მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ წარდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ წარდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა კო­მი­ტეტ­მა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კან­პპ­რო­ექ­ტებს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

მა­ნამ­დე კი, ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის დე­რე­ფან­შიც.

მე­დი­ის, არ­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ანა­ლო­გია და ის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სვლას მნიშ­ვნე­ლოვგნად აფერ­ხებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი წარ­დგე­ნი­ლია „ხალ­ხის ძა­ლი­დან“ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის: - სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის, დაჩი ბე­რა­ი­ას, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის, ეკა სე­ფაშ­ვი­ლის, და­ვით კა­ჭა­რა­ვას და ზაალ მი­ქე­ლა­ძის მიერ.

პარ­ლა­მენ­ტში თავ­და­პირ­ვე­ლად „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­რე­გის­ტრირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი „გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“, უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა (20%-ზე მეტი) უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად“ მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს ნე­ბის­მი­ერ დროს კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს და სა­კი­თხის შეს­წავ­ლა-მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, მო­ნი­ტო­რინ­გის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც „კონ­კრე­ტულ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­თა­ნა­დო მი­ნიშ­ნე­ბას შე­ი­ცავს“.

უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ან დეკ­ლა­რა­ცი­ის არ­შევ­სე­ბა გა­მო­იწ­ვევს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ჯა­რი­მე­ბას 25 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. პრო­ექ­ტით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის ჯა­რი­მე­ბი: - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე დაშ­ვე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ შე­ავ­სებს გა­ნა­ცხა­დის ფორ­მას - 10 ათა­სი ლარი; დო­კუ­მენ­ტებ­ში ხარ­ვე­ზე­ბის გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში არ­გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 10 ათა­სი ლარი; კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ერთი თვის შემ­დეგ ჩა­დე­ნა - 20 ათა­სი ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა რი­გით მე­ო­რე - „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უცხო­ე­თის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პირს ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან იღებს.

„უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით - 5 წლამ­დე ვა­დით.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნონპ­რო­ექ­ტით დად­გე­ნილ უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს მი­მარ­თონ და უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა მო­ი­თხო­ვონ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა არ გავ­რცელ­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტებ­ზე, კონ­სუ­ლებ­ზე და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. კა­ნო­ნი ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბა უცხო ქვეყ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, პირს, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა და პირს, „რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მეც­ნი­ე­რულ, აკა­დე­მი­ურ ან სა­ხე­ლოვ­ნე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ეწე­ვა“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

გაუჭირდებოდათ !?

წინ !
2

 მხილებამ შეაშინა საქართველოს მტრები! გამოიღვიძა ქართვწელმა ერმა!

ავტორი:

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ წარდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ წარდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანპპროექტებს მხარი დაუჭირა.

მანამდე კი, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური და დაპირისპირება იყო ასევე პარლამენტის დერეფანშიც.

მედიის, არსამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში პროტესტი გამოხატეს, განაცხადეს, რომ კანონპროექტები სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მნიშვნელოვგნად აფერხებს.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

რაც შეეხება რიგით მეორე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.