ავტორი:

"შენ "ვაფშე" დაახვიე აქედან..." - მიხეილ ყაველაშვილი ანა წითლიძეს

"შენ "ვაფშე" დაახვიე აქედან..." - მიხეილ ყაველაშვილი ანა წითლიძეს

"შენ "ვაფშე" დაახვიე აქედან, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ანა წითლიძეს პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ "ხალხის ძალის" კანონპროექტს განიხილავენ.

ვიდრე ყაველაშვილი ამ სიტყვებით ანი წითლიძეს მიმართავდა, მანამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ყაველაშვილსა და კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს შორის. ხათუნა სამნიძემ უმრავლესობის წევრს უთხრა, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ, ყაველაშვილმა სამნიძეს ასე უპასუხა: „რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა და არაფერი გაქვს".

"რა ევროპაზე მელაპარაკები, რა გაყიდვაზე მელაპარაკები, რომელი ხალხის სახელით მელაპარაკები. ნუ მელაპარაკები ხალხის სახელით და ზრდილობიანად მომმართე, რომ იცოდე!“- განაცხადა ყაველაშვილმა და აღნიშნა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მმართველი პარტია მაინც მიიღებს.

სწორედ ამ დროს მიმართა ანი წითლიძემ ყაველაშვილს. „ხელებს ნუ იქნევ, რა ზრდილობაზე ლაპარაკობ, როდესაც გინების მეტი არაფერი გიკეთებია“, - მიმართა წითლიძემ ყაველაშვილს.

"შენ "ვაფშე" დაახვიე აქედან“, - უპასუხა ყაველაშვილმა.

ამ სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი-დაჩი ბერაია და მიმართა ოპოზიციას: „რატომ არცხვენთ საზოგადოებას?“

"ოროსანო „ქოცო“, კორუმპირებულო, ოროსანო“, - უპასუხა ანი წითლიძემ.

საქართველოს პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა, ამ დრომდე, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ნახეთ ასევე: