პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინს ძველი მეგობარი "ცეცხლს უხსნის": "რუსეთის პრეზიდენტს პრიგოჟინმა კაბაევას მეშვეობით დაარტყა და ელიტას მასობრივი დასჯით ემუქრება"
პუტინს ძველი მეგობარი "ცეცხლს უხსნის": "რუსეთის პრეზიდენტს პრიგოჟინმა კაბაევას მეშვეობით დაარტყა და ელიტას მასობრივი დასჯით ემუქრება"

გა­მო­ცე­მა novaya.gazeta, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში აკ­რძა­ლეს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე პუ­ტი­ნის კარ­ზე ახა­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხებ წერს.

პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის, ვილი მირ­ზა­ი­ა­ნო­ვის თქმით, პრი­გო­ჟინ­მა პუ­ტინს კა­ბა­ე­ვას მეშ­ვე­ო­ბით და­არ­ტყა და რუ­სულ ელი­ტას მა­სობ­რი­ვი დას­ჯით ემუქ­რე­ბა...

"პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი მწვავ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი კონ­ფლიქ­ტის ახა­ლი კე­რე­ბის გა­ჩე­ნის ტენ­დენ­ცი­ებს ხე­და­ვენ. სა­უ­ბა­რია, პრი­გო­ჟი­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე, კერ­ძოდ, ის თავს ეს­ხმის იმ სტრუქ­ტუ­რებს, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის მე­ო­რე ცო­ლის თუ საყ­ვარ­ლის, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას კონ­ტრო­ლის ქვეშ არის... ექ­სპერ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, რაც დრო გა­დის, გან­ხეთ­ქი­ლე­ბა იზ­რდე­ბა და კრემ­ლის რე­ჟი­მი სტა­ბი­ლუ­რო­ბას კარ­გავს" - წერს მირ­ზა­ი­ა­ნო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, პრი­გო­ჟი­ნი, რო­მელ­მაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პუ­ტი­ნის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის გარ­და, სხვა მხრი­ვაც აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვა, გავ­ლე­ნე­ბი გა­იმ­ყა­რა და ამ­ბი­ცი­ე­ბიც გა­უჩ­ნდა, აქ­ტი­უ­რად ეს­ხმო­და თავს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ბოლო ხა­ნებ­ში კი თა­ვად პუ­ტი­ნის მი­მარ­თაც გა­უჩ­ნდა პრე­ტენ­ზი­ე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პრი­გო­ჟინ­მა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა ალი­ნა კა­ბა­ე­ვას სა­წარ­მო­ე­ბი და მე­დია, "ვაგ­ნერ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმის­თვის.

ცნო­ბის­თვის, კა­ბა­ე­ვას სა­კუთ­რე­ბა­შია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ჰოლ­დინ­გად ით­ვლე­ბა. მას­ში შე­დის გა­მო­ცე­მე­ბი, РЕН ТВПятый канал, "78", "СТС", "Че!", "Домашний" და სხვე­ბი. მას მსხვი­ლი წილი აქვს ასე­ვე რუ­სე­თის პირ­ველ არხსა და ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში.

კა­ბა­ე­ვას ჰოლ­დინ­გი აგ­რეთ­ვე მო­ი­ცავს საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ებს, ასე­ვე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებს. პუ­ტი­ნის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი ბოლო ხა­ნებ­ში პრი­გო­ჟი­ნის დარ­ტყმის სა­მიზ­ნეა, რად­გან ის გრძნობს, რომ გა­მო­ი­ყე­ნეს, მისი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფი უკ­რა­ი­ნა­ში შავი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­უშ­ვეს, თუმ­ცა მისი წინსვლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და გე­ნე­რა­ლი­ტეტ­მა ვერ აი­ტა­ნა და მათ­ზე იე­რი­შე­ბი წა­მო­ი­წყეს.

agents.media-ს ცნო­ბით, კა­ბა­ე­ვას კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ა­ში პრი­გო­ჟი­ნის "ჩა­სა­ძი­რი" სი­უ­ჟე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა, რაც "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლის" გაზ­რდი­ლი პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­ცი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

2017 წლი­დან, მთელ რუ­სე­თის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნესს კა­ბა­ე­ვას ჰოლ­დინ­გი აკონ­ტრო­ლებს. მე­დია-კომ­პა­ნია, სა­დაც პრი­გო­ჟი­ნის სი­ტყვა ან გვა­რი გა­იჟ­ღე­რებს, სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა...

გა­მო­ცე­მა agents.media-ს ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად იწე­რე­ბა პუ­ტი­ნი-კა­ბა­ე­ვას სა­ი­დუმ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კა­ბა­ე­ვამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან პირ­ვე­ლი შვი­ლი 2015 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­ა­ჩი­ნა, 2019 წელს კი, მოს­კოვ­ში მათი მე­ო­რე შვი­ლი და­ი­ბა­და...

"2022 წელს კა­ბა­ე­ვას წი­ნა­აღ­მდეგ ამე­რი­კამ, ბრი­ტა­ნეთ­მა, კა­ნა­დამ, ავ­სტრა­ლი­ამ, ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა. ამის შემ­დეგ, ის ბიზ­ნე­სის შიდა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­და­ერ­თო, მისი ჰოლ­დინ­გი კი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ყა­რე­ბის­თვის ძა­ლის­ხმე­ვას არ ზო­გავს" - წერს გა­მო­ცე­მა.

ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის ცნო­ბით, ამ ფონ­ზე ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს ერ­თის მხრივ, კა­ბა­ე­ვას, იმავდრო­უ­ლად კი, გე­რა­სი­მო­ვი-შო­ი­გუს ტან­დემ­თან ბრძო­ლა გა­უ­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გა­რე­შე არც თა­ვად არის დარ­ჩე­ნი­ლი. პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბებ­სა და ქმე­დე­ბე­ბი­დან ჩანს, რომ ის ფარ-ხმა­ლის დაყ­რას არ აპი­რებს...

"იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "ვაგ­ნერს" თა­ვი­სი სა­თა­და­რი­გო აე­როდ­რო­მი და ძალ­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი აქვს აფ­რი­კა­ში, სა­დაც შე­უძ­ლია, მშვი­დად ჩა­ვი­დეს და ალ­მა­სე­ბი­სა და ოქ­როს ბიზ­ნე­სით მი­ლი­არ­დე­ბი იშო­ვოს, ის ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში რჩე­ბა, რათა ბრძო­ლა უკვე რამ­დე­ნი­მე ფრონტზე გა­აგ­რძე­ლოს" - წერს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი მირ­ზა­ი­ა­ნო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პრი­გო­ჟი­ნი დიდ პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­დეს, მით უფრო, რომ მან კა­ბა­ე­ვას ბიზ­ნეს­ზე, მისი გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­სა და ტენ­დენ­ცი­ურ მიდ­გო­მებ­ზე კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, რაც "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლის" მხრი­დან ძვე­ლი მე­გობ­რის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლის გახ­სნას ნიშ­ნავს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ჯიმა
3

Ევა ბრაუნი და ადოლფა, ისტორია მეორდება. 

ქოცი
26

ცოატაც მოითინეთ ძმებო და ჩვენც გვექნება მეფის კარის სკანდალები. ამაზე ნაკლები საყვარელია არც ჩვენს მარჩენალს ეყოლება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

პუტინს ძველი მეგობარი "ცეცხლს უხსნის": "რუსეთის პრეზიდენტს პრიგოჟინმა კაბაევას მეშვეობით დაარტყა და ელიტას მასობრივი დასჯით ემუქრება"

პუტინს ძველი მეგობარი "ცეცხლს უხსნის": "რუსეთის პრეზიდენტს პრიგოჟინმა კაბაევას მეშვეობით დაარტყა და ელიტას მასობრივი დასჯით ემუქრება"

გამოცემა novaya.gazeta, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში აკრძალეს, სოციალური ქსელის თავის გვერდზე პუტინის კარზე ახალი დაძაბულობის შესახებ წერს.

პოლიტიკური მიმომხილველის, ვილი მირზაიანოვის თქმით, პრიგოჟინმა პუტინს კაბაევას მეშვეობით დაარტყა და რუსულ ელიტას მასობრივი დასჯით ემუქრება...

"პუტინის გარემოცვაში დაპირისპირებები და გარჩევები მწვავდება. პოლიტიკური ექსპერტები კონფლიქტის ახალი კერების გაჩენის ტენდენციებს ხედავენ. საუბარია, პრიგოჟინის გააქტიურებაზე, კერძოდ, ის თავს ესხმის იმ სტრუქტურებს, რომელიც პუტინის მეორე ცოლის თუ საყვარლის, ალინა კაბაევას კონტროლის ქვეშ არის... ექსპერტების მტკიცებით, რაც დრო გადის, განხეთქილება იზრდება და კრემლის რეჟიმი სტაბილურობას კარგავს" - წერს მირზაიანოვი.

მისივე თქმით, პრიგოჟინი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, პუტინის ნდობის მოპოვების გარდა, სხვა მხრივაც აქტიურად იმუშავა, გავლენები გაიმყარა და ამბიციებიც გაუჩნდა, აქტიურად ესხმოდა თავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ბოლო ხანებში კი თავად პუტინის მიმართაც გაუჩნდა პრეტენზიები.

რამდენიმე დღის წინ, პრიგოჟინმა მწვავედ გააკრიტიკა ალინა კაბაევას საწარმოები და მედია, "ვაგნერთან" თანამშრომლობაზე უარის თქმისთვის.

ცნობისთვის, კაბაევას საკუთრებაშია ნაციონალური მედია ჯგუფი, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰოლდინგად ითვლება. მასში შედის გამოცემები, РЕН ТВПятый канал, "78", "СТС", "Че!", "Домашний" და სხვები. მას მსხვილი წილი აქვს ასევე რუსეთის პირველ არხსა და ბეჭდურ მედიაში.

კაბაევას ჰოლდინგი აგრეთვე მოიცავს საპროდიუსერო კომპანიებს, ასევე მაღალტექნოლოგიური მომსახურების სააგენტოებს. პუტინის საოჯახო ბიზნესი ბოლო ხანებში პრიგოჟინის დარტყმის სამიზნეა, რადგან ის გრძნობს, რომ გამოიყენეს, მისი სამხედრო დანაყოფი უკრაინაში შავი სამუშაოს შესასრულებლად გაუშვეს, თუმცა მისი წინსვლა თავდაცვის სამინისტრომ და გენერალიტეტმა ვერ აიტანა და მათზე იერიშები წამოიწყეს.

agents.media-ს ცნობით, კაბაევას კონტროლირებად მედიაში პრიგოჟინის "ჩასაძირი" სიუჟეტები აქტიურად ვრცელდება, რაც "პუტინის მზარეულის" გაზრდილი პოპულარობის შემცირებას ემსახურება.

2017 წლიდან, მთელ რუსეთის სატელევიზიო სივრცეში, სარეკლამო ბიზნესს კაბაევას ჰოლდინგი აკონტროლებს. მედია-კომპანია, სადაც პრიგოჟინის სიტყვა ან გვარი გაიჟღერებს, სარეკლამო შემოსავლის გარეშე დარჩება...

გამოცემა agents.media-ს ცნობით, ადგილობრივ მედიაში ინტენსიურად იწერება პუტინი-კაბაევას საიდუმლო ურთიერთობებზე, რომლის მიხედვითაც, კაბაევამ რუსეთის პრეზიდენტისგან პირველი შვილი 2015 წელს, შვეიცარიაში გააჩინა, 2019 წელს კი, მოსკოვში მათი მეორე შვილი დაიბადა...

"2022 წელს კაბაევას წინააღმდეგ ამერიკამ, ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირმა სანქციები დააწესა. ამის შემდეგ, ის ბიზნესის შიდა განვითარებაზე გადაერთო, მისი ჰოლდინგი კი, ანტიდასავლური იდეოლოგიის გამყარებისთვის ძალისხმევას არ ზოგავს" - წერს გამოცემა.

ანტისამთავრობო მედიის ცნობით, ამ ფონზე ევგენი პრიგოჟინს ერთის მხრივ, კაბაევას, იმავდროულად კი, გერასიმოვი-შოიგუს ტანდემთან ბრძოლა გაუჭირდება, თუმცა მხარდამჭერების გარეშე არც თავად არის დარჩენილი. პრიგოჟინის განცხადებებსა და ქმედებებიდან ჩანს, რომ ის ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს...

"იმის მიუხედავად, რომ "ვაგნერს" თავისი სათადარიგო აეროდრომი და ძალზე მომგებიანი ბიზნესი აქვს აფრიკაში, სადაც შეუძლია, მშვიდად ჩავიდეს და ალმასებისა და ოქროს ბიზნესით მილიარდები იშოვოს, ის ამჟამად რუსეთში რჩება, რათა ბრძოლა უკვე რამდენიმე ფრონტზე გააგრძელოს" - წერს პოლიტიკური მიმომხილველი მირზაიანოვი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს, რომ პრიგოჟინი დიდ პოლიტიკაში წავიდეს, მით უფრო, რომ მან კაბაევას ბიზნესზე, მისი გავლენის სფეროებსა და ტენდენციურ მიდგომებზე კრიტიკული შეფასებები გააკეთა, რაც "პუტინის მზარეულის" მხრიდან ძველი მეგობრის მისამართით ცეცხლის გახსნას ნიშნავს.

ნახეთ ასევე: