საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გორში დააკავეს ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა" - რას ამბობს დაკავებული ნიკა საბაშვილის ადვოკატი?
"გორში დააკავეს ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა" - რას ამბობს დაკავებული ნიკა საბაშვილის ადვოკატი?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გორ­ში ერთი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს, - ამის შე­სა­ხებ, ორი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ნიკა სა­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და.

ნო­დარ ცინ­ცა­ძის თქმით, პირი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ დღეს და­ა­კა­ვა, გარ­დაც­ვლილ და და­შა­ვე­ბულ პი­რებს თან­ხის მო­თხოვ­ნის დროს თან ახ­ლდა.

"სულ ცოტა ხნის წინ, გორ­ში და­ა­კა­ვეს ერთი პირი. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ადა­მი­ა­ნი, გარ­დაც­ვლილ და და­შა­ვე­ბულ პი­რებს თან­ხის მო­თხოვ­ნის დროს თან ახ­ლდა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და. მეტი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მაჩ­ნია. ეს არის ამ საქ­მი­დან ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მე, სა­დაც საქ­მის მა­სა­ლებ­ზე ჩვენ ხელი ჯერ არ მიგ­ვიწ­ვდე­ბა და მო­მა­ვალ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ლო­გი­კუ­რად, სა­ბაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად უნდა ცნონ ამ საქ­მე­ზე და ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ჩვენ მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა წვდო­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის მა­სა­ლებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ცინ­ცა­ძემ.

გორ­ში, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის საქ­მე­ზე ერთი პი­რის და­კა­ვე­ბას პრო­კუ­რო­რი ადას­ტუ­რებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა 28 თე­ბერ­ვალს გორ­ში მომ­ხდარ ფაქტს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე, გა­მოკ­ვე­თი­ლია შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვი, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა წი­ნა­პი­რო­ბებს, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­კი­თხი, რაც უკავ­შირ­დე­ბა მო­ტივს, არ დარ­ჩე­ბა შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე, უფრო მე­ტიც, გა­მო­ყო­ფი­ლი არის ცალ­კე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­ძალ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი მას შემ­დეგ, რაც ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ნი­კო­ლოზ სა­ნი­კი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 28 თე­ბერ­ვალს, გორ­ში, ერთ-ერთი ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს მღე­ბავ­მა, 32 წლის ნიკა სა­ბაშ­ვილ­მა ორი პი­რის მი­მართ მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რემ კი სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლნას­რო­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ბაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის სამ წევ­რს - მა­მას და შვი­ლებს ფულს სძა­ლავ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
4

ჩემი ნება რომ იყოს, საბაშვილს გავამართლებდი.

vova
42

ამ შემთხვევაში არ ვიცი ზუსტად რა მოხდა მაგრამ მანქანის ხელოსნები რომ ას ლარში ორასს გვართმევენ ეგ კი ვიცი .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გორში დააკავეს ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა" - რას ამბობს დაკავებული ნიკა საბაშვილის ადვოკატი?

"გორში დააკავეს ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა" - რას ამბობს დაკავებული ნიკა საბაშვილის ადვოკატი?

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გორში ერთი პირი დააკავეს, რომელიც ფულის გამოძალვის საქმეში ფიგურირებს, - ამის შესახებ, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა საბაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

ნოდარ ცინცაძის თქმით, პირი, რომელიც პოლიციამ დღეს დააკავა, გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა.

"სულ ცოტა ხნის წინ, გორში დააკავეს ერთი პირი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი, გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა და მონაწილეობას იღებდა. მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია. ეს არის ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმე, სადაც საქმის მასალებზე ჩვენ ხელი ჯერ არ მიგვიწვდება და მომავალში, ბუნებრივია, ლოგიკურად, საბაშვილების ოჯახი დაზარალებულად უნდა ცნონ ამ საქმეზე და ოფიციალურად, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება წვდომა აღნიშნული საქმის მასალებზე“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

გორში, ფულის გამოძალვის საქმეზე ერთი პირის დაკავებას პროკურორი ადასტურებს.

"რაც შეეხება 28 თებერვალს გორში მომხდარ ფაქტს, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, რაც შეეხება სხვა წინაპირობებს, გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, ყველა საკითხი, რაც უკავშირდება მოტივს, არ დარჩება შეფასების გარეშე, უფრო მეტიც, გამოყოფილი არის ცალკე სისხლის სამართლის საქმე გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო ორგანოს“, - განაცხადა განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, გორში, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მღებავმა, 32 წლის ნიკა საბაშვილმა ორი პირის მიმართ მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ კი სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლო დაზიანებები მიიღო და მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

ბრალდებული საბაშვილის ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული პირები ავტოსახელოსნოში დასაქმებული საბაშვილების ოჯახის სამ წევრს - მამას და შვილებს ფულს სძალავდნენ და ემუქრებოდნენ.

ნახეთ ასევე: