რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ბახმუტი თითქმის ალყაში მოაქციეს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
'ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა თითქმის ალყა შემოარტყეს ბახმუტს, დარჩა მხოლოდ ერთი გზა", - მიმართავს პრიგოჟინი პრეზიდენტ ზელენსკის.
მისი თქმით, ბახმუტისთვის მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე ხანმოკლე იქნება, თუ მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.
"ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] იბრძვიან, მაგრამ ბახმუტთან მათი სიცოცხლე ხანმოკლეა - ერთი-ორი დღე. მიეცით მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება. ქალაქი ფაქტობრივად გარშემორტყმულია“, - აცხადებს პრიგოჟინი.
პრიგოჟინს არ ასცდება შუბლში ტყვია.
იმისდა მიუხედავად ბახმუტში რა იქნება
უკრაინა გაიმარჯვებს ამ წლის ბოლომდე.
სინტერესოა თუ როგორ აშუქებს უკრაინული მედია პრიგოჟინის განცხადებას.
„გადაღებული ვიდეო არის პროვოკაცია და რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც შექმნილია მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის მიზნით.
Wagner PMC-ის (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“) მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, გამოიჭირეს ტყუილში თითქოსდა მისმა ბოევიკებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტი მოაქციეს ალყაში“.
ზელენსკიმ ბახმუტის (ყოფილი არტემოვსკის) დატოვება წინასწარ მონათლა სტრატეგიულ უკან დახევად.
ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.