ტრო­პი­კუ­ლი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის თეს­ლე­ბი და ნერ­გე­ბი მო­ე­წო­დე­ბი­ნათ. ასე მი­ვა­გე­ნი კულ­ტუ­რას, რო­გო­რიც არის ლუფა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მის­გან ბუ­ნებ­რივ ღრუბ­ლებს (ნეჭა - ლ.ფ.) ამ­ზა­დებ­დნენ, მერე ეგ კულ­ტუ­რა გაქ­რა. მე კი მაქვს და გამ­რავ­ლე­ბაც და­ვი­წყე.

- მხო­ლოდ ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­ებს ახა­რებთ?

- კი და ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის ინ­ტე­რე­სიც გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ამ სა­კი­თხის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად შე­მე­ხე­და. მზად ვი­ყა­ვი, ხარ­ჯიც გა­მე­წია, მაგ­რამ უცებ გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის უამ­რა­ვი თეს­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მთხო­ვა, მისი ვი­ნა­ო­ბა არ და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა. ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. გა­სა­ო­ცა­რი თეს­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, სა­დღაც 150-ზე მეტი. მათ­გან ნა­წი­ლი დავ­თე­სე და გამ­რავ­ლდა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მცე­ნა­რე, რომ­ლე­ბიც დღეს ჩემს ბაღ­ში ხა­რობს, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლია. არ არ­სე­ბობს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი, რომ ის გუ­რი­ა­ში ვინ­მეს გა­უ­ხა­რე­ბია.

- ნი­ა­და­გი ხომ არ გა­მო­გიკ­ვლე­ვი­ათ?

- მხო­ლოდ მჟა­ვი­ა­ნო­ბა გავ­სინ­ჯე. ისე, ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი თუ მცე­ნა­რეს გუ­ლით მო­უვ­ლის, ყვე­ლა გა­ი­ხა­რებს. ისე­თი მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლე­ბი მაქვს, ეგ მცე­ნა­რე­ე­ბი არაფ­რით არ უნდა მო­ერ­გოს გუ­რი­ას, მაგ­რამ მა­ინც ვა­პი­რებ გა­ხა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში, მით უფრო, გუ­რი­ა­ში, არა მგო­ნია, ვინ­მეს ის ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ჰქონ­დეს.

არ­ტი­შო­კი

- მი­წა­ზე შრო­მას ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა, ვის­გან ის­წავ­ლეთ?

- ბა­ბუა, დე­დის მამა, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გუ­რუ­ლი გლე­ხი იყო, შრო­მობ­და, უვ­ლი­და ცხო­ვე­ლებს, ფრინ­ვე­ლებს. მის გვერ­დით ვიზ­რდე­ბო­დი, თუ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მე-12 კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა. იმ დროს სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნა და ბა­ბუ­ა­ჩე­მის საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თბი­ლის­ში უნდა მეს­წავ­ლა. არ­ჩე­ვა­ნი მი­წევ­და და გა­ვა­კე­თე - არა­ბუ­ლი ფი­ლო­ლო­გია. ამ ეტაპ­ზე კი სო­ფელ­ში გა­დავ­წყვი­ტე დაბ­რუ­ნე­ბა.

დრა­კო­ნის ხილი

- ციტ­რუ­სი­თა და თხი­ლით გან­თქმუ­ლია გუ­რია. ამ კულ­ტუ­რე­ბით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ?

- თხი­ლის ბაღი მაქვს, მუ­შა­ო­ბაც ვიცი და მი­წევს კი­დეც, მაგ­რამ თხი­ლის­გან ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი ბა­ზარ­ზე ნელ-ნელა იკ­ლებს. და­სავ­ლეთ­ში თხი­ლის ბაღი ყვე­ლამ გა­ა­შე­ნა, ბა­ზარ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­ვი­და, ბევ­რმა მა­ღა­ლი ფა­სით ისარ­გებ­ლა და სხვა რა­ღა­ცე­ბიც ჩა­ყა­რა გა­სა­ყიდ პრო­დუქ­ტში, რა­მაც თხი­ლის ფასი დას­წია. ასე რომ, ეს ბა­ზა­რი და­ი­კარ­გა. ყვე­ლა­ზე დიდი კულ­ტუ­რა გუ­რი­ა­ში ჩაია. ამა­ზე ბევ­რს ვფიქ­რობ. მაქვს ად­გი­ლი, სა­დაც ძვე­ლი ჩაია დარ­გუ­ლი, რო­მე­ლიც უნდა აიჭ­რას და ახა­ლი გა­შენ­დეს.

ვფიქ­რობ, ორი ჯიში დავრგო - ცე­ი­ლო­ნი­სა და გუ­რუ­ლი. თამ­ბა­ქოს კულ­ტუ­რა­ზეც ვფიქ­რობ და გუ­რულ-ქარ­თუ­ლი ჯი­შის თამ­ბა­ქოს ვე­ძებ, რო­მე­ლიც გუ­რი­ა­ში ადრე მოჰ­ყავ­დათ. თუმ­ცა მაქვს თამ­ბა­ქოს სხვა ჯი­შე­ბიც. ასე რომ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გუ­რულ სი­გა­რეტ­საც ვი­ხი­ლავთ. მან­და­რი­ნი და ფორ­თო­ხა­ლიც ბევ­რი მაქვს, წელს 1 ტონა მან­და­რი­ნი ავი­ღეთ და 40 თეთ­რად ჩა­ი­ბა­რეს. თუმ­ცა სულ არ ჩაგ­ვი­ბა­რე­ბია. გუ­რი­ა­ში ეს მან­და­რი­ნის სა­შუ­ა­ლო ფა­სია, თან ყვე­ლას არ იბა­რე­ბენ. ამ პრო­დუქ­ტე­ბის ფი­ნან­სურ სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას სა­მო­მავ­ლოდ ვხე­დავ, ოღონდ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ხით. შე­საძ­ლე­ბე­ლია მან­და­რი­ნის­გან დამ­ზად­დეს ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ძვი­რი ეღი­რე­ბა და გა­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბა. ბოქ­სე­ბით გა­ყიდ­ვა უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი მეჩ­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე ვი­ღაც მო­ვი­დეს და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ტონა მან­და­რი­ნი წა­ი­ღოს.

- ახალ­გაზ­რდე­ბი თუ არი­ან სო­ფელ­ში?

- ჩემს სო­ფელ­ში ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა ვარ. კი, მი­ზე­ზი ისი­ცაა, რომ მთავ­რო­ბის­გან მხარ­და­ჭე­რა არ არის. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც მო­ვი­დეს, მხარ­ზე ხელი და­გარ­ტყას, გა­ო­ცე­ბუ­ლი იყოს შენი გრან­დი­ო­ზუ­ლი იდე­ით, ყო­ჩა­ღო, გი­თხრას, სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ეს ორ­წა­მი­ა­ნი პრო­ცე­სია, წავა და ისევ მარ­ტო რჩე­ბი. ჩემ­თვის სო­ფელ­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი ის არის, რომ თა­ნა­ტო­ლი არა­ვი­ნაა. გან­ტვირ­თვის რამე სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. სოფ­ლის გარ­თო­ბა თევ­ზა­ო­ბა და ნა­დი­რო­ბა რომ არის, ამის­თვი­საც ვერ იპო­ვი მე­ო­რე ადა­მი­ანს, რომ ერ­თად წახ­ვი­დეთ.

არა­ქი­სის კა­რა­ქის ხილი

უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­შიც ვერ აღ­მო­ა­ჩენ ისეთს, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი რომ გვქონ­დეს. მისი მი­ზა­ნია ზამ­თარ­ში საკ­ვე­ბი ჰქონ­დეს, ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი და­ა­ბი­ნა­ოს, და­ა­პუ­როს და იმა­ზე არ ფიქ­რობს, მო­მა­ვალ­ში თხი­ლი რა ეღი­რე­ბა. მთა­ვა­რია, თვი­თონ იყოს კმა­ყო­ფი­ლი, მა­ძღა­რი და მი­აჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ის მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მე მომ­ყავს, ნა­ხე­ვარ სო­ფელს სი­ცი­ლა­დაც არ ჰყოფ­ნის. რო­მე­ლი­მე მცე­ნა­რე­ზე რომ მე­კი­თხე­ბი­ან და ვპა­სუ­ხობ, სამ­ხრეთ ამე­რი­კი­და­ნაა ჩა­მო­ტა­ნი­ლი-მეთ­ქი, ის გუ­რუ­ლად გე­უბ­ნე­ბა, აგი რაია, ბიჭო, რად გინ­დაო. მერე გა­და­ი­დებს მხარ­ზე თოხს და ყა­ნა­ში წავა. არ არ­სე­ბობს ინ­ტე­რე­სის წყა­რო, მო­ტი­ვა­ცია, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ენას გა­მო­ნა­ხავ. არა­და, მე­ო­რე მხრივ, სო­ფელ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, მცე­ნა­რე­ე­ბის გა­ხა­რე­ბა-მოვ­ლით ბედ­ნი­ე­რი ვარ, სო­ფე­ლიც მიყ­ვარს, ჩემი სახ­ლიც, აქ ძა­ლი­ან ვმშვიდ­დე­ბი. როცა სიმ­შვი­დე მღლის, თვე­ში ერთხელ თბი­ლის­ში მივ­დი­ვარ, რომ მე­გობ­რებ­თან ცოტა გა­ვერ­თო.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ჩემი ბაღი მიქ­მნის აბ­სო­ლუ­ტურ მო­ტი­ვა­ცი­ას ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­ვი­დეს, რომ შე­იქ­მნას სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ, და­ის­ვე­ნე­ბენ, იქ­ნე­ბა აგ­რო­ბიზ­ნე­სი, აგ­რო­ტუ­რიზ­მი. ადა­მი­ა­ნის გა­ზარ­მა­ცე­ბა კომ­ფორ­ტმა მო­ი­ტა­ნა. ბუ­ნე­ბას­თან კონ­ტაქტს მშვი­დი ცხოვ­რე­ბა მო­აქვს და არის უტყუ­ა­რი პი­რო­ბა, რომ ხარ ენერ­გი­უ­ლი, კარ­გი საქ­მე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია მა­ტუ­ლობს. პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვას გა­ზა­ფხუ­ლი­დან და­ვი­წყებ. მაქვს 20 ჯი­შის ერ­თწ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, ტრო­პი­კუ­ლი ხე­ხი­ლი და ბოსტნე­უ­ლი. მოკ­ლედ, ასე­თი ამ­ბე­ბია ჩემ­კენ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, იქნებ მართლაც სხვებმაც მოგბაძონ და ეშველოს დაცლილ სოფლებს

სხვისი დედა
4

 ჯერი,შენ გაიხარე შვილო!!ნეტავ შენ მოგბაძონ ახალგაზრდებმა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"როცა სიმშვიდე მღლის, თვეში ერთხელ თბილისში მივდივარ და ვერთობი" - სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა მწერლის ექსპერიმენტული მეურნეობა და იშვიათი ტროპიკული მოსავალი

"როცა სიმშვიდე მღლის, თვეში ერთხელ თბილისში მივდივარ და ვერთობი" - სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა მწერლის ექსპერიმენტული მეურნეობა და იშვიათი ტროპიკული მოსავალი

აგრარული განათლება არ მიუღია, ამბობს, რომ თვითნასწავლია. ძირითადი საქმიანობა მისთვის მაინც მწერლობაა, ლექსებს წერს, მისი პოეტური კრებული ცოტა ხანში გამოვა. ტროპიკული ხილით დაინტერესება კი იმან განაპირობა, რომ ტროპიკული პროდუქტის მოყვარულია. მათი გამრავლება პირველად მიწაში მარაკუიის მარცვლის ჩაგდებით სცადა, რომელიც გაიზარდა და დღეს უკვე მსხმოიარე ხეა.

ასე რომ, სოფელ ჯუნეწერში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შეიძლება მარტივად აღმოაჩინოთ ისეთი ტროპიკული მცენარეები, როგორიცაა მარაკუია, ლუფა, ნარანჯილა, პეპინო, ჩაიოტი, პატისონი და არაერთი სხვაც. მათი მომყვანი კი ჯერი ძუარია, რომელიც, იმავდროულად უნივერსიტეტში არაბული ენის ფილოლოგიას ეუფლება. პანდემიის პერიოდში სწავლა შეაჩერა, მაგრამ განაახლებს, მანამდე კი საყვარელ კუთხეში, გურიაში დაბრუნდა, სადაც სოფლის მეურნეობაში ექსპერიმენტებს ატარებს.

- პირველი მცენარის შემდეგ დამებადა იდეა, მხოლოდ ეს ხომ არ არის, უამრავი იქნება, რომელიც გურიაში იხარებს-მეთქი. გურია ერთადერთი რეგიონია, რომელშიც ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატები ერთმანეთს კვეთს. აქ შესაძლებელია გაიზარდოს როგორც ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები, ასევე ცივი კლიმატის მოყვარულებიც. როცა შედეგი მივიღე, დავიწყე უცხოეთში თუ საქართველოში ჩემი მეგობრების, ახლობლებისა და მათი მოძიება, ვინც ამ საქმითაა დაკავებული. ვთხოვე, ტროპიკული ხილისა და ბოსტნეულის თესლები და ნერგები მოეწოდებინათ. ასე მივაგენი კულტურას, როგორიც არის ლუფა. საბჭოთა კავშირის დროს მისგან ბუნებრივ ღრუბლებს (ნეჭა - ლ.ფ.) ამზადებდნენ, მერე ეგ კულტურა გაქრა. მე კი მაქვს და გამრავლებაც დავიწყე.

- მხოლოდ ტროპიკულ მცენარეებს ახარებთ?

- კი და ფართო აუდიტორიის ინტერესიც გამოიწვია. ამიტომ გადავწყვიტე, ამ საკითხისთვის სერიოზულად შემეხედა. მზად ვიყავი, ხარჯიც გამეწია, მაგრამ უცებ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ტროპიკული მცენარეების უამრავი თესლი გამომიგზავნა და მთხოვა, მისი ვინაობა არ დამესახელებინა. ამერიკაში ცხოვრობს. გასაოცარი თესლები გამომიგზავნა, სადღაც 150-ზე მეტი. მათგან ნაწილი დავთესე და გამრავლდა. აბსოლუტურად ყველა მცენარე, რომლებიც დღეს ჩემს ბაღში ხარობს, ექსპერიმენტულია. არ არსებობს დადასტურებული მაგალითი, რომ ის გურიაში ვინმეს გაუხარებია.

- ნიადაგი ხომ არ გამოგიკვლევიათ?

- მხოლოდ მჟავიანობა გავსინჯე. ისე, ვფიქრობ, ადამიანი თუ მცენარეს გულით მოუვლის, ყველა გაიხარებს. ისეთი მცენარეების თესლები მაქვს, ეგ მცენარეები არაფრით არ უნდა მოერგოს გურიას, მაგრამ მაინც ვაპირებ გახარებას. საქართველოში, მით უფრო, გურიაში, არა მგონია, ვინმეს ის ტროპიკული მცენარეები ჰქონდეს.

არტიშოკი

- მიწაზე შრომას ცოდნა სჭირდება, ვისგან ისწავლეთ?

- ბაბუა, დედის მამა, ერთი ჩვეულებრივი გურული გლეხი იყო, შრომობდა, უვლიდა ცხოველებს, ფრინველებს. მის გვერდით ვიზრდებოდი, თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება მაქვს, მისი დამსახურებაა. მე-12 კლასში ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. იმ დროს სოფელში დარჩენა და ბაბუაჩემის საქმის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ თბილისში უნდა მესწავლა. არჩევანი მიწევდა და გავაკეთე - არაბული ფილოლოგია. ამ ეტაპზე კი სოფელში გადავწყვიტე დაბრუნება.

დრაკონის ხილი

- ციტრუსითა და თხილით განთქმულია გურია. ამ კულტურებით არ დაინტერესებულხართ?

- თხილის ბაღი მაქვს, მუშაობაც ვიცი და მიწევს კიდეც, მაგრამ თხილისგან ფინანსური სარგებელი ბაზარზე ნელ-ნელა იკლებს. დასავლეთში თხილის ბაღი ყველამ გააშენა, ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, ბევრმა მაღალი ფასით ისარგებლა და სხვა რაღაცებიც ჩაყარა გასაყიდ პროდუქტში, რამაც თხილის ფასი დასწია. ასე რომ, ეს ბაზარი დაიკარგა. ყველაზე დიდი კულტურა გურიაში ჩაია. ამაზე ბევრს ვფიქრობ. მაქვს ადგილი, სადაც ძველი ჩაია დარგული, რომელიც უნდა აიჭრას და ახალი გაშენდეს.

ვფიქრობ, ორი ჯიში დავრგო - ცეილონისა და გურული. თამბაქოს კულტურაზეც ვფიქრობ და გურულ-ქართული ჯიშის თამბაქოს ვეძებ, რომელიც გურიაში ადრე მოჰყავდათ. თუმცა მაქვს თამბაქოს სხვა ჯიშებიც. ასე რომ, ქართულ ბაზარზე გურულ სიგარეტსაც ვიხილავთ. მანდარინი და ფორთოხალიც ბევრი მაქვს, წელს 1 ტონა მანდარინი ავიღეთ და 40 თეთრად ჩაიბარეს. თუმცა სულ არ ჩაგვიბარებია. გურიაში ეს მანდარინის საშუალო ფასია, თან ყველას არ იბარებენ. ამ პროდუქტების ფინანსურ სარგებლიანობას სამომავლოდ ვხედავ, ოღონდ გადამუშავებული პროდუქტის სახით. შესაძლებელია მანდარინისგან დამზადდეს ისეთი პროდუქტი, რომელიც შედარებით ძვირი ეღირება და გასავალი ექნება. ბოქსებით გაყიდვა უფრო მომგებიანი მეჩვენება, ვიდრე ვიღაც მოვიდეს და მიკროავტობუსით ტონა მანდარინი წაიღოს.

- ახალგაზრდები თუ არიან სოფელში?

- ჩემს სოფელში ერთადერთი ახალგაზრდა ვარ. კი, მიზეზი ისიცაა, რომ მთავრობისგან მხარდაჭერა არ არის. შეიძლება ვიღაც მოვიდეს, მხარზე ხელი დაგარტყას, გაოცებული იყოს შენი გრანდიოზული იდეით, ყოჩაღო, გითხრას, სასიამოვნოა, მაგრამ ეს ორწამიანი პროცესია, წავა და ისევ მარტო რჩები. ჩემთვის სოფელში ყველაზე რთული მომენტი ის არის, რომ თანატოლი არავინაა. განტვირთვის რამე საშუალება არ არსებობს. სოფლის გართობა თევზაობა და ნადირობა რომ არის, ამისთვისაც ვერ იპოვი მეორე ადამიანს, რომ ერთად წახვიდეთ.

არაქისის კარაქის ხილი

უფროს ადამიანებშიც ვერ აღმოაჩენ ისეთს, საერთო ინტერესი რომ გვქონდეს. მისი მიზანია ზამთარში საკვები ჰქონდეს, ცხოველები, ფრინველები დააბინაოს, დააპუროს და იმაზე არ ფიქრობს, მომავალში თხილი რა ეღირება. მთავარია, თვითონ იყოს კმაყოფილი, მაძღარი და მიაჩნია, რომ ყველაფერი რიგზეა. ის მცენარეები, რომლებიც მე მომყავს, ნახევარ სოფელს სიცილადაც არ ჰყოფნის. რომელიმე მცენარეზე რომ მეკითხებიან და ვპასუხობ, სამხრეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი-მეთქი, ის გურულად გეუბნება, აგი რაია, ბიჭო, რად გინდაო. მერე გადაიდებს მხარზე თოხს და ყანაში წავა. არ არსებობს ინტერესის წყარო, მოტივაცია, ადამიანები, რომელთანაც საერთო ენას გამონახავ. არადა, მეორე მხრივ, სოფელში თავს კომფორტულად ვგრძნობ, მცენარეების გახარება-მოვლით ბედნიერი ვარ, სოფელიც მიყვარს, ჩემი სახლიც, აქ ძალიან ვმშვიდდები. როცა სიმშვიდე მღლის, თვეში ერთხელ თბილისში მივდივარ, რომ მეგობრებთან ცოტა გავერთო.

- რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი ბაღი მიქმნის აბსოლუტურ მოტივაციას ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ შეიქმნას სოციალური სივრცე, სადაც ადამიანები იმუშავებენ, დაისვენებენ, იქნება აგრობიზნესი, აგროტურიზმი. ადამიანის გაზარმაცება კომფორტმა მოიტანა. ბუნებასთან კონტაქტს მშვიდი ცხოვრება მოაქვს და არის უტყუარი პირობა, რომ ხარ ენერგიული, კარგი საქმეების მოტივაცია მატულობს. პროდუქტების გაყიდვას გაზაფხულიდან დავიწყებ. მაქვს 20 ჯიშის ერთწლიანი მცენარეები, ტროპიკული ხეხილი და ბოსტნეული. მოკლედ, ასეთი ამბებია ჩემკენ.