მათი მიზანი იყო, რომ კომიტეტის სხდომა ჩაეშალათ - ეს ნათელი იყო მათი ქმედებებით, შეძახილებით, შეურაცხყოფებით და ა.შ. ვერანაირად ვერ დაასაბუთეს, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ეს მოვლენები [ევროპული გზიდან გადახვევა] გამოიწვიოს, - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას.
მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფების გუშინდელი ქმედებები არათუ გასაკვირი არ ყოფილა, არამედ, მოსალოდნელიც იყო.
"ვიცით, ეს ხალხი როგორ მოქმედებს, როცა სხდომის ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობს, მაგრამ, წითლიძემ და სამნიძემ, რომელიც თვალებში მიყურებდა, ისე გადააყირავა მაგიდა, ნამდვილად გამაკვირვეს. ესენი მერე კონსტრუქციულობაზე და ა.შ. გვესაუბრებიან. გავიმეორებ - არ მინდა ის ევროპა, რომელიც მეუბნება, რომ დამნაშავე უნდა გაუშვა, კონსტიტუცია უნდა დაარღვიო, კანონი უგულებელყო, მართლმსაჯულებაში ჩაერიო... ეს არის ევროპა? ამ კითხვაზე ვერ გვპასუხობენ. ვერ უპასუხეს მთელი დღე კითხვას, რა არის ამ კანონპროექტში ისეთი, რომ ევროკავშირში შეიძლება არ მიგვიღონ - შინაარსშიც ვერ შემოდიოდნენ“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი, რომლის კომენტარსაც "ხალხის ძალა“ ავრცელებს.
კომენტარები იმდენად სამართლიანია ყაველავილის მიმარტ, რომ შემეცოდა არა და რასაც წერენ... ასეა ყველაფერი. ძალიან ზალიან სასიამონოა თუ კი ასე იტქმის რომ მოქალაქეებს ასეთი ზუსტი და სწორი მოსაზრებები აქვთ. ისე ამერიკელების ინდიელებზე ვიდრე რამეს იტყოდნენ დეღს სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. რაო ინდიელებს რუსეთი ურჩევნიატ ამერიკას! ეს ისე, მასე 200 წლის წინ ქრთველები შვულებს ყიდდნენბ სტამბულის ბაზარზე და რაო ამიტომ ღს ევროპამ წიხლი გვკრას! რას ბოდიალობს ეს ვიღაცა სზელიც არმახსოვს.. ეტყობა შტერი ტროლია და შეცვალონ...
აი ეხლა ხომ ნაღდად შეგეწერა შე რუსული საქმისთვის წაკუზულო.