ავტორი:

"გოლ, გოლ, კვარა, კვარა... ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა" - რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი იტალიელ გულშემატკივარსა და "კვარას ეფექტზე"?

"გოლ, გოლ, კვარა, კვარა... ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა" - რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი იტალიელ გულშემატკივარსა და "კვარას ეფექტზე"?

"გოლ, გოლ, გოლ, კვარა, კვარა, კვარა... ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა, ქართველად ვგრძნობ თავს, ქართველი ვარ!"...

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე "კვარას ეფექტზე" გვიამბობს...

- დაახლოებით 11 წელია იტალიაში ვცხოვრობ და ამ ბოლო დროს ვხედავ, როგორ თანდათან იზრდება საქართველოს პოპულარობა. 11 წლის წინანდელი რეალობა სულ სხვა იყო, თითქმის თითოეული იტალიელისთვის ახსნა მიწევდა, სად იყო საქართველო და მიუხედავად უდიდესი წარსულისა და კულტურისა, რატომ რჩებოდა ჩრდილში ათწლეულების განმავლობაში. ახლა საქართველოს უფრო კარგად იცნობენ და ამაში ლომის წილი ქართველ ემიგრანტებს მიუძღვით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ცდილობენ საქართველოსა და მისი კულტურის პოპულარიზაციას. თუმცა ხვიჩას "ნაპოლიში" გადმოსვლის შემდეგ უდიდესი ნახტომი მოხდა - ზუსტად ორი მატჩის შემდეგ, სადაც ხვიჩამ სამი გოლი გაიტანა, უკვე მთელი იტალია და სოციალური ქსელი საქართველოზე ლაპარაკობდა. საოცარი ეფექტი მოახდინა ხვიჩას გამოჩენამ, ძალიან შეგვიმსუბუქა მდგომარეობა ემიგრანტებს და რაც მთავარია, ინტერესი გააჩინა არა მარტო მისი პერსონის, როგორც ქართველის, არამედ ყველაფერი იმის მიმართ, რაც ქართულია...

შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ - ახლა ხშირად მეპატიჟებიან იტალიურ სპორტულ გადაცემებში. ჟურნალისტები საოცარ ინტერესს იჩენენ და მე მაქსიმალურად ვცდილობ ამ შესაძლებლობის გამოყენებას, რომ ვისაუბრო საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე. ერთ-ერთ ბეჭდურ ინტერვიუში, რომელიც იტალიურ გამოცემას მივეცი, წინა პლანზე წამოვწიე ქართული ფეხბურთის ისტორია და მისი ლეგენდები - სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ასევე ახალი თაობა. მეორე დღეს, ერთ-ერთი ტელევიზიიდან მთხოვეს ჩართვა და სწორედ ამ თემაზე დამისვეს კითხვები, გადაცემის წამყვანს ინტერვიუ წაუკითხავს და დაინტერესდა. მე ამას "კვარას ეფექტს" ვეძახი.

- სხვა ქართველი ფეხბურთელები თუ გაუგონიათ?

- ძველ თაობას წარსულში საქართველოსა და იტალიას შორის გამართული მატჩებიც ახსოვს. გააგრძელეთ კითხვა